„2025 წელი ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიმართულებით წარმატებული იყო“ - ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსი
„2025 წელი ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიმართულებით წარმატებული იყო“, - ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა თამთა ყველაიძემ განაცხადა.
„ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიმართულებით, მიმდინარე წელი ძალიან წარმატებული იყო. განსაკუთრებით აღსანიშნავია აზიის მიმართულება, მათ შორის, ჩინეთი, სადაც საკმაოდ გაიზარდა ქართული ღვინის ექსპორტი. კოვიდ პანდემიის შემდეგ, ამ ქვეყანაში საკმაოდ კლება იყო და წელს პირველად, უკვე დაფიქსირდა ქართული ღვინის მოხმარების ზრდა“, - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა.
რაც შეეხება მომავალი წლის გეგმებს, თამთა ყველაიძის განცხადებით, ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე კიდევ უფრო მასშტაბური და აქტიური გახდება ქართული ღვინის პოპულარიზაციისკენ მიმართული აქტიობები.
„ვაგრძელებთ პოლონეთში აქტიურ მუშაობას, სადაც ჩვენი მთავარი მიზანია პრემიუმ სეგმენტზე შესვლა და დამკვიდრება. ასევე აქტიურად ვმუშაობთ გერმანიის ბაზარზე, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური საექსპორტო ბაზარია. გერმანელი მომხმარებელი საკმაოდ გახსნილია და აქვს მიმღებლობა ახალი პროდუქტისადმი.
გერმანიაში ვაწარმოებთ მომხმარებელზე ორიენტირებულ გაყიდვების ზრდის კამპანიას, რაც გულისხმობს ღვინის ქსელურ მაღაზიებში „ქართული ღვინის თაროების“ გაჩენას, რაც მომავალ წელს უფრო გააქტიურდება და მასშტაბური იქნება. აქტიურად ვმუშაობთ დიდ ბრიტანეთში, ასევე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვან აშშ-ს ბაზარზე, სადაც წელს შევცვალეთ სტრატეგია და ვოროიენტირდით მომხმარებელზე, რადგან აშშ-ში ღვინის პროფესიონალებს უკვე საკმაო ცოდნა დაუგროვდათ ქართულ ღვინოზე.
აშშ-ში ჩვენ მივიღეთ მონაწილეობა მომხმარებელზე ორიენტირებულ მრავალ ადგილობრივ ფესტივალზე, სადაც წარვდექით ქართული სტენდით. აშშ-ში გავაგრძელებთ ამ მიმართულებას. ჩვენი მიზანია, რომ მომხმარებლებსა და პროფესიონალებს, უფრო ხშირად ესმოდეთ ქართული ღვინის შესახებ როგორც მედიაში, ისე ფესტივალებსა და გამოფენებზე“, - აღნიშნა თამთა ყველაიძემ.
ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის გაზრდისა და ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, 2025 განვლილ პერიოდში, ქართული ღვინო 36 გამოფენა-ფესტივალსა და 300-მდე დეგუსტაცია-სემინარზე აშშ-ში, ევროპისა და აზიის, ჯამში, 20-მდე ქვეყანაში იყო წარდგენილი.
„ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინოპროდუქციის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში საქართველოში გაიმართა 37 გამოფენა-ფესტივალი. უცხოელი ღვინის პროფესიონალებისა და მედიისთვის საქართველოში 18 ღვინის ტური გაიმართა. აღნიშნული აქტივობები ხორციელდება „ქართული ღვინის პოპულარიზაციის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში, რომელიც მიმდინარე წელს 17,4 მილიონი ლარით განისაზღვრა.
1764236011
ახალი ამბებიპროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურ...
1764234709
სპორტიძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ რუსეთს შეჯიბრებებში ეროვნული დროშითა და ჰიმნით მონაწილეობის უფლება მისცა
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF) რუსი სპორტსმენების უფლებების სრულად აღდგენის შესახებ განაცხადა, რითაც მათ საერთაშორისო შეჯიბრებებზე ეროვნული დროშის, ჰიმნისა და სიმბოლიკის ქვეშ ასპარეზობის ნება და...
1764231544
ახალი ამბებიპრემიერ-მინისტრი საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს ელჩს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს ახლად დანიშნულ ელჩს, ვალიდ აბუ ჰაიას შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე...
1764230445
საზოგადოებამარიამ ქვრივიშვილი: ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის (TEN-T) გაფართოება მოიცავს საქართველოს საკვანძო სარკინიგზო, საპორტო და ლოგისტიკურ პროექტებს, რომლებიც ევროკავშირის სატრანსპორტო ქსელთან ურთიერთთავსებადია
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნისა და დაკავშირებადობის ინვესტორთა მეორე ფორუმში მიიღო მონაწილეობა, რომელიც უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკე...
1764229703
ახალი ამბებივახუშტის ხიდიდან გიორგი სააკაძის მოედნის მიმართულებით საზოგადოებრივი ტრანსპორტის ზოლი მოეწყობა
ქვეითთა უსაფრთხო გადაადგილების, საავტომობილო მოძრაობის მოწესრიგებისა და განტვირთვის მიზნით, დედაქალაქში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება. როგორც დედაქალაქის მერმა თბილისის მუნიციპალიტეტის მთავ...





























