შარმანაშვილი: ნახეთ, ოპოზიციაში ერთმანეთს რა ტერმინებით მოიხსენიებენ, ერთმანეთის მიმართ ულოგიკო ზიზღი აქვთ, ასეთია ნებისმიერი გაერთიანების ბედია, რომელიც გარედან არის შეკოწიწებული
ნახეთ, ოპოზიციაში ერთმანეთს რა ტერმინებით მოიხსენიებენ, თამარ ჩერგოლეიშვილს სტატუსებად გინება ჰქონდა, კრიტიკა კი არა, ვერცერთ ჩვენს თანაგუნდელს ვერ იპოვით, რომელმაც მსგავსი იკადრა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ასეთია ნებისმიერი გაერთიანების ბედი, რომელიც გარედან არის შეკოწიწებული.
„ხელისუფლებაში იყვნენ და მაშინაც კი, უცხოეთიდან მათ პატრონებს შეკოწიწებული ჰყავდათ. უბრალოდ, დიქტატორული თვისებების მატარებელი სააკაშვილი იყო სათავეში და ბრუტალური მეთოდებით ცდილობდა, არავისთვის გასაქანი არ მიეცა და ძალადობრივი ხაზი ისე გაეტარებინათ, რომ სიტყვა არავის შეებრუნებინა.
ვინმე თუ გაბედავდა და სიტყვას შეუბრუნებდა, ირაკლი ოქრუაშვილის ამბავი როგორ დამთავრდა, კარგად გვახსოვს.
პატრონებისგან შეკოწიწებული ერთობა ხუხულასავით ინგრევა და ერთმანეთის მიმართ მთელი ის ბოღმა ინთხევა, რაც ჰქონდათ აუტანლობის თვალსაზრისით. ნახეთ, ერთმანეთს რა ტერმინებით მოიხსენიებენ.
თამარ ჩერგოლეიშვილს სტატუსებად გინება ჰქონდა, კრიტიკა კი არა. ვერცერთ ჩვენს თანაგუნდელს ვერ იპოვით, რომელმაც მსგავსი იკადრა. ჩვენ ადამიანების აუტანლობა კი არ გვაქვს და არასოდეს ვიკადრებთ, პიროვნულში გადავიდეთ. ერთმანეთს აბრალებენ, ფული აიღეო.
ნიკა მელიამ დაწერა, პირი არ გამაღებინოთო და რატომ არ აღებს? ერთმანეთის მიმართ ულოგიკო ზიზღი აქვთ და ეს ჩანს კიდეც. ყველამ უნდა იცოდეს, ნებისმიერი გაერთიანების ბედი ეს არის, რომელიც გარედან არის შეკოწიწებული“, - აღნიშნა შარმანაშვილმა.
1777362520
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: გეკა გელაძე არის ძალიან მაღალი დონის პროფესიონალი, ის შედეგები, რაც მან დადო, ყველაფერზე მეტყველებს, შესაბამისად, ძალიან მაღალ დონეზე გაართმევს თავს სუს-ის ხელმძღვანელობას
„უკომპრომისო ბრძოლა ვიხილეთ, ნარკორეალიზატორების, ქურდული სამყაროს, ორგანიზებული დანაშაულის, არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ და ის შედეგები, რაც მან [გეკა გელაძემ] დადო, ყველაფერზე მეტყველებს“, - ამი...
1777358764
ახალი ამბებიშს მინისტრმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორთან ლევან მაისურაძესთან და ამავე დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შინაგან საქმეთა მინ...
1777358691
ახალი ამბებიშს მინისტრმა პოლიციის დეპარტამენტების დირექტორებთან სამუშაო თათბირი გამართა
შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი, პირველ მოადგილე რონი მესხთან ერთად, პოლიციის დეპარტამენტების დირექტორებს შეხვდა. ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა მინისტრმა თანამ...
1777358611
ახალი ამბები„ყოფილი მეუღლის სახლში უნებართვოდ შეაღწია და არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით მასზე ფიზიკურად იძალადა“ - დაკავებულია 1 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახმეტის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის, ადევნებისა და ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობის...
1777358517
ახალი ამბებიკვარაცხელიას „პსჟ“ დღეს „ბაიერნს“ დაუპირისპირდება
ჩემპიონთა ლიგაზე დღეს ნახევარფინალების ეტაპი იწყება. პირველ შეხვედრაში ერთმანეთს ტურნირის მოქმედი ჩემპიონი - ხვიჩა კვარაცხელიას „პსჟ“ მიუნხენის „ბაიერნს“ დაუპირისპირდება. თამაში პარიზში, თბილისის დროი...































