პროკურატურამ 1 წლის და 2 თვის შვილიშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, ბებიას ბრალდება წარუდგინა

 საქართველოს პროკურატურამ, 1 წლის და 2 თვის შვილიშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, ბებიას ბრალდება წარუდგინა, - აღნიშნულის შესახებ განცხადებას პროკურატურა ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბებიამ შვილიშვილზე ფიზიკურად იძალადა, რასაც პირდაპირი ეთერით გადასცემდა სოციალურ ქსელ „ტიკ-ტოკში“.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 1 სექტემბერს დააკავეს. დაკავებულ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, ჩადენილი ასაკის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის და უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 1-დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართვას“, - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1756746053

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: 1000-მდე ადამიანი იყო ჩართული ძალადობრივ ქმედებებში და დაკავებულია მხოლოდ 30-მდე ადამიანი - 3 %, ეს ნიშნავს იმას, რომ სამართლებრივი სტანდარტი საქართველოში არის ძალიან მაღალი

 „1000-მდე ადამიანი იყო ჯამში ჩართული ძალადობრივ ქმედებებში და ამ 1000-მდე ადამიანიდან დაკავებული იქნა მხოლოდ 30-მდე ადამიანი, ეს ნიშნავს იმას, რომ სამართლებრივი სტანდარტი არის ძალიან მაღალი“, - ამის...

ირაკლი კობახიძე

1756744081

ახალი ამბები

კახა კალაძე: წინ გვაქვს არაერთი გამოწვევა, ამისთვის კი საჭიროა საკრებულო დაკომპლექტდეს პროფესიონალი, პატრიოტი და ქალაქზე შეყვარებული ადამიანებით

 „წინ გვაქვს არაერთი გამოწვევა, რაც დედაქალაქის წინაშე დგას, ამისთვის კი საჭიროა საკრებულო დაკომპლექტდეს პროფესიონალი, პატრიოტი და ქალაქზე შეყვარებული ადამიანებით”, - ამის შესახებ თბილისის მერმა, პარტ...

კახა კალაძე

1756741948

ახალი ამბები

გიორგი გახარია: საპარლამენტო მანდატების არგამოყენება იყო შეცდომა

 „გულწრფელად გეუბნებით, რომ ვთვლი, საპარლამენტო მანდატების არგამოყენება იყო შეცდომა“, - ამის შესახებ პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ, „ტვ პირველის“ ეთერში ჩართვისას განაცხად...

პოლიტიკოსი

1756741024

ახალი ამბები

2 სექტემბერს პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნება

 პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, ხვალ, სექტემბრის პირველ სამშაბათს, საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნება. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე გ...

პარლამენტი

1756738470

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი: რადიკალური ოპოზიცია ხავსსაც ვეღარ ეჭიდება, ისეთი ტემპით მიაქანებს ფიასკოს მდინარე ამათ, რომ ვერაფერს ეჭიდებიან

 ეს იმის მანიშნებელია, რომ უსუსტეს რადიკალურ ოპოზიციასთან და მათ მხარდამჭერ მედიასაშუალებებთან გვაქვს საქმე, რომელთაც რეალური არგუმენტი არ გააჩნიათ და ასეთი ტყუილებით, ფსკერს ქვემოთ დაშვებით ცდილობენ...

დავით მათიკაშვილი