მიხეილ სარჯველაძე: ბინადრობის არმქონე უცხოელის დასაქმება განიხილება როგორც უნებართვო საქმიანობა და შეიძლება, ისჯებოდეს დაწყებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი, დამთავრებული სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობითაც

ბინადრობის არმქონე უცხოელის დასაქმება განიხილება როგორც უნებართვო საქმიანობა და შეიძლება, ისჯებოდეს დაწყებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი პასუხისმგებლობით, დამთავრებული სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობითაც, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ.

მან ისაუბრა ბინადრობის არმქონე უცხოელის დასაქმების შემთხვევაში, როგორ მოხდება ამ დარღვევის გამოვლენა და პროცედურულად როგორ განვითარდება.

მისივე თქმით, მუშაობს სისტემა, რომლითაც მოხდება გამოვლენა და შემდეგ შესაბამისი სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება. მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს ერთ-ერთი გამოწვევაა და ყურადსაღები ფაქტია, რათა ამ ყველაფერს ჩრდილოვანი სახე არ მიეცეს.

„ბუნებრივია, ამისთვის ვართ მზად და შესაბამისად, გავაგრძელებთ, რომ მუდმივად უმჯობესდებოდეს მზადყოფნის დონე. რა თქმა უნდა, ეს სააგენტოსთვის მნიშვნელოვანი მიმართულება იქნება, მაგრამ არა მხოლოდ ჩვენი დასაქმების სააგენტოსთვის, ეს იქნება მთლიანად სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილი და ამას ყურადღებით დააკვირდება იგივე შემოსავლების სამსახური და ნებისმიერი სხვა დაწესებულება, რომელიც ამაში ჩართულია.

რაც შეეხება გამოვლენის შემდგომ - თუ ასეთ ფაქტს ადგილი ექნება, ბუნებრივია, ეს განიხილება როგორც უნებართვო საქმიანობა. რა შედეგები მოჰყვება ამას? - დაწყებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი პასუხისმგებლობით, დამთავრებული სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობითაც, შეიძლება ეს ისჯებოდეს, დამოკიდებულია კონკრეტული სამართალდარღვევის კომპონენტებზე“, - აღნიშნა მინისტრმა.

სარჯველაძის თქმით, მობილიზებული იქნებიან, რომ „რაიმე არ იყოს ისეთი, რამაც შეიძლება მანკიერად პროცესების განვითარება გამოიწვიოს“.

„ამ გადაწყვეტილების მიღმა ჩვენ არ გვჭირდება ჩრდილოვანი დასაქმების შემთხვევები. ამიტომ, ბუნებრივია, ყველანაირი რესურსი იქნება მობილიზებული, რომ არც ერთი ასეთი შემთხვევა არ დარჩეს სამართლებრივი რეაგირების გარეშე. თვითმიზანი არ გახლავთ ვინმეს დასჯა. მთავარი ამოცანაა, რომ ასეთი რამ არ ხდებოდეს. ამის პრევენცია ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია“, - განაცხადა მინისტრმა.

ირაკლი კობახიძის განკარგულებით, პირველი მარტიდან მუდმივი ბინადრობის არმქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს კურიერებად, ტაქსის მძღოლებად და გიდებად მუშაობა აეკრძალებათ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1771855064

ახალი ამბები

ნინო წილოსანი ევრობიუროკრატებზე: როდესაც გარედან ჩარევის ნეგატიურ მხარეებზე მსჯელობენ, თავად უნდა მისცენ ამის საუკეთესო მაგალითი და არ ჩაერიონ ისეთი სუვერენული ქვეყნის პოლიტიკაში, როგორიც საქართველოა

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ნინო წილოსანი „ქრონიკასთან“ უცხოური ინფორმაციით მანიპულირებისა და ჩარევის შესახებ ევროკავშირის სტრატეგიული კომუნიკაციის დოკუმენტს აფასებს, რომელსაც ევროკავშირის საგარეო საქმე...

ნინო წილოსანი

1771853746

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი: აშკარა პროგრესის მიუხედავად, კვლავაც სერიოზული გამოწვევების წინაშე ვრჩებით, საქართველოს ტერიტორიის განუყოფელი ნაწილები - აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი - კვლავ ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ

აშკარა პროგრესის მიუხედავად, კვლავაც სერიოზული გამოწვევების წინაშე ვრჩებით, საქართველოს ტერიტორიის განუყოფელი ნაწილები - აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი - კვლავ ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ, - გ...

მაკა ბოჭორიშვილი

1771853565

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი: რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრიდან ოთხი წელი შესრულდება. საქართველო კვლავ ადასტურებს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევ მხარდაჭერას

„პატივცემულო კოლეგებო, ხვალ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრიდან ოთხი წელი შესრულდება, რამაც უდიდესი ტანჯვა, იძულებითი გადაადგილება და ნგრევა გამოიწვია. საქართველო კვლავ ადასტურებს უკრაინის სუვერენიტეტისა...

მაკა ბოჭორიშვილი

1771852278

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი: ადამიანის უფლებათა პრინციპები სულ უფრო მეტი გამოწვევის წინაშეა არა მხოლოდ კონფლიქტებისა და ოკუპაციის, არამედ ადამიანის უფლებების ვიწრო მიზნებისთვის პოლიტიზების მცდელობის გამო

უსაფრთხოების რთული გამოწვევების მიუხედავად, ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველომ გააძლიერა დემოკრატიული ინსტიტუტები, კანონის უზენაესობა და ფუნდამენტური თავისუფლებები, - განაცხადა საქართველოს საგარე...

მაკა ბოჭორიშვილი

1771852103

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 23 თებერვლის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6751 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6760 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რო...

ვალუტის კურსი