გიორგი გახარია: საპარლამენტო მანდატების არგამოყენება იყო შეცდომა

„გულწრფელად გეუბნებით, რომ ვთვლი, საპარლამენტო მანდატების არგამოყენება იყო შეცდომა“, - ამის შესახებ პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ, „ტვ პირველის“ ეთერში ჩართვისას განაცხადა.
გახარიას თქმით, ამ შეცდომის გამოსწორების პატარა რესურსია დარჩენილი და შეძლებენ თუ ვერა მის გამოყენებას, დამოკიდებულია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ გარემოზე.
„ჩვენ ამ შეცდომის გამოსწორების პატარა რესურსი გვაქვს დარჩენილი. შევძლებთ ამის გამოყენებას თუ ვერ შევძლებთ, ეს პირდაპირ დამოკიდებული იქნება იმ პოლიტიკურ გარემოსთან, რომელიც შეიქმნება ქვეყანაში მუნიციპალური არჩევნების შემდეგ. ხელისუფლების გაუაზრებელმა ქმედებებმა და ოპოზიციის შეცდომებმა, ქვეყანა დააყენა მდგომარეობაში, როდესაც, 4 ოქტომბრის არჩევნები ასე ჩატარდება თუ ისე ჩატარდება, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ, რომ ქვეყანას ბევრად უფრო დიდი გამოწვევები და რისკები აქვს. არჩევნების ჩატარების ხარისხი არ არის მთავარი დეტერმინანტი იმასთან დაკავშირებით, რა მოხდება. არჩევნების შემდეგ რა იქნება - ეს არის“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
1756738470
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: რადიკალური ოპოზიცია ხავსსაც ვეღარ ეჭიდება, ისეთი ტემპით მიაქანებს ფიასკოს მდინარე ამათ, რომ ვერაფერს ეჭიდებიან
ეს იმის მანიშნებელია, რომ უსუსტეს რადიკალურ ოპოზიციასთან და მათ მხარდამჭერ მედიასაშუალებებთან გვაქვს საქმე, რომელთაც რეალური არგუმენტი არ გააჩნიათ და ასეთი ტყუილებით, ფსკერს ქვემოთ დაშვებით ცდილობენ...
1756733605
ახალი ამბებივალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6940 ლარი გახდა. კურსი, რომე...
1756732248
ახალი ამბებინინო წილოსანი ოპოზიციაზე: დაშლის სერიოზული პროცესი მიმდინარეობს, რასაც მმართველი გუნდის სწორმა პოლიტიკამ და ქართველი ხალხის არჩევანმა შეუწყო ხელი
ნინო წილოსანი ოპოზიციაში არსებულ ქაოსს ეხმაურება. პარლამენტის ვიცე-სპიკერის შეფასებით, ამ პროცესს მმართველი გუნდის სწორმა პოლიტიკამ და ქართველი ხალხის არჩევანმა შეუწყო ხელი. „ოპოზიცია თავის ჩვეულ ამპლ...
1756731081
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: ოპოზიციის მორიგი სპეკულაცია - რა რეგლამენტით იყო მიწვეული ჩინეთში სხვადასხვა ქვეყანა, ეს საზოგადოებამ ძალიან კარგად ნახა, საქართველო და ჩინეთი არიან სტრატეგიული პარტნიორები და ეს ასე გაგრძელდება
„ის ძალიან მკაფიოდ გაწერილი რეგლამენტი, რომელიც საზოგადოებამ ნახა ჩვენს ქვეყანაში, თუ რეალურად, რა რეგლამენტით იყო მიწვეული ჩინეთში სხვადასხვა ქვეყანა, ეს საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის და არაერთი გა...
1756727822
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: უსუსტეს მდგომარეობაში მყოფი რადიკალური ოპოზიციის ბედ-იღბალი არის უუნარობა, პოლიტიკურ ველზე რაიმე წარმატებას მიაღწიონ, ამიტომაც ხდება რღვევის შეუქცევადი პროცესები
ისინი ვერ იყოფენ იმ თანამდებობებს, რომლებიც აღუსრულებელი ოცნებაა. უსუსტეს მდგომარეობაში მყოფი რადიკალური ოპოზიციის ბედ-იღბალი არის უუნარობა, პოლიტიკურ ველზე რაიმე წარმატებას მიაღწიონ, ამიტომაც ხდება რ...