კახა კალაძე: წინ გვაქვს არაერთი გამოწვევა, ამისთვის კი საჭიროა საკრებულო დაკომპლექტდეს პროფესიონალი, პატრიოტი და ქალაქზე შეყვარებული ადამიანებით

„წინ გვაქვს არაერთი გამოწვევა, რაც დედაქალაქის წინაშე დგას, ამისთვის კი საჭიროა საკრებულო დაკომპლექტდეს პროფესიონალი, პატრიოტი და ქალაქზე შეყვარებული ადამიანებით”, - ამის შესახებ თბილისის მერმა, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ დედაქალაქის საკრებულოში პროპორციული სიის წარდგენისას განაცხადა.
სიტყვით გამოსვლისას კახა კალაძემ ყურადღება იმ პასუხისმგებლობაზე გაამახვილა, რომელსაც მას თბილისის მერის თანამდებობა აკისრებს.
„თბილისი ხომ მხოლოდ ქალაქი არ არის. იგი საქართველოს ისტორიის, მისი კულტურისა და იდენტობის სახეა - ჩვენი ერის ერთიანობის, გამარჯვებებისა და წინსვლის სიმბოლო. ამდენად, იყო პასუხისმგებელი თბილისის აწმყოსა და მომავალზე, უდიდესი პასუხისმგებლობაა, რასაც ჩემს გუნდთან ერთად, კარგად ვაცნობიერებ. ამასთან, თბილისი არის ქალაქი, რომელსაც ისევე, როგორც ნებისმიერ ქალაქს, სჭირდება განახლება, განვითარება, მეტი რეკრეაციული სივრცე, განვითარებული ინფრასტრუქტურა, კომფორტული საცხოვრებელი გარემო, უძველესი ისტორიის შენარჩუნება, კიდევ უფრო ბევრი სიახლე და თანამედროვე ქალაქად გარდაქმნა. ყველა რეფორმა, რაც ბოლო რვა წლის მანძილზე წამოვიწყეთ, სწორედ ამ მიზანს ემსახურება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა ბოლო რვა წლის განმავლობაში, საკუთარი მერობის პერიოდში განხორციელებულ რეფორმებზეც ისაუბრა.
„შედეგი სახეზეა: გაპარტახებული სკვერები და პარკები იქცა ულამაზეს რეკრეაციულ სივრცეებად, სადაც ყველა თაობის ადამიანს შეუძლია გართობა და დასვენება. განახლდა და მოდერნიზდა თბილისის უძველესი ქუჩები და გამზირები. დავიწყებას მიეცა ამორტიზებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი. გაცოცხლდა ისტორიული უბნები. რეალობად იქცა ასობით თბილისელის ოცნება - მიეღო ქონება, რომელიც კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულ მის მშობლებსა და ბებია-ბაბუებს დაკარგულად მიაჩნდათ. დაწყებულია მშენებლობებით დაზარალებულთა პრობლემების მოგვარება. დღეის მდგომარეობით, დავეხმარეთ 12 ათასამდე ოჯახს და მივეცით შესაძლებლობა, მიიღონ საკუთარი ფართები, რომლებიც ათეულობით წლების წინ შეიძინეს. მიმდინარეობს ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამა, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი უძველესი ქალაქის განახლებისთვის. ჩვენს ახალგაზრდებს აქვთ ბევრად უკეთესი შესაძლებლობა, იცხოვრონ ჯანსაღი ცხოვრების წესით, დაკავდნენ სპორტით, გაერთონ და ივარჯიშონ თანამედროვე სპორტულ მოედნებზე და სკეიტ პარკებში. საპენსიო ასაკის თბილისელებს შეუძლიათ, ისარგებლონ უფასო სპორტული თუ შემოქმედებითი პროგრამებით. აღარაფერს ვამბობ ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების ხელმისაწვდომობაზე, კულტურის, სპორტის, განათლების, მცირე მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით არსებულ სერვისებზე, მაგრამ ჩვენ, რა თქმა ნუნდა, ამაზე არ ვჩერდებით. გვინდა, კიდევ უფრო მეტი გავაკეთოთ ჩვენი ქალაქისთვის, უფრო გავალამაზოთ ჩვენი დედაქალაქი, რათა ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო ქალაქი იყოს საცხოვრებლად“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა მუნიციპალიტეტის მერიის თითოეულ თანამშრომელს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ პროექტების განხორციელებაში დედაქალაქის საკრებულოს როლიც მნიშვნელოვანია.
„თბილისმა დაიბრუნა ის ხიბლი, რაც მას გამოარჩევს - სიცოცხლისუნარიანობა, სილაღე და სიხალისე. ეს კი თბილისის მუნიციპალიტეტის თითოეული თანამშრომლის თავდაუზოგავი შრომისა და პროფესიონალიზმის, ჩვენი გუნდის მიერ შემუშავებული რეფორმების, პროექტებისა და პროგრამების დამსახურებაა. ამაში, რასაკვირველია, დიდია თბილისის საკრებულოს როლი, რომელიც არის ქალაქის განვითარებაზე პასუხისმგებელი მთავარი ორგანო. საკრებულოსთან მჭიდრო თანამშრომლობითა და თბილისელების წინაშე აღებული დიდი პასუხისმგებლობით, შემუშავდა და მიღებულ იქნა ჩვენი ქალაქისთვის უმინიშვნელოვანესი გადაწყვეტილებები. წინ გვაქვს არაერთი გამოწვევა, რაც დედაქალაქის წინაშე დგას, ამისთვის კი საჭიროა საკრებულო დაკომპლექტდეს პროფესიონალი, პატრიოტი და ქალაქზე შეყვარებული ადამიანებით, რომლებიც ჩვენი მოქალაქეების ხმას აქცევენ კონკრეტულ გადაწყვეტილებებად“, - განაცხადა თბილისის მერმა.
1756738470
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: რადიკალური ოპოზიცია ხავსსაც ვეღარ ეჭიდება, ისეთი ტემპით მიაქანებს ფიასკოს მდინარე ამათ, რომ ვერაფერს ეჭიდებიან
ეს იმის მანიშნებელია, რომ უსუსტეს რადიკალურ ოპოზიციასთან და მათ მხარდამჭერ მედიასაშუალებებთან გვაქვს საქმე, რომელთაც რეალური არგუმენტი არ გააჩნიათ და ასეთი ტყუილებით, ფსკერს ქვემოთ დაშვებით ცდილობენ...
1756733605
ახალი ამბებივალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6940 ლარი გახდა. კურსი, რომე...
1756732248
ახალი ამბებინინო წილოსანი ოპოზიციაზე: დაშლის სერიოზული პროცესი მიმდინარეობს, რასაც მმართველი გუნდის სწორმა პოლიტიკამ და ქართველი ხალხის არჩევანმა შეუწყო ხელი
ნინო წილოსანი ოპოზიციაში არსებულ ქაოსს ეხმაურება. პარლამენტის ვიცე-სპიკერის შეფასებით, ამ პროცესს მმართველი გუნდის სწორმა პოლიტიკამ და ქართველი ხალხის არჩევანმა შეუწყო ხელი. „ოპოზიცია თავის ჩვეულ ამპლ...
1756731081
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: ოპოზიციის მორიგი სპეკულაცია - რა რეგლამენტით იყო მიწვეული ჩინეთში სხვადასხვა ქვეყანა, ეს საზოგადოებამ ძალიან კარგად ნახა, საქართველო და ჩინეთი არიან სტრატეგიული პარტნიორები და ეს ასე გაგრძელდება
„ის ძალიან მკაფიოდ გაწერილი რეგლამენტი, რომელიც საზოგადოებამ ნახა ჩვენს ქვეყანაში, თუ რეალურად, რა რეგლამენტით იყო მიწვეული ჩინეთში სხვადასხვა ქვეყანა, ეს საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის და არაერთი გა...
1756727822
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: უსუსტეს მდგომარეობაში მყოფი რადიკალური ოპოზიციის ბედ-იღბალი არის უუნარობა, პოლიტიკურ ველზე რაიმე წარმატებას მიაღწიონ, ამიტომაც ხდება რღვევის შეუქცევადი პროცესები
ისინი ვერ იყოფენ იმ თანამდებობებს, რომლებიც აღუსრულებელი ოცნებაა. უსუსტეს მდგომარეობაში მყოფი რადიკალური ოპოზიციის ბედ-იღბალი არის უუნარობა, პოლიტიკურ ველზე რაიმე წარმატებას მიაღწიონ, ამიტომაც ხდება რ...