ირაკლი კირცხალია: სათვალავი აგვერია მერამდენე ალიანსი, მერამდენე ფანჩატური და მერამდენე სეზონის მერამდენე სერიაა, სანამ დავალებას მიიღებენ ქვეყნის გარედან. ერთმანეთის ჭამის სერიას აყურებინებენ ჩვენს საზოგადოებას
ნაკლებად მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოებისთვის მელიამ რა თქვა სააკაშვილზე, გვარამიამ რა იფიქრა და სააკაშვილმა რა შემოუთვალა ჩერგოლეიშვილს, - განუცხადა ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კირცხალიამ.
ჟურნალისტმა ჰკითხა, რას ფიქრობს ოპოზიციურ ალიანსში მიმდინარე პროცესზე.
„სათვალავი აგვერია მერამდენე ალიანსი, მერამდენე ფანჩატური და მერამდენე სეზონის მერამდენე სერიაა, სანამ დავალებას მიიღებენ ქვეყნის გარედან. ერთმანეთის ჭამის სერიას აყურებინებენ ჩვენს საზოგადოებას. ნაკლებად მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოებისთვის მელიამ რა თქვა სააკაშვილზე, გვარამიამ რა იფიქრა და სააკაშვილმა რა შემოუთვალა ჩერგოლეიშვილს. როდესაც მოაკლდებათ საწვავი გარედან, მერე გვთავაზობენ ერთმანეთის ჭამის სერიალებს, რომ როგორმე შეავსონ საინფორმაციო ბადე, თავიანთ აგენტურულ ტელევიზიებში“, - აღნიშნა კირცხალიამ.
1777309893
საზოგადოებაიონათამიშვილი: „ნაცებმა“ და მისმა სატელიტებმა მდინარაძე დააქვეითეს - სახელმწიფო მინისტრი და ვიცე-პრემიერი აკოორდინირებს სუსს, შსს-ს, სდსს-ის, ასევე, მისი კომპეტენციაა კოორდინაცია პროკურატურასთან, აუდიტის სამსახურთან და სასამართლოსთან
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი, სოციალურ ქსელში მამუკა მდინარაძის შესახებ აგორებულ პროპაგანდისტულ კამპანიას ეხმიანება და პარ...
1777309464
საზოგადოებაირაკლი კირცხალია: არ მქონია საშუალება და მინდა სულხან თამაზაშვილს მივულოცო შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა
არ მქონია საშუალება და მინდა სულხან თამაზაშვილს მივულოცო შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალიამ უ...
1777309108
საზოგადოებაირაკლი კირცხალია: მთავრობის სტრუქტურის შესახებ კანონში შევა ცვლილება, სადაც დაემატება სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა - მიმდინარე კვირის ოთხშაბათს იქნება მეორე და მესამე მოსმენა
მიმდინარე კვირის ოთხშაბათს იქნება მეორე და მესამე მოსმენები და უკვე მთავრობის სტრუქტურის შესახებ კანონში ცვლილება შევა, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდო...
1777308131
საზოგადოებაირაკლი კირცხალია: მინდა მთელი გუნდის სახელით მადლობა გადავუხადო მამუკა მდინარაძეს კოლოსალური შრომისთვის, რაც მან გასწია უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე
მინდა მთელი გუნდის სახელით მადლობა გადავუხადო კოლოსალური შრომისთვის, რაც მან გასწია უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნებ...
1777305989
საზოგადოებადავით სონღულაშვილი ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WOAH) გენერალურ მდივანს ემანუელ სუბეირანს შეხვდა. დავით სონღულაშვილმა მადლობა გადაუხ...



























