ლაშხი „იგლ ჰილსის“ ინვესტიციაზე: როდესაც მსგავსი ტიპის პროექტს აკრიტიკებ, პირველ რიგში, ხარ ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მომართული
„როდესაც მსგავსი ტიპის პროექტს აკრიტიკებ, ხარ ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მომართული“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატმა მარიამ ლაშხმა „იგლ ჰილსის“ ინვესტიციაზე საუბრისას განაცხადა.
დეპუტატის თქმით, მსგავსი ტიპის ტყუილი განცხადებებით ოპოზიცია იმედოვნებს, რომ ხალხში ემოციებს გააღვიძებს.
„ამ ინვესტიციასთან დაკავშირებით სპეკულაციები არის მავნებლობა, მით უმეტეს, როდესაც ეს წამოსულია ისეთი პარტიების მხრიდან, რომელთა დამფუძნებლებიც არიან ბიზნესმენები. პირველ რიგში, მათ უნდა იცოდნენ და ჰქონდეთ ინფორმაცია თუნდაც კომერციულ საიდუმლოებასთან დაკავშირებით, რომ ეს არის ჩვეული საერთაშორისო პრაქტიკა და არაერთი ხელშეკრულება აქვს საქართველოსაც დადებული, რომელსაც აქვს საიდუმლოების კომპონენტი.
ისინი აპელირებდნენ, რომ მაგალითად, მოხდება არაბიზაცია, მიწის გასხვისება, მეჩეთების მშენებლობა და ასეთი სისულელეები. მსგავსი ტიპის ტყუილი განცხადებებით ჰგონიათ, რომ ხალხს გაუღვიძებენ ემოციებს. დღეს ისინი განიკითხავენ იმ ხელშეკრულებას, სადაც სახელმწიფოს წილი არის 33%, სადაც მიწის საკუთრება არის სახელმწიფო, იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფოს აქვს მიგრაციული პოლიტიკა კიდევ უფრო მეტად გამკაცრებული და არავითარი არაბიზაცია და მსგავსი ტიპის სპეკულაციებს არ მოიცავს.
სახელმწიფოში შეიქმნება 24 000 სამუშაო ძალა პროექტის განხორციელებაში და, სულ მცირე, 8 000 მუდმივი სამუშაო ძალა. შესაბამისად, როდესაც მსგავსი ტიპის პროექტს აკრიტიკებ, პირველ რიგში, ხარ ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მომართული“, - აღნიშნავს ლაშხი.
1764236011
ახალი ამბებიპროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურ...
1764234709
სპორტიძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ რუსეთს შეჯიბრებებში ეროვნული დროშითა და ჰიმნით მონაწილეობის უფლება მისცა
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF) რუსი სპორტსმენების უფლებების სრულად აღდგენის შესახებ განაცხადა, რითაც მათ საერთაშორისო შეჯიბრებებზე ეროვნული დროშის, ჰიმნისა და სიმბოლიკის ქვეშ ასპარეზობის ნება და...
1764231544
ახალი ამბებიპრემიერ-მინისტრი საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს ელჩს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს ახლად დანიშნულ ელჩს, ვალიდ აბუ ჰაიას შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე...
1764230445
საზოგადოებამარიამ ქვრივიშვილი: ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის (TEN-T) გაფართოება მოიცავს საქართველოს საკვანძო სარკინიგზო, საპორტო და ლოგისტიკურ პროექტებს, რომლებიც ევროკავშირის სატრანსპორტო ქსელთან ურთიერთთავსებადია
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნისა და დაკავშირებადობის ინვესტორთა მეორე ფორუმში მიიღო მონაწილეობა, რომელიც უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკე...
1764229703
ახალი ამბებივახუშტის ხიდიდან გიორგი სააკაძის მოედნის მიმართულებით საზოგადოებრივი ტრანსპორტის ზოლი მოეწყობა
ქვეითთა უსაფრთხო გადაადგილების, საავტომობილო მოძრაობის მოწესრიგებისა და განტვირთვის მიზნით, დედაქალაქში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება. როგორც დედაქალაქის მერმა თბილისის მუნიციპალიტეტის მთავ...





























