ირაკლი ჩიქოვანი: „ჯარის ბანაკი“ ერთ-ერთი წარმატებული პროექტია, რომელიც ახალგაზრდებთან მიმართებით გვაქვს
„ჯარის ბანაკი“ ერთ-ერთი წარმატებული პროექტია, რომელიც ახალგაზრდებთან მიმართებით გვაქვს“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა „ჯარის ბანაკის“ გახსნის საზეიმო ცერემონიაზე.
მისი განცხადებით, „ჯარის ბანაკის“ მიმართ ინტერესი მზარდია და, განათლების სამინისტროსთან ერთად, პროექტი წარმატებით ხორციელდება.
მან მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს თავდაცვის ძალების მიმართ გამოჩენილი ყურადღებისა და მხარდაჭერისთვის.
ირაკლი ჩიქოვანმა ხაზგასმით აღნიშნა პროექტში საპატრიარქოს მნიშვნელოვანი წვლილი.
„მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ სერჟანტს, ოფიცერს, საჩხერის სამთო მომზადების სკოლის წარმომადგენლებს, კოჯრის სერჟანტთა სკოლის წარმომადგენლებს, იმ ადამიანებს, ვინც უშუალოდ ზრუნავს ახალგაზრდებზე. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა მათთვის, ეზიარონ იმ ყოველდღიურობას, რომელიც აქვთ ჯარისკაცებს, ოფიცრებს - რას ნიშნავს სამშობლოს სამსახური. ამასთან ერთად, მიიღონ გამოცდილება, განათლება კონკრეტული მიმართულებებით და ისაუბრონ ისეთ უმნიშვნელოვანეს ღირებულებებზე, როგორიც არის ჩვენი სამშობლო, პატრიოტიზმი, ეროვნული ღირებულებები, ოჯახის სიწმინდე და, რა თქმა უნდა, ჩვენი იდენტობა“, - აღნიშნა მინისტრმა.
ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ახალგაზრდები „ჯარის ბანაკში“ უნიკალურ გამოცდილებას იღებენ და წარუშლელი შთაბეჭდილებით ბრუნდებიან.
„პროექტი ემსახურება ჩვენი ჯარის პოპულარიზაციას. იმედს ვიტოვებ, რომ „ჯარის ბანაკის“ მონაწილე ახალგაზრდები ბევრ სხვა პროფესიაში მიაღწევენ წარმატებას, ზოგიერთი შემოუერთდება თავდაცვის ძალებს, გაეცნობა სერჟანტისა და ოფიცრის ცხოვრებას და გახდება თავდაცვის ძალების ნაწილი. დღეს თავდაცვის ძალებს აქვს დიდი მხარდაჭერა და შესაძლებლობა, ყოველმხრივ განვითარდეს თითოეული ჯარისკაცი, ოფიცერი. მადლობა ამ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ჩვენ ვიღებთ როგორც პრემიერ-მინისტრისგან, საკანონმდებლო ხელისუფლების მხრიდან და, ასევე, პრეზიდენტისგან“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.
1782122398
ახალი ამბებიდიმიტრი სამხარაძე: ბიძინა ივანიშვილს დიდი ამაგი აქვს გაწეული სამშობლოსთვის, სისხლიანი „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დროს, მხოლოდ ტერიტორიებს კი არ ვკარგავდით, არამედ საფრთხე ემუქრებოდა ჩვენს ღირსება
17 წუთის წინპოლიტიკა „იმედის კვირაში გასულ სიუჟეტში მცირე ჩამონათვალია იმ სიკეთისა, რაც ერისკაცმა და მისმა ოჯახმა ქართველი ერისა და სახელმწიფოსთვის გააკეთეს! ვინ იცის, კიდევ რამდენ სიკეთეს აკეთებს ბა...
1782122004
ახალი ამბებიუახლოეს დღეებში საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება
გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. 23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდი 👇 უახლოეს დღეებში საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვები...
1782121022
ახალი ამბებიცესკოს თავმჯდომარე ხელვაჩაურში ახალგაზრდებს შეხვდა
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით ახალგაზრდებთან მორიგი საინფორმაციო შეხვედრა ხელვაჩაურში გამართა. შეხვედრა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარ...
1782119104
ახალი ამბებიადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე პარლამენტის დადგენილების აღსრულების მონიტორინგის შედეგები განიხილა
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „2024 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ სახალხო დამცველის ანგარი...
1782117467
ახალი ამბებითამარ ჩერგოლეიშვილი: თინა ბოკუჩავა 8 პარტიას ჩერგოლეიშვილთან ურთიერთობების დასრულებისკენ მოუწოდებდა, ვინ დასრულდა დავინახეთ, ახლა ნანულა „გამაიყვანა“
პარტია „ფედერალისტების“ ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თინა ბოკუჩავას განცხადებას პასუხობს. „ერთი წელიც არ გასულა, რაც თინა ბოკუჩავა 8 პარტიას ჩერგოლეიშვილთან ურთიერთო...































