ცესკოს თავმჯდომარე ხელვაჩაურში ახალგაზრდებს შეხვდა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით ახალგაზრდებთან მორიგი საინფორმაციო შეხვედრა ხელვაჩაურში გამართა. 

 


 
 შეხვედრა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გახსნა და არჩევნების მნიშვნელობაზე, საარჩევნო პროცესებში ახალგაზრდების აქტიური ჩართულობისა და ინფორმირების აუცილებლობაზე ისაუბრა. გიორგი კალანდარიშვილმა ასევე დეტალურად ისაუბრა არჩევნების ისტორიაზე, ამომრჩევლის როლზე და საარჩევნო უფლებაზე, საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების უპირატესობებზე, ასევე დეზინფორმაციის გავლენებზე და შედეგებზე საარჩევნო პროცესში.

„როგორც მოსალოდნელი იყო შეხვედრა განსაკუთრებული ჩართულობით გამოირჩეოდა. განვიხილეთ ყველა ის მნიშვნელოვანი საარჩევნო საკითხი, რომელიც უკავშირდება ტექნოლოგიების ინტერვენციას, ვისაუბრეთ ისეთ გამოწვევებზე, როგორიცაა დეზინფორმაცია და მასთან გამკლავების გზები, ვისაუბრეთ ახალგაზრდების ჩართულობაზე იმ სარჩევნო პროექტებში რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაცია პერიოდულად ახორციელებს.

რა თქმა უნდა, ასეთი ტიპის შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება, როგორც ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით, ასევე სხვადასხვა პროექტების ფარგლებში, რომელიც უპასუხებს იმ სტრატეგიულ მიზნებს, რომელსაც ადმინისტრაცია ახალგაზრდების საარჩევნო პროცესში ჩართულობის მიმართულებით ახორციელებს“, - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ. დეზინფორმაციის გავლენაზე საარჩევნო პროცესში და მის შედეგებზე, ასევე ამ საკითხთან დაკავშირებით საარჩევნო ადმინისტრაციის სტრატეგიაზე შეხვედრის მონაწილეებს ცესკოს პრეს-სპიკერი ესაუბრა.

ნათია იოსელიანმა დეტალურად განმარტა, თუ რა საშუალებებს იყენებს საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლებისთვის სანდო ინფორმაციის მისაწოდებლად. ხელვაჩაურში გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდა ხელვაჩაურის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ომარ ვარშანიძე. შეხვედრა ცესკოს, ახალგაზრდობის სააგენტოსა და სხვა პარტნიორ უწყებებს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში გაიმართა.

მემორანდუმი ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლების მიზნით ერთობლივი საგანმანათლებლო და საინფორმაციო კამპანიების განხორციელებას, კონფერენციების, სემინარებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზებას ითვალისწინებს. მემორანდუმის ფარგლებში ახალგაზრდებთან შეხვედრები ეტაპობრივად სხვადასხვა რეგიონში გაიმართა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1782122398

ახალი ამბები

დიმიტრი სამხარაძე: ბიძინა ივანიშვილს დიდი ამაგი აქვს გაწეული სამშობლოსთვის, სისხლიანი „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დროს, მხოლოდ ტერიტორიებს კი არ ვკარგავდით, არამედ საფრთხე ემუქრებოდა ჩვენს ღირსება

17 წუთის წინპოლიტიკა  „იმედის კვირაში გასულ სიუჟეტში მცირე ჩამონათვალია იმ სიკეთისა, რაც ერისკაცმა და მისმა ოჯახმა ქართველი ერისა და სახელმწიფოსთვის გააკეთეს! ვინ იცის, კიდევ რამდენ სიკეთეს აკეთებს ბა...

დიმიტრი სამხარაძე

1782122004

ახალი ამბები

უახლოეს დღეებში საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება

გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. 23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდი 👇 უახლოეს დღეებში საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვები...

ამინდი, წვიმა

1782119104

ახალი ამბები

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე პარლამენტის დადგენილების აღსრულების მონიტორინგის შედეგები განიხილა

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „2024 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ სახალხო დამცველის ანგარი...

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო

1782117467

ახალი ამბები

თამარ ჩერგოლეიშვილი: თინა ბოკუჩავა 8 პარტიას ჩერგოლეიშვილთან ურთიერთობების დასრულებისკენ მოუწოდებდა, ვინ დასრულდა დავინახეთ, ახლა ნანულა „გამაიყვანა“

პარტია „ფედერალისტების“ ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თინა ბოკუჩავას განცხადებას პასუხობს. „ერთი წელიც არ გასულა, რაც თინა ბოკუჩავა 8 პარტიას ჩერგოლეიშვილთან ურთიერთო...

თამარ ჩერგოლეიშვილი

1782117019

ახალი ამბები

სასამართლოს გადაწყვეტილებით, 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ 8 პირს ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული რვა პირის მიმართ გადაწყვეტილება გამოიტანა. კერძოდ, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ზურაბ ჭავჭანიძეს, ვლადიმერ გველესიანს, ამირან დოლიშვილს, ან...

თბილისის საქალაქო სასამართლოშ