გიორგი კალანდარიშვილი საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა საერთაშორისო კონფერენციაზე სახელწოდებით „საერთაშორისო თანამშრომლობა არჩევნების ადმინისტრირებაში – ციფრული ინოვაცია, შესაძლებლობების განვითარება და ინსტიტუციური სწავლება“, საარჩევნო ადმინისტრაციის გამოცდილებაზე ისაუბრა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, საერთაშორისო კონფერენცია სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ორგანიზებით ერევანში გაიმართა და მასში საარჩევნო ორგანოების მსოფლიო ასოციაციის (A-WEB) აღმასრულებელი საბჭოს წევრი ქვეყნების, ასევე სხვადასხვა ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები მონაწილეობდნენ.
კონფერენციას საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციიდან ცესკოს თავმჯდომარესთან ერთად კომისიის მდივანი გიორგი ჯავახიშვილი და წევრები გიორგი ძაგანია და არჩილ ანასაშვილი დაესწრნენ. მათ აქტიური მონაწილეობა მიიღეს პანელურ დისკუსიაში სესიაზე „შესაძლებლობების განვითარება და ინსტიტუციური თანამშრომლობა“, სადაც გიორგი კალანდარიშვილმა, როგორც მთავარმა მომხსენებელმა, პრეზენტაცია წარადგინა და საარჩევნო სისტემების გაძლიერებაში საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა.
კონფერენციის მონაწილეებმა ასევე განიხილეს არაერთი მნიშვნელოვანი საარჩევნო საკითხი. მათ შორის, კონფერენციის ერთ-ერთი სესია დაეთმო ციფრულ ტრანსფორმაციას არჩევნების ადმინისტრირებაში. განიხილეს ის ციფრული ინსტრუმენტები და ტექნოლოგიური საშუალებები, რომლებიც მონაწილე ქვეყნებმა დანერგეს საარჩევნო სისტემებში, ისაუბრეს მათი გამოყენების შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე.
ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები სომხეთში დაგეგმილი არჩევნების სამზადისსაც გაეცნენ. სომხეთის საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელებისგან მიიღეს ინფორმაცია და განიხილეს არჩევნების ადმინისტრირების საკითხები.
საქართველოს ცესკოს დელეგაციამ შეხვედრები ამავდროულად გამართა სხვადასხვა ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლებთან, სადაც საარჩევნო ადმინისტრაციების წინაშე არსებული გამოწვევები, საჭიროებები და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
საერთაშორისო კონფერენცია ერევანში 25 მარტს გაიმართა.
1774602522
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი ბაჩო ახალაიაზე: სამართლებრივი შეფასება მიეცემა ამ ყველაფერს, პოლიტიკურად კი ყველა ვხვდებით, რომ ესენი არიან მოძალადეები, რომლებიც თავის დროზე თავზე დაასვეს ქართველ ხალხს
სამართლებრივი შეფასება მიეცემა ამ ყველაფერს, პოლიტიკურად კი ყველა ყველაფერს ვხვდებით, რომ ეს ხალხი არიან მოძალადეები, რომლებიც თავის დროზე თავზე დაასვეს ქართველ ხალხს, ძალადობრივი რეჟიმი ჩამოაყალიბები...
1774601242
ახალი ამბებიფსიქოტროპული მედიკამენტების ელექტრონული რეცეპტის გაცემის წესში ცვლილებები შევიდა - ახალი წესი 1-ელი აპრილიდან ამოქმედდება
ფსიქოტროპული მედიკამენტების რეფორმის ფარგლებში, მედიკამენტების ელექტრონული რეცეპტის გაცემის წესში ცვლილებები შევიდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ახალ...
1774601105
ახალი ამბებიპაპუაშვილი ეკლესიის დისკრედიტაციის მცდელობაზე: ეს არის სინამდვილეში ლამის რელიგიური ომი იმისთვის, რომ საკუთარი იდეოლოგიით ჩაანაცვლონ საქართველოში ის სულიერი საყრდენი, რომელმაც საუკუნეები გამოგვატარა
ეს არის სინამდვილეში ლამის რელიგიური ომი იმისთვის, რომ საკუთარი იდეოლოგიით ჩაანაცვლონ საქართველოში ის სულიერი საყრდენი, რომელმაც საუკუნეები გამოგვატარა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე...
1774600137
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ხოშტარია და მსგავსი ადამიანები არიან პირადი პატიმრები ჰელსინკის კომისიის და მსგავსი ორგანიზაციების, აქეზებენ მათ დანაშაულისკენ, რომ შემდეგ მოაწყონ განხილვები
ხოშტარია და მსგავსი ადამიანები არიან პირადი პატიმრები ჰელსინკის კომისიის და მსგავსი ორგანიზაციების, აქეზებენ მათ დანაშაულისკენ, რომ შემდეგ მოაწყონ განხილვები, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვ...
1774598445
ახალი ამბებიიუსტიციის სახლის 15 ფილიალი 28 და 29 მარტს სპეციალურ რეჟიმში იმუშავებს
ბიზნესსუბიექტებისთვის სარეგისტრაციო მონაცემების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობაში მოყვანის ვადის 1-ელ აპრილს ამოწურვასთან დაკავშირებით, იუსტიციის სახლის 15 ფილიალი 28 და 29 მარტს...





























