შალვა პაპუაშვილი ბაჩო ახალაიაზე: სამართლებრივი შეფასება მიეცემა ამ ყველაფერს, პოლიტიკურად კი ყველა ვხვდებით, რომ ესენი არიან მოძალადეები, რომლებიც თავის დროზე თავზე დაასვეს ქართველ ხალხს
სამართლებრივი შეფასება მიეცემა ამ ყველაფერს, პოლიტიკურად კი ყველა ყველაფერს ვხვდებით, რომ ეს ხალხი არიან მოძალადეები, რომლებიც თავის დროზე თავზე დაასვეს ქართველ ხალხს, ძალადობრივი რეჟიმი ჩამოაყალიბებინეს. წამების სისტემა, რომელიც შეიქმნა ციხეებში, ბიზნესის რეკეტი, მედიის შევიწროება, ეს ყველაფერი ხდებოდა საზღვარგარეთიდან ხელდასხმით, - აღნიშნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბაჩო ახალიას განცხადებასთან დაკავშირებით, რომ „ყველაფერი უნდა გაკეთდეს ხელისუფლების დასამხობად“.
პაპუაშვილის თქმით, რადიკალური ჯგუფების ძალადობრივი ქმედებები წახალისებული და დაფინანსებულია ბრიუსელის მხრიდან.
„4 ოქტომბრის „დამხობის შეკრება“ მხარდაჭერილი იყო ევროკავშირის მხრიდან. ვერ დაგვამხვეს და ამის შემდეგ გაიტრუნენ და ერთი დაგმობის სიტყვა არ მოგვისმენია ევროპელებისგან. სწორედ ეს სიჩუმე არის შემდეგ წამაქეზებელი ძალადობისა. წერილიც კი მაქვს მიწერილი ევროკავშირის ელჩისთვის, როდესაც პარლამენტის წევრებზე იყო თავდასხმა, მაშინ მივწერე, რომ თუ არ იქნება საჯარო, ღია დაგმობა ამ თავდასხმებისა, ეს გაგებული იქნება, როგორც წაქეზება შემდგომი ძალადობისა. ორი თვეც არ იყო გასული, როდესაც მარიამ ლაშხს თავს დაესხნენ ევროკავშირის მხარდაჭერილი ადამიანები მცირეწლოვან შვილებთან ერთად. ამის შემდეგ კიდევ ერთხელ მივწერე წერილი, აი, ხომ ხედავთ, რომ არ გმობთ, ეს შემდეგ ძალადობას იწვევს. იცით, რა გააკეთა ევროკავშირის ელჩმა?! - არაფერი.
სწორედ ეს არის სინამდვილეში, რაც არის სურვილი, რომ ექსტრემიზმი, რადიკალიზმი, მუდმივი შფოთი ჰქონდეთ შემოტანილი საზოგადოებაში. ხელისუფლების დამხობა, არაღიარება ხელისუფლების ორგანოების, კონსტიტუციის ამის ნორმალიზება მოახდინონ. დღეს, რასაც აკეთებს ევროკავშირი საქართველოში, ეს არის ცივილიზაციური ტრაგედია ევროპის“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
1774601105
ახალი ამბებიპაპუაშვილი ეკლესიის დისკრედიტაციის მცდელობაზე: ეს არის სინამდვილეში ლამის რელიგიური ომი იმისთვის, რომ საკუთარი იდეოლოგიით ჩაანაცვლონ საქართველოში ის სულიერი საყრდენი, რომელმაც საუკუნეები გამოგვატარა
ეს არის სინამდვილეში ლამის რელიგიური ომი იმისთვის, რომ საკუთარი იდეოლოგიით ჩაანაცვლონ საქართველოში ის სულიერი საყრდენი, რომელმაც საუკუნეები გამოგვატარა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე...
1774600137
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ხოშტარია და მსგავსი ადამიანები არიან პირადი პატიმრები ჰელსინკის კომისიის და მსგავსი ორგანიზაციების, აქეზებენ მათ დანაშაულისკენ, რომ შემდეგ მოაწყონ განხილვები
ხოშტარია და მსგავსი ადამიანები არიან პირადი პატიმრები ჰელსინკის კომისიის და მსგავსი ორგანიზაციების, აქეზებენ მათ დანაშაულისკენ, რომ შემდეგ მოაწყონ განხილვები, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვ...
1774598445
ახალი ამბებიიუსტიციის სახლის 15 ფილიალი 28 და 29 მარტს სპეციალურ რეჟიმში იმუშავებს
ბიზნესსუბიექტებისთვის სარეგისტრაციო მონაცემების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობაში მოყვანის ვადის 1-ელ აპრილს ამოწურვასთან დაკავშირებით, იუსტიციის სახლის 15 ფილიალი 28 და 29 მარტს...
1774596626
ახალი ამბებიაღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს რკინიგზა 8-დან 14 აპრილის ჩათვლით, რეისებს ამატებს - იხილეთ კონკრეტული გრაფიკი და მიმართულებები
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, საქართველოს რკინიგზა 8 აპრილიდან 14 აპრილის ჩათვლით, რეისებს ამატებს. მათი ინფორმაციით, რეისები შემდეგ მიმართულებებს დაემატება: თბილი...
1774595643
ახალი ამბებიფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის უკანონოდ შემოტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის საბაჟო წეს...




























