ნიკოლოზ სამხარაძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს შეხვდა

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს საჰიბა გაფაროვას შეხვდა.

მხარეებმა საქართველოსა და აზერბაიჯანის ორმხრივი ურთიერთობები და სტრატეგიული პარტნიორობის საკითხი განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის არსებულ საუკეთესო პოლიტიკურ ურთიერთობებსა და საპარლამენტო დონეზე თანამშრომლობის მუდმივად მზარდ დინამიკაზე.

შეხვედრისას ხაზი გაესვა ერთიანობის მნიშვნელობას უსაფრთხოების გამოწვევებით სავსე საერთაშორისო გარემოში.

საუბრის ერთ-ერთ მთავარ საკითხს საერთაშორისო ორგანიზაციებში საპარლამენტო დელეგაციების თანამშრომლობა და საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების სამმხრივი ფორმატის მნიშვნელობა წარმოადგენდა.

მილი მეჯლისის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე მიმოიხილეს სამხრეთ კავკასიაში არსებული უსაფრთხოების გარემო, სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესის მნიშვნელობა და მისი გავლენა სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ეკონომიკურ განვითარებაზე.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ბაქოში, სადაც საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ყოველწლიური სამმხრივი სხდომა გაიმართება. დელეგაციას კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი შატაკიშვილი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი დავით დოლიძე.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1771858171

საზოგადოება

მიხეილ სარჯველაძე: ბინადრობის არმქონე უცხოელის დასაქმება განიხილება როგორც უნებართვო საქმიანობა და შეიძლება, ისჯებოდეს დაწყებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი, დამთავრებული სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობითაც

ბინადრობის არმქონე უცხოელის დასაქმება განიხილება როგორც უნებართვო საქმიანობა და შეიძლება, ისჯებოდეს დაწყებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი პასუხისმგებლობით, დამთავრებული სისხლის სამართლებრივი პასუხისმ...

მიხეილ სარჯველაძე

1771857729

საზოგადოება

პროკურატურამ ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სამი ყოფილი თანამშრომელი დააკავა

საქართველოს პროკურატურამ ძალადობით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამი ყოფილი თანამშრომელი დააკავა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურაში ჩატარე...

პროკურატურა

1771855604

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი თურქმენეთის მეჯლისის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქმენეთის პარლამენტის - მეჯლისის თავმჯდომარე დუნიაგოზელ გულმანოვას შეხვდა, რომელიც საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს. შეხვედრაზე ხაზი გაესვ...

შალვა პაპუაშვილი

1771855064

ახალი ამბები

ნინო წილოსანი ევრობიუროკრატებზე: როდესაც გარედან ჩარევის ნეგატიურ მხარეებზე მსჯელობენ, თავად უნდა მისცენ ამის საუკეთესო მაგალითი და არ ჩაერიონ ისეთი სუვერენული ქვეყნის პოლიტიკაში, როგორიც საქართველოა

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ნინო წილოსანი „ქრონიკასთან“ უცხოური ინფორმაციით მანიპულირებისა და ჩარევის შესახებ ევროკავშირის სტრატეგიული კომუნიკაციის დოკუმენტს აფასებს, რომელსაც ევროკავშირის საგარეო საქმე...

ნინო წილოსანი

1771853746

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი: აშკარა პროგრესის მიუხედავად, კვლავაც სერიოზული გამოწვევების წინაშე ვრჩებით, საქართველოს ტერიტორიის განუყოფელი ნაწილები - აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი - კვლავ ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ

აშკარა პროგრესის მიუხედავად, კვლავაც სერიოზული გამოწვევების წინაშე ვრჩებით, საქართველოს ტერიტორიის განუყოფელი ნაწილები - აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი - კვლავ ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ, - გ...

მაკა ბოჭორიშვილი