2012 წლის შემდეგ დეოლიგარქიზაციის ხანგრძლივი გაუმჯობესებით საქართველო ევროპის საუკეთესო სამეულშია

 ევროპის ანტიკორუფციული კვლევების ცენტრმა (ევროპის ანტიკორუფციული და სახელმწიფო აღმშენებლობის კვლევის ცენტრი) ევროპის ქვეყნებში კორუფციის რისკის მიზეზების და ტენდენციების შესახებ ვრცელი ანგარიში გამოაქვეყნა. კვლევა ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ყველა, 41 ქვეყანას მოიცავს და მომზადებულია ევროკავშირის დაკვეთით ევროკომისიის კვლევისა და ინოვაციების პროგრამის ფარგლებში.

ანგარიშში, სხვადასხვა თემასთან ერთად, გაანალიზებულია ევროპის ქვეყნების ოლიგარქიული ტენდენციები. ანგარიშში ყურადღება საქართველოსაც ეთმობა. მკვლევართა შეფასებით, საქართველო რისკფაქტორის მიხედვით ჩამორჩება მაგალითად შვეიცარიას, კვიპროსს, უნგრეთს და ა.შ. ( გვ. 41). მიუხედავად ანგარიშში რისკად აღქმული იმ მოცემულობისა, რომ საქართველოს უმდიდრესი ადამიანი მმართველი პარტიის მხარდამჭერია, რეალური და მრავალფაქტორიანი მონაცემების ანალიზის საფუძველზე კვლევამ დაადგინა, რომ საქართველო დეოლიგარქიზაციის ხანგრძლივი გაუმჯობესებით ევროპის საუკეთესო სამეულშია (გვ.42) (გვ. 89).

ოლიგარქიზაციის და დეოლიგარქიზაციის ხანგრძლივი ტენდენციის შესაფასებლად მკვლევრებმა ევროკავშირის დაფინანსებით 2 ინდიკატორი შეიმუშავეს: ოლიგარქიზაციის ცვლილებების საბაზისო (გვ.42) და კორექტირებული (გვ. 89) მაჩვენებლები.

ოლიგარქიზაციის ტენდენციის საბაზისო ინდიკატორი ასახავს 2012 წლის შემდეგ მომხდარ ცვლილებებს 10-წლიანი გაანგარიშებით და ეძღვნება იმის დადგენას, თუ როგორ შეიცვალა ეროვნულ სიმდიდრის ფორმირებაში საზოგადოების უმდიდრესი 1%-ის წვლილი.

საბაზისო ინდექსის მიხედვით, 2012 წლის შემდეგ დეოლიგარქიზაციის გაუმჯობესებით საქართველო ევროპის საუკეთესო სამეულში მესამე ადგილზეა ირლანდიის და ნიდერლანდების შემდეგ (გვ.42). კვლევის მიხედვით დგინდება, რომ 10-წლიანი გაანგარიშებით საბაზისო მაჩვენებელი ევროპის 41 ქვეყნიდან მხოლოდ 15-ში გაუმჯობესდა, დანარჩენ ქვეყნებში ადგილი აქვს ოლიგარქიზაციის გაღრმავებას. ამასთან, ოლიგარქიზაციის საბაზისო ინდიკატორი გაუარესდა ევროკავშირის წევრ და შენგენის ზონის 20 ქვეყანაში. ეს ქვეყნებია: საფრანგეთი, გერმანია, ფინეთი, შვეიცარია, შვედეთი, ისლანდია, დანია, ავსტრია, ესპანეთი, ესტონეთი, ლატვია, ჩეხეთი, პოლონეთი, მალტა, სლოვაკეთი, ხორვატია, უნგრეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, საბერძნეთი.

მკვლევრებმა საბაზისო ინდექსის გარდა უფრო სიღრმისეული, მრავალფაქტორიანი ანალიზის საფუძველზე ოლიგარქიზაციის ცვლილების კორექტირებული ინდექსიც შეიმუშავეს (გვ. 89). ოლიგარქიზაციის ტენდენციის კორექტირებული ინდექსი აანალიზებს სიმდიდრის უთანაბრობის გაუმჯობესების და გაუარესების ხანგრძლივ ტენდენციებს, რომელიც სპეციალური ფორმულით შეწონილია საზოგადოების ეკონომიკური კეთილდღეობის ცვლილების ტენდენციებთან 2013-2023 წლებში(გვ. 88-89).

შედეგები საქართველოსთვის შთამბეჭდავად გამორჩეული აღმოჩნდა. ირკვევა, რომ ამ კორექტირებული ინდექსის მიხედვით, დეოლიგარქიცაზიის ხანგრძლივი 10-წლიანი გაუმჯობესებით საქართველო მთელს ევროპაში მეორე ადგილზეა ირლანდიის შემდეგ.

აღსანიშნავია, რომ ოლიგარქიზაციის ცვლილების შეწონილი მაჩვენებელი ევროპის 41 ქვეყნიდან 17-ში გაუარესდა.

ევროპის ქვეყნებში კორუფციის რისკის მიზეზების და ტენდენციების შესახებ ვრცელი ანგარიში ევროკავშირის დაკვეთით, ევროკომისიის პროგრამის ფარგლებში, ევროპის ანალიზისა და პოლიტიკის ინსტიტუტის ჩართულობით მომზადდა პროექტის მიერ, რომლის სახელწოდებაა „ანტიკორუფციული პოლიტიკის მტკიცებულებებში, რეგულაციებსა და გავლენას შორის არსებული ხარვეზის შევსება“.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1765137679

საზოგადოება

თენგიზ შარმანაშვილი ალეკო ელისაშვილზე: მე ვერავინ დამაჯერებს, რომ ეს იდეა მის თავში დამოუკიდებლად დაიბადა, რა თქმა უნდა მის უკან იდგნენ ადამიანები, რომელმაც უბიძგეს ამისკენ

 წმინდა სამართლებრივი კუთხით კვალიფიკაცია უტყუარია, ნამდვილად ტერორიზმია, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ...

თენგიზ შარმანაშვილმა.

1765133550

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: ელისაშვილი არის ჩვეულებრივად აგენტი, როგორც რადიკალური ოპოზიციის აბსოლუტური უმრავლესობა

იგი [ელისაშვილი] არის ჩვეულებრივად აგენტი, როგორც რადიკალური ოპოზიციის აბსოლუტური უმრავლესობა, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგი...

ლევან მაჭავარიანი

1765130959

საზოგადოება

მიხეილ ყაველაშვილი ალეკო ელისაშვილის ქმედებაზე: მიდის ზეწოლა ჩვენს სახელმწიფოზე - ეს პროცესები გვაძლიერებს და უფრო და უფრო მომზადებული ხვდება ქვეყანა ასეთ გამოწვევებს

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემაში „იმედის კვირა“ ალეკო ელისაშვილის მხრიდან ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსგავსი ქმედებებით ზეწოლა ხდება სახელმწიფო...

მიხეილ ყაველაშვილი

1765129790

საზოგადოება

მიხეილ ყაველაშვილი BBC-ის ფილმზე: ჩვენ უარი ვთქვით დავალებების შესრულებაზე და ეს არის „დიფ სთეითის“ საპასუხო ნაბიჯები მათ მიერ კონტროლირებადი საშუალებებით

„ისეთ ფონს ქმნიან, რომ დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის მიმართ კიდე უფრო მეტად გაამძაფრონ და ეს ერთადერთი იქიდან გამომდინარეობს, რომ ჩვენ უარი ვთქვით მათი დავალებების შესრულებაზე. ეს არის დაკვეთა - ჩვენ უ...

მიხეილ ყაველაშვილი

1765129736

საზოგადოება

არჩილ გორდულაძე BBC-ის ფილმზე: ფილმის გავრცელების მიზანი იყო, გამოეწვიათ აღშფოთება და შემდეგ ეს ყველაფერი გადაზრდილიყო იმ მოვლენებში, რომელიც 1 წლის წინ ისედაც ვნახეთ

„აღნიშნულ ფილმს [BBC] რაც შეიძლება მეტი ინფორმაციული ქარიშხალი უნდა მოჰყოლოდა“, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ BBC-ის ფილმზ...

არჩილ გორდულაძე