ნინო წილოსანი გამჭვირვალობის კანონის გამკაცრებაზე: გამჭვირვალობა მთავარი მოტივაციაა, რითაც ევროკავშირის კანონმდებლები იღებენ ამ გადაწყვეტილებას. თუმცა, გვახსენდება იგივე პოლიტიკოსები, როგორ გვაკრიტიკებდნენ გამჭვირვალობისთვის

[ევროკავშირის გამჭვირვალობის კანონზე] გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ ჩვენი გადაწყვეტილება იყო სწორი და ბოლომდე უნდა დავიცვათ ის, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა ევროკავშირის მიერ მიღებული ახალი დირექტივის კომენტირებისას.

„გამჭვირვალობა არის მთავარი მოტივაცია, რითაც ევროკავშირის კანონმდებლები და პოლიტიკოსები იღებენ ამ გადაწყვეტილებას. თუმცა, ჩვენ გაგვახსენდება იგივე პოლიტიკოსები, თუ როგორ გვაკრიტიკებდნენ ამ გამჭვირვალობისთვის. კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ყველა კარგი პრინციპი მხოლოდ თავისთვის უნდათ. ამ პირობებში, როდესაც მარტა კოსი საუბრობს, რომ კანონის გვერდის ავლით უნდა დააფინანსოს საქართველოში „ენჯეოები“, ხოლო საკუთარ შემთხვევაზე ისინი მკაცრად დასჯიან და გაუუქმებენ რეგისტრაციას ყველა იმ ორგანიზაციას, რომელიც ამ საჯაროობისა და გამჭვირვალობის გარეშე სხვა ქვეყნის თანხებს ამუშავებს იმ კონკრეტულ ქვეყანაში, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ ჩვენი გადაწყვეტილება იყო სწორი და ბოლომდე უნდა დავიცვათ ის“, - აღნიშნა წილოსანმა.

ევროკავშირმა გამჭვირვალობის კანონი გაამკაცრა - ახალი დირექტივა ისეთ საქმიანობებზე ვრცელდება, რომლებიც ევროკავშირის პოლიტიკის, კანონმდებლობის ან გადაწყვეტილების მიღების პროცესზე გავლენის მოხდენას ისახავს მიზნად.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1764238528

ახალი ამბები

„2025 წელი ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიმართულებით წარმატებული იყო“ - ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსი

„2025 წელი ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიმართულებით წარმატებული იყო“, - ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა თამთა ყველაიძემ განაცხადა. „ქართული ღვინის პოპულარიზა...

ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსი

1764237835

სპორტი

„უოტფორდის“ მწვრთნელი - ჩაკვეტაძე უმაღლესი კლასის მოთამაშეა და მისი დაბრუნება ძალიან მიხარია

„პრესტონთან“ მოპოვებული ქულით (1:1) უკმაყოფილო ვარ, მაგრამ ამ დღეს ერთი კარგი ამბავი მაინც მოხდა, გიორგი ჩაკვეტაძე მოედანზე დაბრუნდა – ამის შესახებ „უოტფორდის“ მთავარმა მწვრთნელმა ხავი გრასიამ sky spo...

 გიორგი ჩაკვეტაძე

1764236011

ახალი ამბები

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურ...

პროკურატურა

1764234709

სპორტი

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ რუსეთს შეჯიბრებებში ეროვნული დროშითა და ჰიმნით მონაწილეობის უფლება მისცა

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF) რუსი სპორტსმენების უფლებების სრულად აღდგენის შესახებ განაცხადა, რითაც მათ საერთაშორისო შეჯიბრებებზე ეროვნული დროშის, ჰიმნისა და სიმბოლიკის ქვეშ ასპარეზობის ნება და...

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია

1764231544

ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრი საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს ელჩს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს ახლად დანიშნულ ელჩს, ვალიდ აბუ ჰაიას შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე...

პრემიერ-მინისტრი საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს ელჩს შეხვდა