2026 წლის იანვრიდან მარტის ჩათვლით: აღსრულების ეროვნულ ბიუროში მხარეებს შორის მორიგებით და განწილვადებით 6 000-ზე მეტი საქმე დასრულდა

2026 წლის იანვრიდან მარტის ჩათვლით: აღსრულების ეროვნულ ბიუროში მხარეებს შორის მორიგებით და განწილვადებით 6 000-ზე მეტი საქმე დასრულდა. ინფორმაციას აღსრულების ეროვნული ბიურო ავრცელებს.

მათივე ცნობით, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის საქმეებიდან მხარეთა შეთანხმებით და ნებაყოფლობით დასრულდა 163 საქმე და, შესაბამისად, იძულებითი გამოსახლება არ განხორციელდა.

🔹მორიგების შედეგად შეწყდა 43 აუქციონი და არ მოხდა ქონების რეალიზაცია

🔹5 313 მოქალაქისთვის სახელმწიფო ბაჟის, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებულ ჯარიმებზე განწილვადების მექანიზმი იქნა გამოყენებული

🔹აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმოებაში არსებული 9 025 ერთეული ალიმენტიდან დარეგულირდა 3 954 საქმე

სააღსრულებო წარმოების მორიგებით დამთავრება აღსრულების ეროვნული ბიუროს პრიორიტეტია. პროცესში აქტიურად არიან ჩართული მხარეთა ინტერესების დაცვის მენეჯერები და სოციალური მუშაკები.

მათი უმთავრესი ფუნქციაა, აღსრულების პროცესის მონაწილე მხარეებთან თანამშრომლობა და შეხვედრების ორგანიზება შეთანხმების მისაღწევად, ასევე, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებასთან შუამდგომლობა დახმარების მიღების მიზნით. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1777358517

ახალი ამბები

კვარაცხელიას „პსჟ“ დღეს „ბაიერნს“ დაუპირისპირდება

ჩემპიონთა ლიგაზე დღეს ნახევარფინალების ეტაპი იწყება. პირველ შეხვედრაში ერთმანეთს ტურნირის მოქმედი ჩემპიონი - ხვიჩა კვარაცხელიას „პსჟ“ მიუნხენის „ბაიერნს“ დაუპირისპირდება. თამაში პარიზში, თბილისის დროი...

ხვიჩა კვარაცხელია

1777356776

ახალი ამბები

ვოლსკი ჰერჩინსკიზე: ეს არის პირდაპირი მუქარა, შეზავებული თბილი სიტყვებით

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის გია ვოლსკის განცხადებით, ჰერჩინსკის განცხადება „თბილი სიტყვებით შეზავებული მუქარაა“. „ორმაგი სტანდარტი ვლინდება ძალიან ცუდი ფორმით. ჰერჩინსკი პირ...

გიორგი ვოლსკი

1777355809

ახალი ამბები

ნინო წილოსანი გვარამიას განცხადებაზე: ანტიქართული ძალები უცხო ძალებთან კოორდინაციით იწონებენ თავს

ნიკა გვარამიას განცხადებას, რომ ბრიტანეთის ელჩთან შეხვედრაზე ხელისუფლების სანქცირების თემა განიხილეს, პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი გამოეხმაურა. მისი თქმით, ანტიქართული ძალები საკუთარ „სიძლიე...

ნინო წილოსანი

1777354916

ახალი ამბები

მარნეულის მუნიციპალიტეტში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინეს

მარნეულის მუნიციპალიტეტში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინეს. მოქალაქეებმა მდინარე ხრამზე ელექტროიარაღის გამოყენებით უკანონოდ მოიპოვეს 11 კილოგრამი ხრამულის სახეობის თევზი. ელექტროიარაღით თევზჭერა სისხლი...

მარნეულის მუნიციპალიტეტში

1777354574

ახალი ამბები

ვოლსკი: კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ სანქციების თემასაც განიხილავს და რევოლუციის ხელშეწყობის თემასაც, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბრიტანეთის ელჩმა ამას უნდა უსმინოს

კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ნებისმიერი წარმომადგენელი სანქციების თემასაც განიხილავს და უფრო მეტსაც ალბათ - რევოლუციის ხელშეწყობის თემას. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბრიტანეთის ელჩმა ამას უნდა უსმინოს, - გან...

გია ვოლსკი