ლევან მახაშვილი: აშშ-მა აღიარა, რომ აღარ აპირებს, მსოფლიო პოლიციელის როლში იყოს და სხვა სახელმწიფოებსაც აქვთ პასუხისმგებლობა სხვადასხვა პრობლემაზე, ევროპის 70-წლიანი ზღაპარი სრულდება
„ამერიკა ამბობს, რომ ევროპამ უნდა იფიქროს რაციონალურად, პრაგმატულად და რეალისტურად, არ უნდა იყოს ილუზიებში და არსებულ პრობლემებს თვალი გაუსწოროს“, - ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მახაშვილმა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების 2025 წლის სტრატეგიის დოკუმენტის შეფასებისას აღნიშნა, რომ აშშ-მა აღიარა, რომ აღარ აპირებს, მსოფლიო პოლიციელის როლში იყოს და სხვა სახელმწიფოებსაც აქვთ პასუხისმგებლობა უსაფრთხოების თუ სხვა სახის პრობლემაზე.
„ᲡᲐᲙᲛᲐᲝᲓ ᲛᲜᲘᲨᲕᲜᲔᲚᲝᲕᲐᲜᲘ ᲓᲝᲙᲣᲛᲔᲜᲢᲘᲐ, ᲠᲝᲛᲔᲚᲘᲪ ᲛᲗᲔᲚ ᲛᲡᲝᲤᲚᲘᲝᲨᲘ ᲪᲘᲕᲘ ᲝᲛᲘᲡ ᲨᲔᲛᲓᲔᲒ ᲣᲡᲐᲤᲠᲗᲮᲝᲔᲑᲘᲡ ᲐᲠᲥᲘᲢᲔᲥᲢᲣᲠᲐᲡ ᲐᲠᲡᲔᲑᲘᲗᲐᲓ ᲪᲕᲚᲘᲡ. ᲔᲡ ᲐᲛᲔᲠᲘᲙᲘᲡ ᲡᲐᲑᲝᲚᲝᲝ ᲒᲐᲓᲐᲬᲧᲕᲔᲢᲘᲚᲔᲑᲐ ᲓᲐ ᲐᲦᲘᲐᲠᲔᲑᲐᲐ, ᲠᲝᲛ ᲐᲛᲔᲠᲘᲙᲐ ᲐᲦᲐᲠ ᲐᲞᲘᲠᲔᲑᲡ, ᲛᲡᲝᲤᲚᲘᲝ ᲞᲝᲚᲘᲪᲘᲔᲚᲘᲡ ᲠᲝᲚᲨᲘ ᲘᲧᲝᲡ ᲓᲐ ᲡᲮᲕᲐ ᲡᲐᲮᲔᲚᲛᲬᲘᲤᲝᲔᲑᲡᲐᲪ ᲐᲥᲕᲗ ᲞᲐᲡᲣᲮᲘᲡᲛᲒᲔᲑᲚᲝᲑᲐ ᲣᲡᲐᲤᲠᲗᲮᲝᲔᲑᲘᲡ ᲗᲣ ᲡᲮᲕᲐ ᲡᲐᲮᲘᲡ ᲞᲠᲝᲑᲚᲔᲛᲐᲖᲔ. ᲔᲡ ᲔᲕᲠᲝᲞᲘᲡᲗᲕᲘᲡᲐᲪ ᲛᲜᲘᲨᲕᲜᲔᲚᲝᲕᲐᲜᲘ ᲓᲝᲙᲣᲛᲔᲜᲢᲘᲐ. ᲤᲐᲥᲢᲝᲑᲠᲘᲕᲐᲓ, ᲐᲛᲘᲗ ᲔᲕᲠᲝᲞᲘᲡ 70-ᲬᲚᲘᲐᲜᲘ ᲖᲦᲐᲞᲐᲠᲘ ᲡᲠᲣᲚᲓᲔᲑᲐ, ᲡᲐᲓᲐᲪ ᲛᲘᲡ ᲓᲘᲓ ᲫᲛᲐᲡ ᲨᲔᲔᲫᲚᲝ, ᲔᲕᲠᲝᲞᲘᲡᲗᲕᲘᲡ ᲣᲡᲐᲤᲠᲗᲮᲝᲔᲑᲐ ᲡᲠᲣᲚᲐᲓ ᲣᲖᲠᲣᲜᲕᲔᲚᲧᲝ ᲓᲐ ᲔᲕᲠᲝᲞᲔᲚᲔᲑᲡ ᲔᲠᲗᲐᲓᲔᲠᲗᲘ ᲡᲐᲖᲠᲣᲜᲐᲕᲘ, ᲠᲐᲪ ᲨᲔᲘᲫᲚᲔᲑᲝᲓᲐ ᲰᲥᲝᲜᲝᲓᲐᲗ, ᲔᲙᲝᲜᲝᲛᲘᲙᲣᲠᲘ ᲙᲔᲗᲘᲚᲓᲦᲔᲝᲑᲘᲡ ᲖᲠᲓᲐ ᲘᲧᲝ. ᲠᲝᲒᲝᲠᲪ ᲩᲐᲜᲡ, ᲓᲦᲔᲡ ᲔᲡ ᲞᲔᲠᲘᲝᲓᲘ ᲓᲐᲡᲐᲡᲠᲣᲚᲡ ᲣᲐᲮᲚᲝᲕᲓᲔᲑᲐ ᲓᲐ ᲗᲣ ᲕᲘᲜᲛᲔᲛ ᲔᲕᲠᲝᲞᲐᲨᲘ ᲣᲡᲐᲤᲠᲗᲮᲝᲔᲑᲐ ᲣᲜᲓᲐ ᲣᲖᲠᲣᲜᲕᲔᲚᲧᲝᲡ, ᲗᲐᲕᲐᲓ ᲔᲕᲠᲝᲞᲣᲚᲘ ᲡᲐᲮᲔᲚᲛᲬᲘᲤᲝᲔᲑᲘ ᲐᲠᲘᲐᲜ ᲓᲐ ᲐᲠᲐᲕᲘᲜ ᲡᲮᲕᲐ.
ამიტომ ეს დოკუმენტი ჩვენც ყურადღებით უნდა შევისწავლოთ, რადგან აქ ბევრი ისეთი აქცენტია, რასაც საქართველოზე გავლენა ექნება. ეს დოკუმენტი აღიარებს, რომ ევროკავშირის ბევრი სახელმწიფოს ხელისუფლება წინააღმდეგობაში მიდის იმ რაციონალური ინტერესების მიმართ, რაც შეიძლება, ამ ქვეყნებს ჰქონდეთ. მაგალითად, ომი არ არის ევროკავშირის არც უსაფრთხოების და არც ეკონომიკურ ინტერესებში, მაგრამ მაინც ვხედავთ, ომის რიტორიკას როგორ აგრძელებს ზოგიერთი ქვეყანა. ამერიკაც იმას ამბობს, რომ ევროპამ უნდა იფიქროს რაციონალურად, პრაგმატულად და რეალისტურად, არ უნდა იყოს ილუზიებში და არსებულ პრობლემებს თვალი უნდა გაუსწოროს. ჩვენც სწორედ იმას ვამბობთ, რომ ბრიუსელის პოლიტიკა სრულ წინააღმდეგობაში მოდის ევროპისა და მშვიდობის ინტერესებთან. ამ მხრივ ჩვენ თანხვედრა გვაქვს ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან“, - განაცხადა მახაშვილმა.
1765140224
მსოფლიოკაია კალასი აცხადებს, რომ ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან მუდმივი კრიტიკის მიუხედავად, აშშ ევროპის უდიდეს მოკავშირედ რჩება
საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი აცხადებს, რომ ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან მუდმივი კრიტიკის მიუხედავად, აშშ ევროპის უდიდეს მოკავშირედ რ...
1765137679
საზოგადოებათენგიზ შარმანაშვილი ალეკო ელისაშვილზე: მე ვერავინ დამაჯერებს, რომ ეს იდეა მის თავში დამოუკიდებლად დაიბადა, რა თქმა უნდა მის უკან იდგნენ ადამიანები, რომელმაც უბიძგეს ამისკენ
წმინდა სამართლებრივი კუთხით კვალიფიკაცია უტყუარია, ნამდვილად ტერორიზმია, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ...
1765133550
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: ელისაშვილი არის ჩვეულებრივად აგენტი, როგორც რადიკალური ოპოზიციის აბსოლუტური უმრავლესობა
იგი [ელისაშვილი] არის ჩვეულებრივად აგენტი, როგორც რადიკალური ოპოზიციის აბსოლუტური უმრავლესობა, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგი...
1765130959
საზოგადოებამიხეილ ყაველაშვილი ალეკო ელისაშვილის ქმედებაზე: მიდის ზეწოლა ჩვენს სახელმწიფოზე - ეს პროცესები გვაძლიერებს და უფრო და უფრო მომზადებული ხვდება ქვეყანა ასეთ გამოწვევებს
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემაში „იმედის კვირა“ ალეკო ელისაშვილის მხრიდან ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსგავსი ქმედებებით ზეწოლა ხდება სახელმწიფო...
1765129790
საზოგადოებამიხეილ ყაველაშვილი BBC-ის ფილმზე: ჩვენ უარი ვთქვით დავალებების შესრულებაზე და ეს არის „დიფ სთეითის“ საპასუხო ნაბიჯები მათ მიერ კონტროლირებადი საშუალებებით
„ისეთ ფონს ქმნიან, რომ დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის მიმართ კიდე უფრო მეტად გაამძაფრონ და ეს ერთადერთი იქიდან გამომდინარეობს, რომ ჩვენ უარი ვთქვით მათი დავალებების შესრულებაზე. ეს არის დაკვეთა - ჩვენ უ...



























