ალექსანდრე დარახველიძე: შემოდის კონკრეტული მექანიზმი, რომლის თანახმადაც, უცხოელი საქართველოს მოქალაქეზე თუ დაქორწინდება და ბინადრობის ნებართვას მოითხოვს, კომისიასთან გასაუბრება მოუწევს
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, პარლამენტს უკანონო მიგრაციასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ცვლილებები წარედგინა.
მისი თქმით, გადაიხედა კანონმდებლობა უცხოელ მოქალაქეებზე სასწავლო ბინადრობების ნებართვის გაცემის შესახებ.
„პარლამენტს უკანონო მიგრაციასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ცვლილებები წარვუდგინეთ, ეს უკვე მეორე ეტაპია. გახსოვთ, რომ გასულ წელს მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა. ამ ცვლილებებმა თავისი დადებითი ეფექტი უკვე გამოავლინა და საზოგადოება ყოველდღე ხედავს საქართველოდან გაძევებულ არალეგალ უცხოელს, რომელიც ქვეყანაში ხანგრძლივად დარჩენისთვის სხვადასხვა მექანიზმს იყენებდა.
მეორე პაკეტი გაგრძელებაა იმ ცვლილებების, რომელიც შარშან დავიწყეთ. ამ შემთხვევაში, კანონმდებლობა იმ ნაწილით გადაიხედა, რომელიც ბინადრობების ნებართვის გაცემას ეხება. დღეისათვის, უცხოელ მოქალაქეებზე 35 ათასამდე სასწავლო ბინადრობაა გაცემული.
შემთხვევები გამოვლინდა, როცა ბინადრობის გამოყენება ხდებოდა არა სწავლისთვის, არამედ ქვეყანაში ხანგრძლივი ვადით დასარჩენად. ცვლილებები სწორედ იმას ემსახურება, რომ სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ და ბინადრობას ნამდვილად იყენებენ იმ მიზნებით, რა მიზნითაც იყო გაცემული, არანაირი შეფერხება არ ექნებათ, მაგრამ ადამიანები, რომლებიც სასწავლო ბინადრობას ქვეყანაში ხანგრძლივად დასარჩენად იყენებდნენ, მკაცრი რეგულაცია იქნება და ქვეყანას ცალსახა მიდგომა ექნება.
მეორე საკითხია ფიქციური ქორწინება. დღეს მოქმედი კანონმდებლობით, საქართველოს მოქალაქესთან ქორწინება საკმარისია იმისათვის, რომ ადამიანმა ბინადრობა უვადოდ მიიღოს. დღეს ქვეყანაში 30 ათასამდე უცხოელია, ვისაც მუდმივი ბინადრობა აქვს მიღებული. ამ მიმართულებით კონტროლის მექანიზმები ძალიან სუსტი იყო“, - აღნიშნა ალექსანდრე დარახველიძემ.
როგორც დარახველიძემ აღნიშნა, ასევე კონკრეტული მექანიზმი შემოდის, რომელიც ფიქციური ქორწინებისა და ამ გზით ბინადრობის მოპოვების თავიდან აცილებას ითვალისწინებს. დარახველიძის განმარტებით, უცხოელი საქართველოს მოქალაქეზე თუ დაქორწინდება და ბინადრობის ნებართვას მოითხოვს, მას კომისიასთან გასაუბრება მოუწევს.
„არაერთ ქვეყანაშია თაღლითური სქემები, რომელიც ფიქციურ ქორწინებას და ამ გზით ბინადრობის მოპოვებას ითვალისწინებს. კონკრეტული მექანიზმი შემოდის, რაც იმას გულისხმობს, რომ უცხოელი საქართველოს მოქალაქეზე თუ დაქორწინდება და ბინადრობის ნებართვას მოითხოვს, მას კომისიასთან გასაუბრება მოუწევს.
კომისია თუ ჩათვლის, რომ სახეზეა ეჭვები ქორწინების ნამდვილობაზე, დოკუმენტაცია საგამოძიებო უწყებაში გადაიგზავნება. როგორც იცით, „სისხლის სამართლის კოდექსს“ ახალი მუხლი დაემატა, რომელიც გულისხმობს ფიქციური ქორწინების დასჯადობას, თუ ეს მიზნად ისახავდა ქვეყანაში ლეგალურად ცხოვრების უფლების მოპოვებას.
მექანიზმი მაქსიმალურად იქნება გადაზღვეული და ვისაც ეს დოკუმენტი ნამდვილად ესაჭიროება, მხოლოდ ისინი მიიღებენ ქვეყანაში ცხოვრების უფლებას და საშუალება არ იქნება იმის, რომ ქვეყანაში ის უცხოელები დარჩნენ ხანგრძლივად, რომელთათვის მსგავსი უფლების მიცემას კანონი არ ითვალისწინებს“, - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.
1782114291
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: დღევანდელ სამყაროში ადვილია, მიიღო ცოდნა, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანია ფასეულობები, რომელიც უნდა შეიძინოს ყველა მოზარდმა, მათ შორის უპირველესია პატრიოტიზმი
მიხარია, რომ მაქვს შესაძლებლობა, უკვე მეოთხე ნაკადს შეგხვდეთ და გესაუბროთ იმ მნიშვნელობაზე, რასაც „ჯარის ბანაკი“ ატარებს. ამ ადგილთან მაქვს სპეციფიკური, ემოციური კავშირი. წლების წინ, სწორედ აქ, კოჯორშ...
1782111662
ახალი ამბებიდავით ქართველიშვილი: საერთაშორისო პოლიტიკაში ძალთა ბალანსი შესამჩნევად იცვლება და შესაძლოა, შვეიცარიაში განვითარებული დიპლომატიური დრამა სწორედ ამ ცვლილების ყველაზე თვალსაჩინო სიმბოლოდ დარჩეს
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალური ქსელით ეხმიანება შვეიცარიაში აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. მისი თქმით, ირანი დღეს აღარ...
1782110688
ახალი ამბებიალექსანდრე დარახველიძე: სახელმწიფოს მთავარი მიზანია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების დაცვა, გაგრძელდება სწორი ადმინისტრირება, რათა თითოეულ გადაცდომაზე შესაბამისი რეაგირება მოხდეს
„სახელმწიფოს მთავარ მიზანს წარმოადგენს, რომ დაცული იყოს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესები. ამ წესების დაცვას უზრუნველყოფს მძღოლების მხრიდან კანონით განსაზღვრული წესების დაცვა“, - ამის შესახებ შინაგ...
1782109272
ახალი ამბებიავარია სოფელ შავშებთან - დაიღუპა ერთი ადამიანი
სოფელ შავშებთან ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გავრცელებული ცნობით ავარია დღეს, 22 ივნისს დილით მოხდა. შსს-ის ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანს...
1782108120
ახალი ამბები2026 წლის საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა დღეს, 10:00 საათიდან იქნება შესაძლებელი
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე, საერთო სამაგისტრო გამოცდაზე, ასევე, საგნის, უფროსი სპეციალური მასწავლებლისა და საბაზო პროფესიული უნარების გამოცდებზე რეგისტრირებულებს საგამოცდო...































