მარიამ ქვრივიშვილი: მსოფლიო მთავრობათა სამიტში მონაწილეობა მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, რომ ღირსეულად წარვადგინოთ საქართველოს პოტენციალი, განსაკუთრებით საინვესტიციო მიმართულებით
საქართველოს მონაწილეობა მსოფლიო მთავრობათა სამიტში მორიგი მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, რომ ღირსეულად წარვადგინოთ ჩვენი ქვეყნის პოტენციალი, განსაკუთრებით საინვესტიციო მიმართულებით, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.
დუბაიში მიმდინარე მსოფლიო მთავრობათა სამიტში საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით მონაწილეობს. მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს დელეგაციის ვიზიტი მრავალმხრივ მნიშვნელოვანია.
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას გამხსნელი სიტყვის ფარგლებში ის პროგრესი და წარმატება გააცნო, რომელიც საქართველოს აქვს ეკონომიკის და სხვა არაერთი მიმართულებით, ასევე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ისაუბრა.
მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში საქართველოს დელეგაციამ რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა როგორც მსოფლიო ლიდერებთან, ისე არსებულ და პოტენციურ ინვესტორებთან, კერძო სექტორის წარმომადგენლებთან. მათ შორის, საქართველოს დელეგაციის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს სამიტის ფარგლებში გამართულ მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაში თემაზე - ინვესტიციების მომავალი.
„ეს ჩვენთვის მორიგი შესაძლებლობაა, რომ დავაინტერესოთ პოტენციური ინვესტორები - საქართველოში განახორციელონ ინვესტიციები. მეორე მხრივ შეხვედრები გვქონდა მსოფლიო ლიდერებთან, ხელისუფლებათა წარმომადგენლებთან, სადაც ვისაუბრეთ ქვეყნებს შორის ურთიერთობების, განსაკუთრებით სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გამყარებაზე“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
1770195910
ახალი ამბებისურსათის ეროვნული სააგენტო თბილისში კვების ობიექტებს ამოწმებს
სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორები დედაქალაქში არსებულ საზოგადოებრივი კვების ობიექტებს ამოწმებენ. როგორც სააგენტოს განცხადებაშია აღნიშნული, მიმდინარე კვირას სახელმწიფო კონ...
1770195228
ახალი ამბებიდავით ჩიხელიძე: ქართული ოპოზიციის ქმედებები გერმანული სტანდარტით დასჯადია, რადგან მათი საქმიანობა კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა - თუ ვამბობთ, რომ გვინდა ევროპული სახელმწიფო, მაშინ ევროპული პასუხისმგებლობაც უნდა მივიღოთ
გერმანია ხშირად მოიხსენიება, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტების დაცვის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მაგალითი. დემოკრატია არ ნიშნავს ქაოსს, სახელმწიფოს პარალიზებას, ან არჩეული ხელისუფლების მუდმივ დელეგიტიმ...
1770194307
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: ჩვენ არ ვართ კლასში და ჯგუფხელები არ არიან არც შვედეთი, არც დანია, არც გერმანია, არც საფრანგეთი ადა არც არავინ. დიდ-პატარაობა არ არის წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგში
ჩვენ არ ვართ კლასში და ჯგუფხელები არ არიან არც შვედეთი, არც დანია, არც გერმანია, არც საფრანგეთი ადა არც არავინ. დიდ-პატარაობა არ არის წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგში, - განაცხადა საქართველოს...
1770193435
ახალი ამბებიპაპუაშვილი გახარიას პარტიაზე: ბაქიბუქობენ სხვა პლატფორმებზე, აბა, თუ ბიჭები ხართ, დებატები იყოსო და შეთავაზებაც იყო, მათი მხრიდან თანხმობაც, გაისმა ზარი ბერლინიდან და ჩახსნეს
ბაქიბუქობენ სხვა პლატფორმებზე, აბა, თუ ბიჭები ხართ, დებატები იყოსო და შეთავაზებაც იყო, მათი მხრიდან თანხმობაც. გაისმა ზარი ბერლინიდან და ჩახსნეს [დებატებზე], - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდ...
1770192778
საზოგადოებასაქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს შაიხა ნასერ ალ ნოვაისს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს შაიხა ნასერ ალ ნოვაისს შეხვდა, - ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. უწყების ცნობით,...



























