„პარლამენტში ოპოზიციისთვის საბრძოლო თემები ყრია“ - თეა წულუკიანი
„პარლამენტში ოპოზიციისთვის საბრძოლო თემები ყრია. უხეშად ვამბობ, მაგრამ ყრია. გავთქვამ ჩემს თავს და მიფიქრია, მაგალითად, ახლა მე რომ ვიჯდე მეორე მხარეს, რამდენი რამეა სათქმელი. არ იყენებენ [ამ შესაძლებლობას,] ღალატობენ საკუთარ ამომრჩეველს და აქ საუბარი არ არის იმაზე, რომ დაჯდეს მეორე მხარეს ოპოზიცია და ჩემს თვალში ეძებოს ბეწვები, საუბარი არის რეალურ თემებზე“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თეა წულუკიანმა განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციის სწორ და მწვავე ოპონირებას ხელისუფლების მხრიდან შესაბამისი შედეგი ექნება.
„სცადეს კივილ-წივილი და შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან ბევრ შემთხვევაში მათმა არაკომპეტენტურმა წივილ-კივილმაც კი რაღაც შედეგი მოიტანა, იმიტომ, რომ ესეც ოპონირების ფორმაა.
მით უმეტეს, თუ იქნებიან სერიოზული ძალები, რომლებიც დასხდებიან და მუხლობრივად თუ პუნქტობრივად, როგორც მე ვეძახი, საფლავში ჩაგვყვებიან, აქედან მე მჯერა, იმიტომ, რომ ამას ვხედავ, უკეთესი შედეგი დაიდება ხელისუფლების მიერ.
უფრო მეტ ხეზე ცოცვას მე ვერავის ვასწავლი, მაგრამ თუ ჭკუა აქვთ, არსებობს მწვავე განცდა იმისა, რომ მწვავე ოპონირება გვჭირდება“ - აღნიშნა წულუკიანმა.
1738831254
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: 49 „ნაცს“ შეუწყდა მანდატი, დარჩა 12 „სასოწარკვეთილი ნაცი“ პარლამენტში
„პარლამენტში 49 „ნაცს“ შეუწყდა მანდატი, დარჩა 12 სასოწარკვეთილი „ნაცი“, ვნახოთ, რას გააკეთებენ“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, „ეს არის ზუსტად ის, რა...
1738830658
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ყასიმ-ჟომართ თოყაევთან, საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის არსებული მრავალგანზომოლებიანი პარტნიორობის საკითხებზე
ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევთან, საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის არსებული მრავალგანზომოლებიანი პარტნიორობის საკითხებზე, - ამის შესახებ პრემ...
1738828063
მსოფლიოარგენტინა ტრანსგენდერი ბავშვებისთვის ჰორმონალურ თერაპიას კრძალავს
არგენტინაში არასრულწლოვანთა სქესის შეცვლა და ოპერაცია აიკრძალება. შესაბამისი გადაწყვეტილება არგენტინის პრეზიდენტმა ხავიერ მილეიმ მიიღო. აღნიშნულის შესახებ Reuters-ი იტყობინება. არგენტინის პრეზიდენტის...
1738826675
ახალი ამბები14 წლის გოგოს მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ფაქტზე 40 წლის კაცი დააკავეს
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, 14 წლის გოგონას მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ფაქტზე, 40 წლის მამაკაცი დააკავეს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ინტერნეტსივრ...
1738825523
მსოფლიოისრაელი აშშ-ის შემდეგ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოდან გავიდა
ისრაელმა აშშ-ის შემდეგ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა გიდეონ საარმა X-ში დაწერა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს....