ზელენსკი: ტყუილია, რომ უკრაინაში უფრო მეტი კორუფციაა, ვიდრე ევროპის სხვა სახელმწიფოებში

ტყუილია, რომ უკრაინაში უფრო მეტი კორუფციაა, ვიდრე ევროპის სხვა სახელმწიფოებში - ჩვენთან არის კორუფცია, მაგრამ ჩვენ მას ვებრძვით და ყოჩაღები ვართ, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

პრეზიდენტმა BBC-სთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ქვეყანაში კორუფციის შემთხვევები არსებობს, თუმცა ხელისუფლება მათ ებრძვის და ანტიკორუფციულ ინფრასტრუქტურას ავითარებს.

„ჩვენ კარგად გვესმის: არსებობს ბევრი სხვადასხვა რეიტინგი, რომლებიც სხვადასხვანაირად იზომება. არსებობს ბევრი სხვადასხვა შემთხვევა და ყველა ადეკვატურ ადამიანს მკაფიოდ ესმის, რომ ჩვენ გვაქვს ასეთი პრობლემა. დიახ, ამ ქვეყანაში არის კორუფცია და მას აჩვენებენ. ის არსებობს. მაგრამ ის არის ყველა ევროპულ ქვეყანაში, მოდით, ვიყოთ გულწრფელები. უბრალოდ, მე მინდა, რომ ჩვენ ვაღიარებდეთ ჩვენს სუსტ წერტილებს - და ეს ჩვენი ერთ-ერთი სუსტი წერტილია - მაგრამ ამავდროულად არ ვკარგავდეთ ერთიანობას, პატივს ვცემდეთ უკრაინას და არ ვამბობდეთ, რომ ეს მხოლოდ ჩვენთან ხდება და სხვებთან - არა“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინა იმით გამოირჩევა, რომ პრობლემებს არ მალავს. ზელენსკიმ დასძინა, რომ რუსეთი კორუფციის თემას განავითარებს, რათა უკრაინაზე ზეწოლა მოახდინოს და საზოგადოება გახლიჩოს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1771859505

საზოგადოება

პარლამენტის თავმჯდომარე წლიურ ანგარიშს 4 მარტის პლენარულ სხდომაზე წარადგენს

ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა 4-6 მარტის პლენარული სხდომების დღის წესრიგის საკითხებზე ისაუბრა. 4 მარტის პლენარულ სხდომაზე, მიმდინარე კანონპროექტების განხილვასთან ერთად, პა...

პარლამენტის თავმჯდომარე

1771858335

საზოგადოება

მიხეილ სარჯველაძე: არის გარკვეული სფეროები, სადაც შესაძლოა ჯერ კიდევ საჭირო იყოს უცხოელი სპეციალისტის ჩამოყვანა, მაგრამ არის სფეროები, სადაც ჭარბად არიან წარმოდგენილი სექტორში და ამის არავითარი ობიექტური წინაპირობა არ არსებობს

არის გარკვეული სფეროები, სადაც შესაძლოა ჯერ კიდევ საჭირო იყოს საქართველოში უცხოელი სპეციალისტის ჩამოყვანა, მაგრამ არის სფეროები, სადაც ჭარბად არიან უცხოელები წარმოდგენილი სექტორში და ამის არავითარი ობ...

მიხეილ სარჯველაძე

1771858171

საზოგადოება

მიხეილ სარჯველაძე: ბინადრობის არმქონე უცხოელის დასაქმება განიხილება როგორც უნებართვო საქმიანობა და შეიძლება, ისჯებოდეს დაწყებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი, დამთავრებული სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობითაც

ბინადრობის არმქონე უცხოელის დასაქმება განიხილება როგორც უნებართვო საქმიანობა და შეიძლება, ისჯებოდეს დაწყებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი პასუხისმგებლობით, დამთავრებული სისხლის სამართლებრივი პასუხისმ...

მიხეილ სარჯველაძე

1771857729

საზოგადოება

პროკურატურამ ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სამი ყოფილი თანამშრომელი დააკავა

საქართველოს პროკურატურამ ძალადობით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამი ყოფილი თანამშრომელი დააკავა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურაში ჩატარე...

პროკურატურა

1771855604

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი თურქმენეთის მეჯლისის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქმენეთის პარლამენტის - მეჯლისის თავმჯდომარე დუნიაგოზელ გულმანოვას შეხვდა, რომელიც საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს. შეხვედრაზე ხაზი გაესვ...

შალვა პაპუაშვილი