მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენი წინაპრების, განსაკუთრებით კი, ჩვენი გმირი სამხედროების დამსახურებაა, რომ ქვეყანა დღეს არის დამოუკიდებელი, სუვერენული და ღირსეული

„გილოცავთ 2026 წლის „ჯარის ბანაკის“ დაწყებას. ეს მართლაც უნიკალური პროექტია, რომელიც უკვე მეოთხე წელია, ხორციელდება, მასში მონაწილეობა მიიღო ასეულობით ახალგაზრდამ და ეს მართლა შთამბეჭდავია“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა „ჯარის ბანაკის“ გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ეს პროექტი შექმნა. ასევე, მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენი ჯარის ინსტრუქტორებს, პედაგოგებს, სასულიერო პირებს, რომლებიც თქვენთან ერთად იმყოფებიან ბანაკში, გაძლევენ ცოდნას. ეს არის მართლაც უნიკალური შემთხვევა, როცა თქვენ ეზიარებით ამ მართლაც მნიშვნელოვან ცოდნას, რომელიც მთელი ცხოვრება გაგყვებათ.

ბედნიერი ვარ, რომ შარშან დავესწარი ასევე ბანაკის გახსნას. შევხვდი ახალგაზრდებს. მათი შთაბეჭდილებები, ემოციები მართლაც დაუვიწყარია, მთელი ცხოვრება გაჰყვებათ ეს დაუვიწყარი დღეები“, - აღნიშნა ყაველაშვილმა.

მისივე თქმით, ჩვენი წინაპრების, განსაკუთრებით კი, ჩვენი გმირი სამხედროების დამსახურებაა, რომ ქვეყანა დღეს არის დამოუკიდებელი, სუვერენული და ღირსეული.

„ჩვენ გვაერთიანებს ჩვენი სამშობლო. ის, რომ დღეს ჩვენ ამ ულამაზეს ქვეყანაში ვცხოვრობთ, ვსაუბრობთ ქართულად, ვართ მორწმუნე ქრისტიანები, გვაქვს უნიკალური კულტურა და ტრადიციები, ეს არის ჩვენი წინაპრების, ღვაწლმოსილი ადამიანების და განსაკუთრებით, გმირი სამხედროების დამსახურება, რომ ჩვენი ქვეყანა დღეს არის დამოუკიდებელი, სუვერენული და ღირსეული.

ეს რეალობა ჩვენი წინაპრების უდიდესი მსხვერპლის, უდიდესი ძალისხმევის ფასად მივიღეთ და ჩვენ არ გვაქვს უფლება, არ ვემსახუროთ ჩვენს სამშობლოს იგივე პასუხისმგებლობით. თქვენ გაქვთ უნიკალური შესაძლებლობები, გახდეთ თქვენს პროფესიებში წარმატებული.

თქვენ ისეთ ასაკში ხართ, ალბათ თითოეულ თქვენგანს განსაზღვრული გაქვთ, რა პროფესია უნდა აირჩიოთ, მაგრამ მერწმუნეთ, რომ ის ღირებულებები, რომელიც ჩვენ გვაერთიანებს - მამული, ენა სარწმუნოება, ღმერთი, ადამიანი, სამშობლო, ოჯახის სიწმინდე, უნიკალური ჩვენი კულტურა და ტრადიციები - ამ ღირებულებებით უნდა გახდეთ თქვენ წარმატებული ქართველი პატრიოტები. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა.

მერწმუნეთ, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ასეთი ძლიერი და განვითარებული საქართველო არ ყოფილა, მაგრამ ეს არის საწყისი ეტაპი. ჩვენ წარმოვადგენთ დღეს საქართველოს, თითოეული ჩვენგანი ვართ განსხვავებული პოზიციებით, მაგრამ გვაქვს პირადი პასუხისმგებლობა სამშობლოს წინაშე. ამიტომ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ვიყოთ წარმატებულები და უფრო მეტად გავაძლიეროთ ჩვენი სამშობლო.

საბედნიეროდ, ჩვენ გვყავს სხვადასხვა პროფესიებში წარმატებული ადამიანები და შეგვიძლია, მათგან ვისწავლოთ ბევრი რამ. ყველასთვის ცნობილია, მაგალითად, ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც არის წარმატებული ფეხბურთელი და პიროვნება, სწორედ იმ ღირებულებებით გამსჭვალული, რომლებსაც იცავდნენ ჩვენი წინაპრები. ამ ღირებულებებით გამსჭვალული უნდა ვიყოთ წარმატებული ჩვენს პროფესიაში. ეს არის ჩვენი მიზანი - ვიყოთ უფრო ძლიერი სახელმწიფო“, - აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1782114291

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: დღევანდელ სამყაროში ადვილია, მიიღო ცოდნა, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანია ფასეულობები, რომელიც უნდა შეიძინოს ყველა მოზარდმა, მათ შორის უპირველესია პატრიოტიზმი

მიხარია, რომ მაქვს შესაძლებლობა, უკვე მეოთხე ნაკადს შეგხვდეთ და გესაუბროთ იმ მნიშვნელობაზე, რასაც „ჯარის ბანაკი“ ატარებს. ამ ადგილთან მაქვს სპეციფიკური, ემოციური კავშირი. წლების წინ, სწორედ აქ, კოჯორშ...

შალვა პაპუაშვილი

1782113072

ახალი ამბები

ალექსანდრე დარახველიძე: შემოდის კონკრეტული მექანიზმი, რომლის თანახმადაც, უცხოელი საქართველოს მოქალაქეზე თუ დაქორწინდება და ბინადრობის ნებართვას მოითხოვს, კომისიასთან გასაუბრება მოუწევს

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, პარლამენტს უკანონო მიგრაციასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ცვლილებები წარედგინა. მისი თქმით, გადაიხედა კანონმდებლობ...

ალექსანდრე დარახველიძემ.

1782111662

ახალი ამბები

დავით ქართველიშვილი: საერთაშორისო პოლიტიკაში ძალთა ბალანსი შესამჩნევად იცვლება და შესაძლოა, შვეიცარიაში განვითარებული დიპლომატიური დრამა სწორედ ამ ცვლილების ყველაზე თვალსაჩინო სიმბოლოდ დარჩეს

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალური ქსელით ეხმიანება შვეიცარიაში აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. მისი თქმით, ირანი დღეს აღარ...

დავით ქართველიშვილი

1782110688

ახალი ამბები

ალექსანდრე დარახველიძე: სახელმწიფოს მთავარი მიზანია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების დაცვა, გაგრძელდება სწორი ადმინისტრირება, რათა თითოეულ გადაცდომაზე შესაბამისი რეაგირება მოხდეს

„სახელმწიფოს მთავარ მიზანს წარმოადგენს, რომ დაცული იყოს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესები. ამ წესების დაცვას უზრუნველყოფს მძღოლების მხრიდან კანონით განსაზღვრული წესების დაცვა“, - ამის შესახებ შინაგ...

ალექსანდრე დარახველიძე

1782109272

ახალი ამბები

ავარია სოფელ შავშებთან - დაიღუპა ერთი ადამიანი

სოფელ შავშებთან ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გავრცელებული ცნობით ავარია დღეს, 22 ივნისს დილით მოხდა.  შსს-ის ინფორმაციით, გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 276-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ტრან­ს...

პოლიცია, ლენტი, პატრული