მიხეილ სარჯველაძე: არის გარკვეული სფეროები, სადაც შესაძლოა ჯერ კიდევ საჭირო იყოს უცხოელი სპეციალისტის ჩამოყვანა, მაგრამ არის სფეროები, სადაც ჭარბად არიან წარმოდგენილი სექტორში და ამის არავითარი ობიექტური წინაპირობა არ არსებობს

არის გარკვეული სფეროები, სადაც შესაძლოა ჯერ კიდევ საჭირო იყოს საქართველოში უცხოელი სპეციალისტის ჩამოყვანა, მაგრამ არის სფეროები, სადაც ჭარბად არიან უცხოელები წარმოდგენილი სექტორში და ამის არავითარი ობიექტური წინაპირობა არ არსებობს, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ.

მისი თქმით, ასეთთა რიგს განეკუთვნება მომსახურების სფერო.

„მადლობა მინდა გადაგიხადოთ ამ თემის გაშუქებისთვის. ეს მართლაც მნიშვნელოვანი საკითხია, რომელიც საზოგადოებას რეალურად აწუხებს იმიტომ, რომ ბუნებრივია, როდესაც სახელმწიფოში ვსაუბრობთ ადამიანების კეთილდღეობაზე, იქ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი ამ მიმართულებით, რაღაც წარმატება რომ ჰქონდეს ქვეყანას, უკავშირდება დასაქმების უფლების რეალიზებას. დასაქმებისთვის, გარკვეული უპირატესობის მინიჭება, გარკვეული ინტერესის დაკმაყოფილება და დაცვისთვის მექანიზმების შემოტანა ერთმნიშვნელოვნად მისასალმებელია. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს მართლაც მნიშვნელოვანი საკითხია.

რაც შეეხება თვითონ რეგულირებას და შინაარსს, მოგეხსენებათ, რომ ამასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება უკვე გამოქვეყნებულია. სისტემა გახლავთ უხეშად რომ ვთქვათ, დაახლოებით ასეთი. რა თქმა უნდა, რომ არის გარკვეული სფეროები, სადაც შესაძლოა ჯერ კიდევ საჭირო იყოს საქართველოში უცხოელი სპეციალისტის ჩამოყვანა, მაგრამ არის სფეროები, სადაც ჭარბად არიან უცხოელები წარმოდგენილი სექტორში და ამის არავითარი ობიექტური წინაპირობა არ არსებობს. ასეთთა რიგს განეკუთვნება მომსახურების სფერო, რომელიც თქვენ ახსენეთ, იგივე ტაქსების მომსახურება, სადაც მძღოლი შესაძლოა იყოს და იგივე, ეს უკავშირდება გიდებს. არ მგონია ამ შემთხვევაში, რომ მაგალითად ქართული კულტურული ძეგლების უცხოელებისთვის გაცნობის ან ზოგადად, ექსკურსიაზე მიმავალი ადამიანისთვის უკეთესი გიდობა შეძლოს და ამის აუცილებლობა არსებობდეს, რომ უცხოელები ქართველებთან თანაბრად საქმდებოდნენ. მგონია, რომ ეს აბსოლუტურად ლოგიკურია, ჯანსაღია ასეთი მიდგომა და ასეთ დროს, ბუნებრივია კანონმდებლობა ამ ყველაფერს მხარში უნდა ამოუდგეს, დაიცვას დიახ, რა თქმა უნდა, ამ ქვეყნის მოქალაქეთა შრომითი ინტერესები, რომლებიც გააჩნიათ“, - აღნიშნა მან.

მიხეილ სარჯველაძის განცხადებითვე, კონსულტაციების შედეგად გამოიკვეთა, რომ არის რამდენიმე სექტორი, სადაც ობიექტურად არსებობს ამგვარად დარეგულირების საჭიროება.

„რაც შეეხება დანარჩენ სფეროებს, აქაც მოლოდინი გვაქვს, რომ თვისობრივად უნდა შეიცვალოს მდგომარეობა და ყველა მიმართულებით, სადაც კი საჭიროება ექნება, მათ შორის ინვესტორს, ადგილობრივ მეწარმეს, რომ მაგალითად დასაქმებაზე გადაწყვეტილება მიიღოს უცხოელი თუ საქართველოს მოქალაქე, ბუნებრივია მას ექნება ვალდებულება გარკვეული პრიორიტეტი მიანიჭოს. პირველ რიგში, მოიკითხოს შრომითი რესურსები, რომელიც არსებობს ადგილობრივი კადრების სახით. მას შემდეგ, თუკი აღმოჩნდება, რომ ასეთი შესაძლებლობა არ არსებობს საქართველოში, ასეთ შემთხვევაში ეძებოს გარეთ ადამიანები, ვისაც დაასაქმებენ“, - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1771855604

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი თურქმენეთის მეჯლისის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქმენეთის პარლამენტის - მეჯლისის თავმჯდომარე დუნიაგოზელ გულმანოვას შეხვდა, რომელიც საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს. შეხვედრაზე ხაზი გაესვ...

შალვა პაპუაშვილი

1771855064

ახალი ამბები

ნინო წილოსანი ევრობიუროკრატებზე: როდესაც გარედან ჩარევის ნეგატიურ მხარეებზე მსჯელობენ, თავად უნდა მისცენ ამის საუკეთესო მაგალითი და არ ჩაერიონ ისეთი სუვერენული ქვეყნის პოლიტიკაში, როგორიც საქართველოა

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ნინო წილოსანი „ქრონიკასთან“ უცხოური ინფორმაციით მანიპულირებისა და ჩარევის შესახებ ევროკავშირის სტრატეგიული კომუნიკაციის დოკუმენტს აფასებს, რომელსაც ევროკავშირის საგარეო საქმე...

ნინო წილოსანი

1771853746

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი: აშკარა პროგრესის მიუხედავად, კვლავაც სერიოზული გამოწვევების წინაშე ვრჩებით, საქართველოს ტერიტორიის განუყოფელი ნაწილები - აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი - კვლავ ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ

აშკარა პროგრესის მიუხედავად, კვლავაც სერიოზული გამოწვევების წინაშე ვრჩებით, საქართველოს ტერიტორიის განუყოფელი ნაწილები - აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი - კვლავ ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ, - გ...

მაკა ბოჭორიშვილი

1771853565

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი: რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრიდან ოთხი წელი შესრულდება. საქართველო კვლავ ადასტურებს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევ მხარდაჭერას

„პატივცემულო კოლეგებო, ხვალ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრიდან ოთხი წელი შესრულდება, რამაც უდიდესი ტანჯვა, იძულებითი გადაადგილება და ნგრევა გამოიწვია. საქართველო კვლავ ადასტურებს უკრაინის სუვერენიტეტისა...

მაკა ბოჭორიშვილი

1771852278

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი: ადამიანის უფლებათა პრინციპები სულ უფრო მეტი გამოწვევის წინაშეა არა მხოლოდ კონფლიქტებისა და ოკუპაციის, არამედ ადამიანის უფლებების ვიწრო მიზნებისთვის პოლიტიზების მცდელობის გამო

უსაფრთხოების რთული გამოწვევების მიუხედავად, ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველომ გააძლიერა დემოკრატიული ინსტიტუტები, კანონის უზენაესობა და ფუნდამენტური თავისუფლებები, - განაცხადა საქართველოს საგარე...

მაკა ბოჭორიშვილი