დავით მათიკაშვილი: რადიკალური ოპოზიცია ხავსსაც ვეღარ ეჭიდება, ისეთი ტემპით მიაქანებს ფიასკოს მდინარე ამათ, რომ ვერაფერს ეჭიდებიან

 ეს იმის მანიშნებელია, რომ უსუსტეს რადიკალურ ოპოზიციასთან და მათ მხარდამჭერ მედიასაშუალებებთან გვაქვს საქმე, რომელთაც რეალური არგუმენტი არ გააჩნიათ და ასეთი ტყუილებით, ფსკერს ქვემოთ დაშვებით ცდილობენ საზოგადოების იმ ნაწილის მოტყუებას, რომელიც ჯერ კიდევ სამწუხაროდ უსმენს ამ ადამიანებს, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა „დღის ქრონიკაში“. ამ კომენტარით უმრავლესობის დეპუტატმა უპასუხა წამყვანის კითხვას, რომელიც ეხებოდა ოპოზიციის კომენტარებს, რომ სტრატეგიული პარტნიორობის მიუხედავად, ჩინეთმა საქართველოს ხელისუფლება შანხაის სამიტზე არ მიიწვია.

მათიკაშვილის განმარტებით, საქართველოს საგარეო პოლიტიკა აღნიშნული სამიტის მიზნებსა და ამოცანებს არ ესადაგება.

„შანხაის პარტნიორობის ეს ფორუმი როგორ შეიძლება იყოს საქართველოსთვის ღია, როდესაც საქართველო არც წევრ ქვეყანას და არც დამკვირვებელს არ წარმოადგენს და მეორე - საქართველოს აქვს აბსოლუტურად ცალსახა ხაზგასმითი პროდასავლური ორიენტაცია საგარეო კუთხით; ევროსტრუქტურებში და ევრაზიულ სტრუქტურებში ინტეგრაციას გულისხმობს კონსტიტუციის პირდაპირი ჩანაწერი და სახელმწიფოს რეალური ქმედებები და ნაბიჯები და ახლა ამ ყველაფრის ფონზე, როგორ უნდა მიეწვიათ საქართველო ამ ფორუმზე? მსგავს ფორუმებზე არ იწვევენ უცხო, მესამე ქვეყნებს, მით უმეტეს რომ საგარეო პოლიტიკაც არ ესადაგება ამ ფორუმის მიზნებს, ამოცანებს.

ეს მტკიცებულებაა იმის, რომ ჩვენი რადიკალური ოპოზიცია ხავსსაც ვეღარ ეჭიდება, ისეთი ტემპით მიაქანებს ფიასკოს მდინარე ამათ, რომ ვერაფერს ვეღარ ეჭიდებიან და დგანან და ამ ტყუილებით ცდილობენ ადამიანების მცირე რაოდენობა გამოკვებონ, რომლებიც ჯერ კიდევ, სამწუხაროდ, არიან იმ ტელევიზიების მსმენელები, სადაც ეს ფრაზები ჟღერდება, ან იმ პოლიტიკოსების მხარდამჭერები, რომლებიც ამ სისულელეებს ამბობენ“, - აცხადებს მათიკაშვილი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1756741024

ახალი ამბები

2 სექტემბერს პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნება

 პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, ხვალ, სექტემბრის პირველ სამშაბათს, საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნება. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე გ...

პარლამენტი

1756733605

ახალი ამბები

ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6940 ლარი გახდა. კურსი, რომე...

 ვალუტის კურსი

1756732248

ახალი ამბები

ნინო წილოსანი ოპოზიციაზე: დაშლის სერიოზული პროცესი მიმდინარეობს, რასაც მმართველი გუნდის სწორმა პოლიტიკამ და ქართველი ხალხის არჩევანმა შეუწყო ხელი

ნინო წილოსანი ოპოზიციაში არსებულ ქაოსს ეხმაურება. პარლამენტის ვიცე-სპიკერის შეფასებით, ამ პროცესს მმართველი გუნდის სწორმა პოლიტიკამ და ქართველი ხალხის არჩევანმა შეუწყო ხელი. „ოპოზიცია თავის ჩვეულ ამპლ...

ნინო წილოსანი

1756731081

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: ოპოზიციის მორიგი სპეკულაცია - რა რეგლამენტით იყო მიწვეული ჩინეთში სხვადასხვა ქვეყანა, ეს საზოგადოებამ ძალიან კარგად ნახა, საქართველო და ჩინეთი არიან სტრატეგიული პარტნიორები და ეს ასე გაგრძელდება

„ის ძალიან მკაფიოდ გაწერილი რეგლამენტი, რომელიც საზოგადოებამ ნახა ჩვენს ქვეყანაში, თუ რეალურად, რა რეგლამენტით იყო მიწვეული ჩინეთში სხვადასხვა ქვეყანა, ეს საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის და არაერთი გა...

ირაკლი კირცხალია

1756727822

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი: უსუსტეს მდგომარეობაში მყოფი რადიკალური ოპოზიციის ბედ-იღბალი არის უუნარობა, პოლიტიკურ ველზე რაიმე წარმატებას მიაღწიონ, ამიტომაც ხდება რღვევის შეუქცევადი პროცესები

ისინი ვერ იყოფენ იმ თანამდებობებს, რომლებიც აღუსრულებელი ოცნებაა. უსუსტეს მდგომარეობაში მყოფი რადიკალური ოპოზიციის ბედ-იღბალი არის უუნარობა, პოლიტიკურ ველზე რაიმე წარმატებას მიაღწიონ, ამიტომაც ხდება რ...

პოლიტიკოსები