ნინო წილოსანი: შეიძლება, ითქვას, რომ თაზო დათუნაშვილი არის სასარგებლო იდიოტი „ლელოს“ პირობებში, განსხვავებით მისი ლიდერებისგან, ვინც გააზრებულად ებრძვიან„იგლ ჰილსის“ პროექტს
შეიძლება, ითქვას, რომ თაზო დათუნაშვილი არის სასარგებლო იდიოტი „ლელოს“ პირობებში, განსხვავებით მისი ლიდერებისგან, ვინც გააზრებულად ებრძვიან „იგლ ჰილსის“ პროექტს, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერი ნინო წილოსანი „ლელოს“ წევრის, თაზო დათუნაშვილის განცხადებას „იგლ ჰილსის“ პროექტის შესახებ, რომ „არავითარი ექვსმილიარდიანი ინვესტიცია არ არსებობს“.
წილოსანი აღნიშნავს, რომ ამ პარტიის სხვა წევრები აბსურდულ ნარატივს ჰყვებიან და პროექტთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებენ.
„მათი სხვა წევრების შემთხვევაში ისინი ჰყვებიან იმ აბსურდულ ნარატივს და ავრცელებენ იმ დეზინფორმაციას, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს ამ უმსხვილეს ინვესტიციასთან.
მათ შორის, პრემიერ-მინისტრის ინტერპელაციამ კიდევ ერთხელ გაასაჯაროვა კიდევ უფრო მეტი დეტალი, რომელიც აქამდე შეიძლება, ცნობილი არ იყო. ფაქტია, რომ „იგლ ჰილსის“ პროექტი არის ძალიან კარგად აწყობილი როგორც ფინანსურად, ასევე გარანტირებულია საქართველოს სახელმწიფოს ინტერესები იმ კუთხითაც, რომ უსაფრთხოების სხვადასხვა კომპონენტი დაცული იქნება. ამაზე თავად პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა.
თუმცა, ვისაც აქვს ამის სურვილი, შეუძლია, დაეყრდნოს თაზო დათუნაშვილს, მაგრამ ვიცით, რომ ამ ქვეყნის უმრავლესობა ეყრდნობა ირაკლი კობახიძეს“, - განაცხადა ვიცე სპიკერმა.
1764238528
ახალი ამბები„2025 წელი ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიმართულებით წარმატებული იყო“ - ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსი
„2025 წელი ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიმართულებით წარმატებული იყო“, - ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა თამთა ყველაიძემ განაცხადა. „ქართული ღვინის პოპულარიზა...
1764237835
სპორტი„უოტფორდის“ მწვრთნელი - ჩაკვეტაძე უმაღლესი კლასის მოთამაშეა და მისი დაბრუნება ძალიან მიხარია
„პრესტონთან“ მოპოვებული ქულით (1:1) უკმაყოფილო ვარ, მაგრამ ამ დღეს ერთი კარგი ამბავი მაინც მოხდა, გიორგი ჩაკვეტაძე მოედანზე დაბრუნდა – ამის შესახებ „უოტფორდის“ მთავარმა მწვრთნელმა ხავი გრასიამ sky spo...
1764236011
ახალი ამბებიპროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურ...
1764234709
სპორტიძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ რუსეთს შეჯიბრებებში ეროვნული დროშითა და ჰიმნით მონაწილეობის უფლება მისცა
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF) რუსი სპორტსმენების უფლებების სრულად აღდგენის შესახებ განაცხადა, რითაც მათ საერთაშორისო შეჯიბრებებზე ეროვნული დროშის, ჰიმნისა და სიმბოლიკის ქვეშ ასპარეზობის ნება და...
1764231544
ახალი ამბებიპრემიერ-მინისტრი საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს ელჩს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს ახლად დანიშნულ ელჩს, ვალიდ აბუ ჰაიას შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე...




























