ბერლინის ადგილობრივი არჩევნების წინ ჩატარებულ გამოკითხვაში „ალტერნატივა გერმანიისთვის“ პირველად ლიდერობს

ბერლინში ადგილობრივ არჩევნებამდე 59 დღით ადრე პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) პოპულარობით პირველი ადგილი დაიკავა.

სოციოლოგიური ინსტიტუტის, Insa-ს კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, გამოცემა Welt-ი იტყობინება, რომ ბერლინში ადგილობრივი პარლამენტის არჩევნები 20 სექტემბერს გაიმართება, რის გამოც კაი ვეგნერის ხელმძღვანელობით მოქმედ მმართველ კოალიციას ძალაუფლების დაკარგვის საფრთხე ემუქრება.

კვლევის მიხედვით, მთავარი კანდიდატის კრისტინ ბრინკერის ხელმძღვანელობით პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ხმების 19%-ს აგროვებს. მას „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი“ და „მემარცხენეები“ მოსდევენ - თითოეული მათგანი ხმების 18%-ს იღებს.

Insa-მ 14-დან 21 ივლისამდე პერიოდში 1 000 ამომრჩეველი გამოკითხა.

გერმანიაში ჩატარებული გამოკითხვები ადასტურებს, რომ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ფედერალურ დონეზეც ყველაზე პოპულარულ პარტიად რჩება და მმართველ ბლოკს კვლავ უსწრებს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1784813144

საზოგადოება

სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელი კომენტარისთვის, მალხაზ მაჩალიკაშვილი სასამართლომ ორი ათასი ლარით დააჯარიმა

თელავის რაიონულმა სასამართლომ სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელი კომენტარისთვის მალხაზ მაჩალიკაშვილი სამართალდამრღვევად ცნო. იგი 2 ათასი ლარით დააჯარიმა. სასამართლო პროცესს მალხაზ მაჩალიკაშვილიც ესწრებოდა...

თელავის რაიონულმა სასამართლომ

1784812805

საზოგადოება

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საკონდიტრო საწარმოს დარღვევების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერა

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, შპს „თამპა“ (მისამართი: ქსნის ქუჩა N12) არაგეგმურად შეამოწმეს. ინსპექტირებისას ობიექტზე დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები, ჰიგიენური...

 საკონდიტრო

1784812615

ახალი ამბები

წვიმა, სეტყვა და მდინარეებზე წყალმოვარდნები - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 23 ივლისის საღამოს საათებიდან 24 ივლისის დილამდე საქართველოს უმეტეს...

ამინდი

1784811971

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 23 ივლისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6285 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6290 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რო...

ლარის კურსი

1784811171

მსოფლიო

ევროკომისიამ Google 1 მილიარდი დოლარით დააჯარიმა

ევროკომისიამ Google-ს ციფრული ბაზრების შესახებ კანონის (DMA) დარღვევისთვის 1 მილიარდი დოლარის ჯარიმა დააკისრა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. სანქცია კომპანიის საძიებო სისტემასა და აპლიკაციების...

საფრანგეთში გუგლი დააჯარიმეს