„ყოფილი მეუღლის სახლში უნებართვოდ შეაღწია და არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით მასზე ფიზიკურად იძალადა“ - დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახმეტის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის, ადევნებისა და ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევის ბრალდებით 1994 წელს დაბადებული გ.ხ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ახმეტის მუნიციპალიტეტში, ყოფილი მეუღლის -1996 წელს დაბადებულ ქ.რ.-ს საცხოვრებელ სახლში უნებართვოდ შეაღწია და არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით მასზე ფიზიკურად იძალადა, ასევე, დადგინდა, რომ ბრალდებული სისტემატურად უთვალთვალებდა ქ.რ.-ს.

პოლიციამ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გ.ხ. ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა, 11 პრიმა 151-ე პრიმა და 160-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1777358764

ახალი ამბები

შს მინისტრმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორთან ლევან მაისურაძესთან და ამავე დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შინაგან საქმეთა მინ...

შს მინისტრმა

1777358691

ახალი ამბები

შს მინისტრმა პოლიციის დეპარტამენტების დირექტორებთან სამუშაო თათბირი გამართა

შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი, პირველ მოადგილე რონი მესხთან ერთად, პოლიციის დეპარტამენტების დირექტორებს შეხვდა. ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა მინისტრმა თანამ...

შს მინისტრი

1777358517

ახალი ამბები

კვარაცხელიას „პსჟ“ დღეს „ბაიერნს“ დაუპირისპირდება

ჩემპიონთა ლიგაზე დღეს ნახევარფინალების ეტაპი იწყება. პირველ შეხვედრაში ერთმანეთს ტურნირის მოქმედი ჩემპიონი - ხვიჩა კვარაცხელიას „პსჟ“ მიუნხენის „ბაიერნს“ დაუპირისპირდება. თამაში პარიზში, თბილისის დროი...

ხვიჩა კვარაცხელია

1777357713

ახალი ამბები

2026 წლის იანვრიდან მარტის ჩათვლით: აღსრულების ეროვნულ ბიუროში მხარეებს შორის მორიგებით და განწილვადებით 6 000-ზე მეტი საქმე დასრულდა

2026 წლის იანვრიდან მარტის ჩათვლით: აღსრულების ეროვნულ ბიუროში მხარეებს შორის მორიგებით და განწილვადებით 6 000-ზე მეტი საქმე დასრულდა. ინფორმაციას აღსრულების ეროვნული ბიურო ავრცელებს. მათივე ცნობით, უ...

აღსრულების ეროვნულ ბიურო

1777356776

ახალი ამბები

ვოლსკი ჰერჩინსკიზე: ეს არის პირდაპირი მუქარა, შეზავებული თბილი სიტყვებით

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის გია ვოლსკის განცხადებით, ჰერჩინსკის განცხადება „თბილი სიტყვებით შეზავებული მუქარაა“. „ორმაგი სტანდარტი ვლინდება ძალიან ცუდი ფორმით. ჰერჩინსკი პირ...

გიორგი ვოლსკი