აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა დონალდ ტრამპს ავალდებულებს ამერიკელი სამხედროები ირანში კონფლიქტის ზონიდან გამოიყვანოს
„წარმომადგენელთა პალატის წევრებმა 23 ივლისს კიდევ ერთხელ გააკრიტიკეს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოლიტიკა ირანის კონფლიქტთან დაკავშირებით მაშინ, როდესაც ახლო აღმოსავლეთში საომარი მოქმედებები კვლავ ძლიერდება“, - წერს გამოცემა POLITICO.
ოთხმა „რესპუბლიკელმა“ კონგრესმენმა პარტიულ ხაზს გადაუხვია და „დემოკრატების“ მიერ ინიციირებულ ომის უფლებამოსილების რეზოლუციას მხარი დაუჭირა, რის შედეგადაც დოკუმენტმა კენჭისყრაზე 214 ხმა 208-ის წინააღმდეგ მიიღო.
ეს იყო მეორე შემთხვევა, როდესაც წარმომადგენელთა პალატამ მჭიდრო უმრავლესობით უარყო განახლებული საომარი მოქმედებები.
აღნიშნული რეზოლუციები სამართლებრივი პრაქტიკით ჯერ გამოცდილი არ არის და ძირითადად სიმბოლურ ხასიათს ატარებს. წარმომადგენელთა პალატის ეს ინიციატივა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ხელმოსაწერად არ გადაეცემა, თუმცა პრეზიდენტი თითქმის დანამდვილებით ვეტოს დაადებდა ნებისმიერ სავალდებულო კანონმდებლობას, რომელიც მის უფლებამოსილებას შეზღუდავდა.
თუმცა ეს კენჭისყრა იმის მორიგი ნიშანია, რომ კანონმდებლები კონფლიქტით სულ უფრო უკმაყოფილონი არიან. სამშვიდობო მოლაპარაკებები ჩიხშია შესული, ბოლო კვირებში კი მხარეებმა საომარი მოქმედებები მკვეთრად გააძლიერეს, რასაც შაბათ-კვირას ახლო აღმოსავლეთში ოთხი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლე შეეწირა.
1784815735
ახალი ამბებიუბედური შემთხვევა იმერეთში - კედლის ჩამონგრევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
იმერეთის ერთ-ერთ სოფელში უბედური შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, უბედურ შემთხვევას 21 წლის კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამავე ცნობით, საცხოვრებელ სახლში მიმდინარე სამუშაოების დროს კედელი ჩამო...
1784814529
საზოგადოებათორნიკე ჭეიშვილი: იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ფაქტობრივად უკვე დასრულდა სინგაპურში, შეგვიძლია შევაჯამოთ კიდეც აღნიშნული ვიზიტი და ვთქვათ, რომ ეს იყო უაღრესად მნიშვნელოვანი, ძალიან სასარგებლო ვიზიტი
იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ფაქტობრივად უკვე დასრულდა სინგაპურში, შეგვიძლია შევაჯამოთ კიდეც აღნიშნული ვიზიტი და ვთქვათ, რომ ეს იყო უაღრესად მნიშვნელოვანი, ძალიან სას...
1784813144
საზოგადოებასოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელი კომენტარისთვის, მალხაზ მაჩალიკაშვილი სასამართლომ ორი ათასი ლარით დააჯარიმა
თელავის რაიონულმა სასამართლომ სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელი კომენტარისთვის მალხაზ მაჩალიკაშვილი სამართალდამრღვევად ცნო. იგი 2 ათასი ლარით დააჯარიმა. სასამართლო პროცესს მალხაზ მაჩალიკაშვილიც ესწრებოდა...
1784812805
საზოგადოებასურსათის ეროვნულმა სააგენტომ საკონდიტრო საწარმოს დარღვევების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერა
სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, შპს „თამპა“ (მისამართი: ქსნის ქუჩა N12) არაგეგმურად შეამოწმეს. ინსპექტირებისას ობიექტზე დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები, ჰიგიენური...
1784812615
ახალი ამბებიწვიმა, სეტყვა და მდინარეებზე წყალმოვარდნები - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 23 ივლისის საღამოს საათებიდან 24 ივლისის დილამდე საქართველოს უმეტეს...




























