შალვა პაპუაშვილი ელენე ხოშტარიაზე: ოთხი შვილის დედას ჰქონდა არჩევანი - დანაშაული არ ჩაედინა, ან აერჩია დანაშაულის გზა, მაგრამ აირჩია ეფიქრა არა ოთხ შვილზე, არამედ - თავის ეპატაჟზე და ჩაედინა დანაშაული

ოთხი შვილის დედას ჰქონდა არჩევანი - დანაშაული არ ჩაედინა, ან აერჩია დანაშაულის გზა, მაგრამ აირჩია ეფიქრა არა ოთხ შვილზე, არამედ - თავის ეპატაჟზე და ჩაედინა დანაშაული, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“.

პარლამენტის თავმჯდომარე ელენე ხოშტარიასთვის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის შემდგომ ხელისუფლებისადმი კრიტიკულ განცხადებებს გამოეხმაურა.

„ელენე ხოშტარია 6 თვე იყო სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში იმიტომ, რომ ხუთიათას ლარიანი გირაო არ გადაიხადა. ოთხი შვილის დედას ჰქონდა არჩევანი - დანაშაული არ ჩაედინა, ან აერჩია დანაშაულის გზა, მაგრამ აირჩია ეფიქრა არა ოთხ შვილზე, არამედ - თავის ეპატაჟზე და ჩაედინა დანაშაული. მას ჰქონდა არჩევანი გადაეხადა ხუთიათასლარიანი გირაო და ყოფილიყო თავის ოთხ შვილთან, ან გაეგრძელებინა ეპატაჟი და მოხვედრილიყო ევროპარლამენტის რეზოლუციაში. მან აირჩია, რომ ყოფილიყო არა თავის შვილებთან, არამედ - მოხვედრილიყო ევროპარლამენტის რეზოლუციაში. ასე რომ, ეს ყველაფერი არის მისი არჩევანი. სხვაზე გადაბრალება არის ყველაზე დიდი უპასუხისმგებლობა. როდესაც ეს დანაშაული ჩაიდინა, იმ დღეს, ჰოლანდიის ელჩმა საკუთარ სახლში დაპატიჟა და ელჩთან იყო სახლში. ეს არის სწორედ ექსტრემიზმის ნორმალიზება, როდესაც რადიკალებს და ექსტრემისტებს უცხოელი ელჩები სახლებში ეპატიჟებიან და უმასპინძლდებიან.

მანამდე 15 სამართალდარღვევა ჩაიდინა, ჯარიმებს არ იხდიდა. შეგნებულად მიიღო გადაწყვეტილება, რომ დანაშაული ჩაედინა, გირაო არ გადაეხადა და შვილებთან კი არ ყოფილიყო, ევროპარლამენტის რეზოლუციაში აღმოჩენილიყო. ამ ყველაფრისკენ გარედან იმიტომ უბიძგებენ, განაჩენი რომ გამოვა, გამოვიდეს შვედეთის ელჩი და ნიანგის ცრემლები დაღვაროს. თუ ვინმეს პატიმარია დღეს ელენე ხოშტარია თუ სხვები, სწორედ ამ უცხოელების პირადი პატიმრები არიან, რადგან სწორედ ისინი აქეზებდნენ, რომ არ ყოფილიყო სინანული, ჩაედინათ დანაშაული, დაერტყათ პოლიციელისთვის, ესროლათ „მოლოტოვის კოქტეილი“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1774554194

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: მინდა ყველას მოვუწოდო, რომ ვაცადოთ წმინდა სინოდს, რომელიც თავად გამოარჩევს ღირსეულს საქართველოს საპატრიარქო ტახტისთვის

მინდა ყველას მოვუწოდო, ვურჩიო რომ ვაცადოთ წმინდა სინოდს, რომელიც თავად გამოარჩევს ღირსეულს საქართველოს საპატრიარქო ტახტისთვის, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შ...

შალვა პაპუაშვილი

1774553782

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი პატრიარქის წინააღმდეგ კამპანიაზე: ეს არის მცდელობა, რომ ფსევდორელიგიური მიმდინარეობით ჩაანაცვლონ ეკლესია, ზუსტად ასე მოიქცნენ ბოლშევიკები

ეს არის მცდელობა, რომ ფსევდორელიგიური მიმდინარეობით ჩაანაცვლონ ეკლესია, ეს არის საერთო ჯამში მთელი სქემა, რაც ერთხელ ნანახი გვაქვს ამ ქვეყანაში ასი წლის წინ, ზუსტად ასე მოიქცნენ ბოლშევიკები - განაცხად...

შალვა პაპუაშვილი

1774552158

სპორტი

საქართველოსა და ისრაელს შორის ამხანაგური მატჩი ფრედ დასრულდა

საქართველოსა და ისრაელს შორის ამხანაგური მატჩი ფრედ - 2:2 დასრულდა. საქართველო: მამარდაშვილი, ლოჩოშვილი, ბერიაშვილი, გადრანი (კვერნაძე 75), წიტაიშვილი, მამაგეიშვილი, მექვაბიშვილი (მამუჩაშვილი 75), გაგ...

ფრეფრე ფრე

1774549995

საზოგადოება

2:2 - ისრაელის საფეხბურთო ნაკრებმა შედეგი გაათანაბრა

2:2 - ისრაელის საფეხბურთო ნაკრებმა საქართველოსთან დაპირისპირებაში შედეგი გაათანაბრა. საქართველოს ეროვნული ნაკრები წლის პირველ შეხვედრას მართავს. ვილი სანიოლის გუნდი თბილისში, „მიხეილ მესხი“ არენაზე ის...

ფეხბურთი ფეხბურთი

1774547248

სპორტი

1:0 - საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ისრაელის ნაკრებთან დაწინაურდა

1:0 - საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ისრაელის ნაკრებთან დაწინაურდა. გოლი გუნდის კაპიტანმა, ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა. საქართველოს ეროვნული ნაკრები წლის პირველ შეხვედრას მართავს. ვილი სანიოლი...

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო