ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე პარლამენტის დადგენილების აღსრულების მონიტორინგის შედეგები განიხილა

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „2024 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე პარლამენტის 2025 წლის 12 ივნისის დადგენილების აღსრულების მონიტორინგის შედეგები განიხილა.

როგორც მომხსენებელმა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა განაცხადა, დადგენილებაში 284 დავალება იყო გაცემული.

„ამ დავალებების საფუძველზე, ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს პროაქტიული მუშაობა ჰქონდა ყველა რელევანტურ უწყებასთან. შემოსული პასუხების გაანალიზების შედეგად, კომიტეტმა 284 დავალებიდან შესრულებულად 154 მიიჩნია, ხოლო შესრულების პროცესშია - 90 დავალება, რაც ჯამში 85.9%-ს შეადგენს.

შეუსრულებელია 40 დავალება, რაც 14,1%-ია. რაც შეეხება შეუსრულებელ დავალებებს, ჩვენთვის შეუსრულებელ დავალებებზე ზედამხედველობა ერთი კალენდარული წლით არ სრულდება.

საქართველოს პარლამენტი და ჩვენი კომიტეტი ამ 40 დავალების შესრულებაზე ზედამხედველობას გააგრძელებს, ვიდრე თითოეული დავალება, რომელიც დადგენილებით იყო გაცემული, შესრულებულად არ ჩაითვლება“, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1782117467

ახალი ამბები

თამარ ჩერგოლეიშვილი: თინა ბოკუჩავა 8 პარტიას ჩერგოლეიშვილთან ურთიერთობების დასრულებისკენ მოუწოდებდა, ვინ დასრულდა დავინახეთ, ახლა ნანულა „გამაიყვანა“

პარტია „ფედერალისტების“ ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თინა ბოკუჩავას განცხადებას პასუხობს. „ერთი წელიც არ გასულა, რაც თინა ბოკუჩავა 8 პარტიას ჩერგოლეიშვილთან ურთიერთო...

თამარ ჩერგოლეიშვილი

1782117019

ახალი ამბები

სასამართლოს გადაწყვეტილებით, 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ 8 პირს ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული რვა პირის მიმართ გადაწყვეტილება გამოიტანა. კერძოდ, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ზურაბ ჭავჭანიძეს, ვლადიმერ გველესიანს, ამირან დოლიშვილს, ან...

თბილისის საქალაქო სასამართლოშ

1782116314

ახალი ამბები

მდინარე არაგვის ხიდზე მიმდინარე სამუშაოები დასრულებულია და მოძრაობა ორივე სამოძრაო ზოლზე აღდგენილია

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კმ-ზე, მდინარე არაგვის ხიდზე (მარცხენა,...

მდინარე არაგვის ხიდზე მიმდინარე

1782115884

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენი წინაპრების, განსაკუთრებით კი, ჩვენი გმირი სამხედროების დამსახურებაა, რომ ქვეყანა დღეს არის დამოუკიდებელი, სუვერენული და ღირსეული

„გილოცავთ 2026 წლის „ჯარის ბანაკის“ დაწყებას. ეს მართლაც უნიკალური პროექტია, რომელიც უკვე მეოთხე წელია, ხორციელდება, მასში მონაწილეობა მიიღო ასეულობით ახალგაზრდამ და ეს მართლა შთამბეჭდავია“, - ამის შე...

მიხეილ ყაველაშვილ

1782115363

ახალი ამბები

თენგიზ შარმანაშვილი - „ნაციონალურ მოძრაობაში“ აჭრილები არიან, წარმოდგენა არ აქვთ, რაზე საუბრობენ, არათანმიმდევრულ პოლიტიკას ატარებენ

„მათ არასერიოზულ გადალაგება-გადმოლაგებას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. შიდა ბრძოლები აქვთ და გააგრძელონ. უამისოდაც განადგურებული არიან და უფრო განადგურდებიან, რადგან არათანმიმდევრულ პოლიტიკას ატარებენ...

თენგიზ შარმანაშვილი