ირაკლი კობახიძე: ვინ დაიწყო ომი, წერია ევროსაბჭოს რეზოლუციაში და ტალიავინის დასკვნაში და ეს არის სააკაშვილის რეჟიმი, არც ჰააგას და არც სტრასბურგს არ უმსჯელია ომის დაწყებასთან დაკავშირებით

 „ნაცმოძრაობის“ რეჟიმმა დაიწყო 2008 წლის აგვისტოში ომი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნას ეხებოდა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის ის რეალობა, რომელიც აისახა შესაბამის დოკუმენტში, ამ დოკუმენტს ხელს აწერს პრაქტიკულად ყველა ევროპული ქვეყანა.

„მე პარლამენტის სახელით ვერ ვისაუბრებ. რაც შეეხება ჩემს პოზიციას აგვისტოს ომთან დაკავშირებით, ყველასთვის არის ცნობილი. მე წაკითხული მაქვს ევროსაბჭოს რეზოლუცია, ტალიავინის დასკვნა. ამ ყველაფერს იზიარებდა თავის დროზე სწორედ ის ძალა, რომელიც დღეს აცხადებს, რომ თითქოს მათ არ დაიწყეს ომი. სინამდვილეში, სააკაშვილის რეჟიმმა, „ნაცმოძრაობის“ რეჟიმმა დაიწყო 2008 წლის აგვისტოში ომი. ეს არის ის რეალობა, რომელიც აისახა შესაბამის დოკუმენტში, ამ დოკუმენტს ხელს აწერს პრაქტიკულად ყველა ევროპული ქვეყანა და ამ დოკუმენტს ხელს აწერს ასევე წინა რეჟიმის ხელმძღვანელობა. თვითონვე აქვთ ეს ყველაფერი ნათქვამი“, - განაცხადა პრემიერმა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, არცერთ სასამართლოს, არც ჰააგას და არც სტრასბურგს არ უმსჯელია ომის დაწყებასთან დაკავშირებით.

„ეს სასამართლოები ჩვენ მოვიგეთ და იქ არსად არ წერია,თუ ვინ დაიწყო ომი. ჩვენ დავიცავით ჯარის ინტერესები და იმ სასამარლოებმა დაადგინეს სწორედ ჩვენი ძალისხმევით, რომ ქართულ ჯარს არ ჩაუდენია ომის დანაშაული და ქართულ ჯარს არ დაურღვევია ადამიანის უფლებები. სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო ომი. ომის დაწყებაზე არ უმსჯელია ამ კონკრეტულ სასამართლოებს. არცერთ სასამართლოს, არც ჰააგას და არც სტრასბურგს არ უმსჯელია ომის დაწყებასთან დაკავშირებით. ამიტომ, „ნაცების“ საშველად არ გამოდგება ეს ორი სასამართლო გადაწყვეტილება. სხვა რამე წერია ამ გადაწყვეტილებებში. ის, თუ ვინ დაიწყო ომი, ეს წერია ევროსაბჭოს რეზოლუციაში და ტალიავინის დასკვნაში და ეს არის სააკაშვილის რეჟიმი, რომელმაც დაიწყო 2008 წლის აგვისტოში ომი. დაელოდეთ პარლამენტს და ნახეთ, რას დაწერს პარლამენტი. 2008 წელს გაყალბებით გახდა სააკაშვილი არალეგიტიმური პრეზიდენტი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1756746053

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: 1000-მდე ადამიანი იყო ჩართული ძალადობრივ ქმედებებში და დაკავებულია მხოლოდ 30-მდე ადამიანი - 3 %, ეს ნიშნავს იმას, რომ სამართლებრივი სტანდარტი საქართველოში არის ძალიან მაღალი

 „1000-მდე ადამიანი იყო ჯამში ჩართული ძალადობრივ ქმედებებში და ამ 1000-მდე ადამიანიდან დაკავებული იქნა მხოლოდ 30-მდე ადამიანი, ეს ნიშნავს იმას, რომ სამართლებრივი სტანდარტი არის ძალიან მაღალი“, - ამის...

ირაკლი კობახიძე

1756744081

ახალი ამბები

კახა კალაძე: წინ გვაქვს არაერთი გამოწვევა, ამისთვის კი საჭიროა საკრებულო დაკომპლექტდეს პროფესიონალი, პატრიოტი და ქალაქზე შეყვარებული ადამიანებით

 „წინ გვაქვს არაერთი გამოწვევა, რაც დედაქალაქის წინაშე დგას, ამისთვის კი საჭიროა საკრებულო დაკომპლექტდეს პროფესიონალი, პატრიოტი და ქალაქზე შეყვარებული ადამიანებით”, - ამის შესახებ თბილისის მერმა, პარტ...

კახა კალაძე

1756741948

ახალი ამბები

გიორგი გახარია: საპარლამენტო მანდატების არგამოყენება იყო შეცდომა

 „გულწრფელად გეუბნებით, რომ ვთვლი, საპარლამენტო მანდატების არგამოყენება იყო შეცდომა“, - ამის შესახებ პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ, „ტვ პირველის“ ეთერში ჩართვისას განაცხად...

პოლიტიკოსი

1756741024

ახალი ამბები

2 სექტემბერს პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნება

 პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, ხვალ, სექტემბრის პირველ სამშაბათს, საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნება. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე გ...

პარლამენტი

1756738470

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი: რადიკალური ოპოზიცია ხავსსაც ვეღარ ეჭიდება, ისეთი ტემპით მიაქანებს ფიასკოს მდინარე ამათ, რომ ვერაფერს ეჭიდებიან

 ეს იმის მანიშნებელია, რომ უსუსტეს რადიკალურ ოპოზიციასთან და მათ მხარდამჭერ მედიასაშუალებებთან გვაქვს საქმე, რომელთაც რეალური არგუმენტი არ გააჩნიათ და ასეთი ტყუილებით, ფსკერს ქვემოთ დაშვებით ცდილობენ...

დავით მათიკაშვილი