საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობასა და საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობის ბრალდებით უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავეს
საქართველოს სასაზღვრო პოლიციის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობასა და საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობის ბრალდებით უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე - 1989 წელს დაბადებული დ.ა. და 1971 წელს დაბადებული ჰ.ა. დააკავეს, - ინფორმაციას საქართველოს სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.
უწყების ცნობით, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა ჰ.ა. სასაზღვრო გამტარი პუნქტის „სარფის“ ტერიტორიაზე იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი თავისი მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომანქანით საქართველოდან საპასპორტო კონტროლის გვერდის ავლით, ავტომანქანის მისაბმელში დამალვის გზით, ფულადი თანხის სანაცვლოდ თურქეთის რესპუბლიკაში უკანონოდ ცდილობდა გადაეყვანა უცხო ქვეყნის მოქალაქე დ.ა., რომელიც ასევე დაკავებული იქნა ბრალდებულის სახით.
„სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი და სატვირთო ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად, დიდი ოდენობით ფული ნივთმტკიცებად ამოიღეს.
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-344-ე და 19-344-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
1765140224
მსოფლიოკაია კალასი აცხადებს, რომ ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან მუდმივი კრიტიკის მიუხედავად, აშშ ევროპის უდიდეს მოკავშირედ რჩება
საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი აცხადებს, რომ ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან მუდმივი კრიტიკის მიუხედავად, აშშ ევროპის უდიდეს მოკავშირედ რ...
1765137679
საზოგადოებათენგიზ შარმანაშვილი ალეკო ელისაშვილზე: მე ვერავინ დამაჯერებს, რომ ეს იდეა მის თავში დამოუკიდებლად დაიბადა, რა თქმა უნდა მის უკან იდგნენ ადამიანები, რომელმაც უბიძგეს ამისკენ
წმინდა სამართლებრივი კუთხით კვალიფიკაცია უტყუარია, ნამდვილად ტერორიზმია, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ...
1765133550
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: ელისაშვილი არის ჩვეულებრივად აგენტი, როგორც რადიკალური ოპოზიციის აბსოლუტური უმრავლესობა
იგი [ელისაშვილი] არის ჩვეულებრივად აგენტი, როგორც რადიკალური ოპოზიციის აბსოლუტური უმრავლესობა, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგი...
1765130959
საზოგადოებამიხეილ ყაველაშვილი ალეკო ელისაშვილის ქმედებაზე: მიდის ზეწოლა ჩვენს სახელმწიფოზე - ეს პროცესები გვაძლიერებს და უფრო და უფრო მომზადებული ხვდება ქვეყანა ასეთ გამოწვევებს
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემაში „იმედის კვირა“ ალეკო ელისაშვილის მხრიდან ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსგავსი ქმედებებით ზეწოლა ხდება სახელმწიფო...
1765129790
საზოგადოებამიხეილ ყაველაშვილი BBC-ის ფილმზე: ჩვენ უარი ვთქვით დავალებების შესრულებაზე და ეს არის „დიფ სთეითის“ საპასუხო ნაბიჯები მათ მიერ კონტროლირებადი საშუალებებით
„ისეთ ფონს ქმნიან, რომ დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის მიმართ კიდე უფრო მეტად გაამძაფრონ და ეს ერთადერთი იქიდან გამომდინარეობს, რომ ჩვენ უარი ვთქვით მათი დავალებების შესრულებაზე. ეს არის დაკვეთა - ჩვენ უ...



























