დიმიტრი სამხარაძე: ბიძინა ივანიშვილს დიდი ამაგი აქვს გაწეული სამშობლოსთვის, სისხლიანი „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დროს, მხოლოდ ტერიტორიებს კი არ ვკარგავდით, არამედ საფრთხე ემუქრებოდა ჩვენს ღირსება

17 წუთის წინ
პოლიტიკა
  
„იმედის კვირაში გასულ სიუჟეტში მცირე ჩამონათვალია იმ სიკეთისა, რაც ერისკაცმა და მისმა ოჯახმა ქართველი ერისა და სახელმწიფოსთვის გააკეთეს! ვინ იცის, კიდევ რამდენ სიკეთეს აკეთებს ბატონი ბიძინა და მისი ოჯახი, რაც საჯაროდ არც გაჟღერებულა და შესაძლოა, ვერც კი გავიგოთ“, - წერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი სამხარაძე „იმედის კვირის“ რეპორტაჟზე, რომელიც ბიძინა ივანიშვილის, როგორც პოლიტიკური ქველმოქმედის და მშვიდობის გარანტის, განვლილ გზას აღწერს.

სამხარაძე ბიძინა ივანიშვილის ღვაწლზე და იმ დიდ ამაგზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც სამშობლოს წინაშე აქვს გაწეული და აღნიშნავს, რომ ვერ დააჩოქებენ საქართველოს, სანამ ის და მისი გუნდი სამშობლოს სათავეში დგანან.

„მხოლოდ ამ სიუჟეტში ნაჩვენები ფაქტებიც კი ნათლად აჩვენებს, როგორ უნდა გიყვარდეს საკუთარი სამშობლო, როგორ უნდა დაიცვა იგი და გადაეფარო ფარად როგორც შიდა, ისე გარე მტრების წინააღმდეგ. სამწუხაროდ, საქართველოში არსებობს მანქურთთა მცირე წარმომადგენლობა და აგენტურა, რომლებიც ცდილობენ ერისკაცის მიერ გაკეთებული საქმის წაშლას, იგნორირებას უკეთებენ იმ სახელმწიფოებრივ და საზოგადოებრივ ნაბიჯებს, რომელთა შედეგადაც ჩვენი სამშობლო უფრო ძლიერი ხდება.

ცდილობენ, მაგრამ არ გამოსდით და არც გამოუვათ. მე არაერთხელ შემხვედრია მოქალაქე, რომელიც აპარტიული ყოფილა ან სულაც ქართული ოცნების პოლიტიკის მოწინააღმდეგე, თუმცა ბატონი ბიძინას და მისი ოჯახის ქველმოქმედებაზე ობიექტურად უსაუბრია, საქართველოს გადარჩენაში მის როლზე მხარდაჭერაც გამოუთქვამს. ქართველი ხალხი ყველაფერს ხედავს. ჩვენმა ერმა იცის, კონკრეტულ დროს რა უნდა გააკეთოს. თუ ვინმეს ოდნავ მაინც აქვს ილუზია, რომ გადამთიელების ხუშტურებზე ვივლით, მინიმუმ ძალიან ცდება. დიდი ამაგი აქვს გაწეული ერისკაცს ჩვენი სამშობლოსთვის.

ყველა მისი საქმე, როგორც საღვთო, ისე საერო, მნიშვნელოვანია, თუმცა ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მისი პოლიტიკაში შესვლის გადაწყვეტილებაა. სისხლიანი ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის დროს, მხოლოდ ტერიტორიებს კი არ ვკარგავდით, არამედ საფრთხე ემუქრებოდა ჩვენს ღირსებას, ქართულ ტრადიციებსა და სარწმუნოებას. უფრო დაფასებული იყო კუბილიუსებისა და მათი მსგავსი კასტა, ვიდრე საქართველოს მოსახლეობა. ნელ-ნელა გვანადგურებდნენ, ყველაფრის წართმევას გვიპირებდნენ, საზოგადოებაში უნდობლობასა და ნიჰილიზმს თესავდნენ, ახალგაზრდებს კი მომავალს ართმევდნენ. ასეთ რთულ დროს მხოლოდ ერთ ქართველ კაცს შეეძლო დაპირისპირებოდა უცხოეთიდან მართულ და წაქეზებულ რეჟიმს და რა თქმა უნდა ეს იყო ერისკაცი ბიძინა ივანიშვილი. ვერ დააჩოქებენ საქართველოს, სანამ ერისკაცი და მისი გუნდი ჩვენი სამშობლოს სათავეში დგანან!“, - წერს სამხარაძე.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1782122500

ახალი ამბები

ირაკლი ჩიქოვანი: „ჯარის ბანაკი“ ერთ-ერთი წარმატებული პროექტია, რომელიც ახალგაზრდებთან მიმართებით გვაქვს

„ჯარის ბანაკი“ ერთ-ერთი წარმატებული პროექტია, რომელიც ახალგაზრდებთან მიმართებით გვაქვს“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა „ჯარის ბანაკის“ გახსნის საზეიმო ცერემონიაზე. მისი...

ირაკლი ჩიქოვანი

1782122004

ახალი ამბები

უახლოეს დღეებში საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება

გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. 23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდი 👇 უახლოეს დღეებში საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვები...

ამინდი, წვიმა

1782121022

ახალი ამბები

ცესკოს თავმჯდომარე ხელვაჩაურში ახალგაზრდებს შეხვდა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით ახალგაზრდებთან მორიგი საინფორმაციო შეხვედრა ხელვაჩაურში გამართა.      შეხვედრა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარ...

ცესკოს თავმჯდომარე

1782119104

ახალი ამბები

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე პარლამენტის დადგენილების აღსრულების მონიტორინგის შედეგები განიხილა

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „2024 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ სახალხო დამცველის ანგარი...

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო

1782117467

ახალი ამბები

თამარ ჩერგოლეიშვილი: თინა ბოკუჩავა 8 პარტიას ჩერგოლეიშვილთან ურთიერთობების დასრულებისკენ მოუწოდებდა, ვინ დასრულდა დავინახეთ, ახლა ნანულა „გამაიყვანა“

პარტია „ფედერალისტების“ ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თინა ბოკუჩავას განცხადებას პასუხობს. „ერთი წელიც არ გასულა, რაც თინა ბოკუჩავა 8 პარტიას ჩერგოლეიშვილთან ურთიერთო...

თამარ ჩერგოლეიშვილი