2 სექტემბერს პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნება

პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, ხვალ, სექტემბრის პირველ სამშაბათს, საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნება.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, პარლამენტის რეგლამენტით, საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთი თვის განმავლობაში, როგორც წესი, პარლამენტის პლენარული სხდომები არ იმართება.
„ჩვენ სწორედ ამ გრაფიკს მივყვებით - მიმდინარე კვირას პლენარული სხდომები გაიმართება, შემდეგ კი, არჩევნებამდე იქნება პაუზა.
მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით, შეიძლება გაგრძელდეს საკომიტეტო სხდომები. პარლამენტი არჩევნების შემდეგ პლენარულ სხდომებს განაახლებს. რა თქმა უნდა, თუ საჭიროება იქნება, ნებისმიერ მომენტში შეგვიძლია პლენარული სხდომის გამართვა, თუმცა იმისთვის, რომ კოლეგებს წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართულობის შესაძლებლობა ჰქონდეთ, მიმდინარე თვეს პლენარული სხდომები არ გაიმართება“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მიმდინარე კვირას პლენარული სხდომები 2 და 3 სექტემბერს ჩატარდება.
„მიმდინარე სასესიო კვირაში განსახილველი გვექნება დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა, უნდა ავირჩიოთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი და ასევე უნდა ვცნოთ პოლიტიკური გაერთიანების „გახარია საქართველოსთვის“ 12 წევრის უფლებამოსილება, რომლებიც ამ პოლიტიკური გაერთიანების უფლებამოსილება შეწყვეტილი წევრების ნაცვლად პარლამენტის წევრები გახდებიან. პლენარულ სხდომებზე, რა თქმა უნდა, გაიმართება კანონპროექტების განხილვა“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის ბიურომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტს განსახილველად გადასცა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2025 წლის 9 ივლისის №3 წარდგინება „საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად ლევან ნემსაძის კანდიდატურის წარდგენის შესახებ“.
1756738470
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: რადიკალური ოპოზიცია ხავსსაც ვეღარ ეჭიდება, ისეთი ტემპით მიაქანებს ფიასკოს მდინარე ამათ, რომ ვერაფერს ეჭიდებიან
ეს იმის მანიშნებელია, რომ უსუსტეს რადიკალურ ოპოზიციასთან და მათ მხარდამჭერ მედიასაშუალებებთან გვაქვს საქმე, რომელთაც რეალური არგუმენტი არ გააჩნიათ და ასეთი ტყუილებით, ფსკერს ქვემოთ დაშვებით ცდილობენ...
1756733605
ახალი ამბებივალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6940 ლარი გახდა. კურსი, რომე...
1756732248
ახალი ამბებინინო წილოსანი ოპოზიციაზე: დაშლის სერიოზული პროცესი მიმდინარეობს, რასაც მმართველი გუნდის სწორმა პოლიტიკამ და ქართველი ხალხის არჩევანმა შეუწყო ხელი
ნინო წილოსანი ოპოზიციაში არსებულ ქაოსს ეხმაურება. პარლამენტის ვიცე-სპიკერის შეფასებით, ამ პროცესს მმართველი გუნდის სწორმა პოლიტიკამ და ქართველი ხალხის არჩევანმა შეუწყო ხელი. „ოპოზიცია თავის ჩვეულ ამპლ...
1756731081
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: ოპოზიციის მორიგი სპეკულაცია - რა რეგლამენტით იყო მიწვეული ჩინეთში სხვადასხვა ქვეყანა, ეს საზოგადოებამ ძალიან კარგად ნახა, საქართველო და ჩინეთი არიან სტრატეგიული პარტნიორები და ეს ასე გაგრძელდება
„ის ძალიან მკაფიოდ გაწერილი რეგლამენტი, რომელიც საზოგადოებამ ნახა ჩვენს ქვეყანაში, თუ რეალურად, რა რეგლამენტით იყო მიწვეული ჩინეთში სხვადასხვა ქვეყანა, ეს საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის და არაერთი გა...
1756727822
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: უსუსტეს მდგომარეობაში მყოფი რადიკალური ოპოზიციის ბედ-იღბალი არის უუნარობა, პოლიტიკურ ველზე რაიმე წარმატებას მიაღწიონ, ამიტომაც ხდება რღვევის შეუქცევადი პროცესები
ისინი ვერ იყოფენ იმ თანამდებობებს, რომლებიც აღუსრულებელი ოცნებაა. უსუსტეს მდგომარეობაში მყოფი რადიკალური ოპოზიციის ბედ-იღბალი არის უუნარობა, პოლიტიკურ ველზე რაიმე წარმატებას მიაღწიონ, ამიტომაც ხდება რ...