შალვა პაპუაშვილი: ჩვენ არ ვართ კლასში და ჯგუფხელები არ არიან არც შვედეთი, არც დანია, არც გერმანია, არც საფრანგეთი ადა არც არავინ. დიდ-პატარაობა არ არის წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგში

ჩვენ არ ვართ კლასში და ჯგუფხელები არ არიან არც შვედეთი, არც დანია, არც გერმანია, არც საფრანგეთი ადა არც არავინ. დიდ-პატარაობა არ არის წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგში, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა კითხვის საპასუხოდ ითანამშრომლებდა თუ არა ეუთოს ქვეყნებთან, როდესაც ისინი ჩამოვლენ საქართველოში.

პაპუაშვილის თქმით, როდესაც შვედეთი ცდილობს საქართველოს მენტორობას, ცხვირაწეული ესაუბრება და ჭკუას ასწავლის რაღაც მიმართულებებით, რატომ არ უნდა მიუთითოს საქართველომ იმ ხარვეზებზე, რომელიც მათ ქვეყანაშია.

„როდესაც შვედეთი ცდილობს საქართველოს მენტორობას, ცხვირაწეული გვესაუბრება და ჭკუას გვასწავლის რაღაც მიმართულებებით, რატომ უნდა ვასწავლებინოთ ჭკუა სხვებს და რატომ არ უნდა მივუთითოთ იმ ხარვეზებზე, რომელიც მათ ქვეყნებში არის. ჩვენ ყველას მივუთითებთ იმ ხარვეზებზე და მოვითხოვთ კიდევაც რა რეაგირება იქნება ამაზე.

ჩვენ ან ავყვებით იმ მცირე უსამშობლოების ჯგუფს, რომლებიც ამბობენ, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ საკავშირო რესპუბლიკის დონეზე, როგორც საბჭოთა კავშირში ვიყავით და საბჭოთა მოსკოვიდან ჭკუას გვასწავლიდნენ, ან ასე წარმოგვიდგენია ევროკავშირი, ან ჩვენ ვიქცევით როგორც დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო, რომელიც უპირველეს ყოვლისა ითხოვს, რომ პატივი სცენ მის სახელმწიფოებრიობას. შეშფოთებული ვართ არა მხოლოდ შვედეთის, არამედ სხვების მიმართაც“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1770195228

ახალი ამბები

დავით ჩიხელიძე: ქართული ოპოზიციის ქმედებები გერმანული სტანდარტით დასჯადია, რადგან მათი საქმიანობა კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა - თუ ვამბობთ, რომ გვინდა ევროპული სახელმწიფო, მაშინ ევროპული პასუხისმგებლობაც უნდა მივიღოთ

გერმანია ხშირად მოიხსენიება, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტების დაცვის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მაგალითი. დემოკრატია არ ნიშნავს ქაოსს, სახელმწიფოს პარალიზებას, ან არჩეული ხელისუფლების მუდმივ დელეგიტიმ...

დავით ჩიხელიძე

1770193435

ახალი ამბები

პაპუაშვილი გახარიას პარტიაზე: ბაქიბუქობენ სხვა პლატფორმებზე, აბა, თუ ბიჭები ხართ, დებატები იყოსო და შეთავაზებაც იყო, მათი მხრიდან თანხმობაც, გაისმა ზარი ბერლინიდან და ჩახსნეს

ბაქიბუქობენ სხვა პლატფორმებზე, აბა, თუ ბიჭები ხართ, დებატები იყოსო და შეთავაზებაც იყო, მათი მხრიდან თანხმობაც. გაისმა ზარი ბერლინიდან და ჩახსნეს [დებატებზე], - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდ...

შალვა პაპუაშვილი

1770192778

საზოგადოება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს შაიხა ნასერ ალ ნოვაისს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს შაიხა ნასერ ალ ნოვაისს შეხვდა, - ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. უწყების ცნობით,...

ირაკლი კობახიძე

1770191921

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: არსებობს მზაობა ჩვენი მხრიდან ურთიერთობის გადატვირთვასთან დაკავშირებით, რომ დავივიწყოთ ის მავნე პრაქტიკა, რომელსაც აშშ-ის წინა ადმინისტრაცია ქართველი ხალხის წინააღმდეგ აწარმოებდა

არსებობს მზაობა ჩვენი მხრიდან ურთიერთობის გადატვირთვასთან დაკავშირებით, რომ დავივიწყოთ ის მავნე პრაქტიკა, რომელსაც წინა ადმინისტრაცია ქართველი ხალხის წინააღმდეგ აწარმოებდა. მათ შორის ქართულ არჩევნებში...

შალვა პაპუაშვილი

1770191541

ახალი ამბები

ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების ჩაუბარებლობის შემთხვევაში, აღნიშნული გადაწყვეტილება გამოქვეყნდება, 30-ე დღეს კი ჩაბარებულად ჩაითვლება

თუ პირი ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს დადგენილი წესით, ეს გადაწყვეტილება გამოქვეყნდება მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და მისი გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს...

კახა კალაძე