დავით ჩიხელიძე: ქართული ოპოზიციის ქმედებები გერმანული სტანდარტით დასჯადია, რადგან მათი საქმიანობა კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა - თუ ვამბობთ, რომ გვინდა ევროპული სახელმწიფო, მაშინ ევროპული პასუხისმგებლობაც უნდა მივიღოთ

გერმანია ხშირად მოიხსენიება, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტების დაცვის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მაგალითი. დემოკრატია არ ნიშნავს ქაოსს, სახელმწიფოს პარალიზებას, ან არჩეული ხელისუფლების მუდმივ დელეგიტიმაციას. პირიქით, დემოკრატია ნიშნავს წესებზე დაფუძნებულ პოლიტიკურ პროცესს, სადაც ყველა აქტორი ვალდებულია, იმოქმედოს კონსტიტუციური ჩარჩოს ფარგლებში, - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

როგორც ექსპერტი აღნიშნავს, გერმანიაში არაერთი შემთხვევა ყოფილა, როდესაც პოლიტიკური პარტია, ან ორგანიზაცია აიკრძალა, მიზეზებს შორის კი სახელმწიფო წესრიგისადმი მტრული ქმედებები იყო, რაც გულისხმობს ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლების არაღიარებას, ინსტიტუტების ბოიკოტს, პარალელური სტრუქტურების შექმნას და სისტემურ დესტრუქციას.

მისი შეფასებით, ქართული ოპოზიციის ქმედებები გერმანული სტანდარტით დასჯადია, რადგან მათი საქმიანობა კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა.

„გერმანია ხშირად მოიხსენიება, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტების დაცვის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მაგალითი. დემოკრატია არ ნიშნავს ქაოსს, სახელმწიფოს პარალიზებას, ან არჩეული ხელისუფლების მუდმივ დელეგიტიმაციას. პირიქით, დემოკრატია ნიშნავს წესებზე დაფუძნებულ პოლიტიკურ პროცესს, სადაც ყველა აქტორი ვალდებულია, იმოქმედოს კონსტიტუციური ჩარჩოს ფარგლებში.

გერმანიაში არაერთი შემთხვევა ყოფილა, როდესაც პოლიტიკური პარტია, ან ორგანიზაცია აიკრძალა. მიზეზთა შორის კი სახელმწიფო წესრიგისადმი მტრული ქმედებები იყო: ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლების არაღიარება, ინსტიტუტების ბოიკოტი, პარალელური სტრუქტურების შექმნა და სისტემური დესტრუქცია.

ამ ფონზე ბუნებრივად ჩნდება კითხვა: რატომ არ უნდა იმოქმედოს საქართველომ მსგავსი ლოგიკით? დღეს ჩვენ ვხედავთ ოპოზიციურ ჯგუფებს, რომლებიც უარს აცხადებენ პარლამენტში მუშაობაზე, ბოიკოტს უცხადებენ საკანონმდებლო პროცესს, ქუჩაში „პარალელურ პოლიტიკას“ აწარმოებენ, აყალიბებენ ე.წ. მინისტრთა კაბინეტებს და ცხოვრობენ გამოგონილ პოლიტიკურ რეალობაში. ვხედავთ პირებს, რომლებიც საკუთარ თავს პრეზიდენტად და ქვეყნის მთავარსარდლად მოიხსენიებენ.

ქართული ოპოზიციის ქმედებები გერმანული სტანდარტით დასჯადია, რადგან მათი საქმიანობა კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა. თუ ჩვენ მუდმივად ვამბობთ, რომ გვინდა ევროპული სახელმწიფო, მაშინ ევროპული პასუხისმგებლობაც უნდა მივიღოთ.

ოპოზიციის ერთი შეხედვით არაფრისმომცემი „პერფორმანსები“ და უწყვეტი აქციები აზიანებს ქვეყანას. ზარალდება ეკონომიკა, ინვესტორთა ნდობა და ზოგადად სახელმწიფო სტაბილურობა. მიუხედავად ამისა, საქართველოს ეკონომიკას თითქმის ორნიშნა ზრდა აქვს, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ დესტრუქციის გარეშე ეს ზრდა გაცილებით მაღალი იქნებოდა და სარგებელს ისევ ქართველი ხალხი მიიღებდა.

მნიშვნელოვანია, მკაფიოდ ითქვას: გარკვეული ჯგუფების აკრძალვა, ან პოლიტიკური პროცესიდან ჩამოშორება არ ნიშნავს დემოკრატიის დაზიანებას. დემოკრატია არ არის რევოლუციების მუდმივი მცდელობა და სახელმწიფოს ტურბულენტურ ზონაში ყოფნა, დემოკრატია არის დიალოგი, აზრთა მრავალფეროვნება, რაც ინსტიტუციურ სივრცეში, პარლამენტში, საკრებულოებში, კანონმდებლობის ფარგლებში უნდა ხორციელდებოდეს“, - წერს ჩიხელიძე.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1770194307

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: ჩვენ არ ვართ კლასში და ჯგუფხელები არ არიან არც შვედეთი, არც დანია, არც გერმანია, არც საფრანგეთი ადა არც არავინ. დიდ-პატარაობა არ არის წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგში

ჩვენ არ ვართ კლასში და ჯგუფხელები არ არიან არც შვედეთი, არც დანია, არც გერმანია, არც საფრანგეთი ადა არც არავინ. დიდ-პატარაობა არ არის წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგში, - განაცხადა საქართველოს...

შალვა პაპუაშვილი

1770193435

ახალი ამბები

პაპუაშვილი გახარიას პარტიაზე: ბაქიბუქობენ სხვა პლატფორმებზე, აბა, თუ ბიჭები ხართ, დებატები იყოსო და შეთავაზებაც იყო, მათი მხრიდან თანხმობაც, გაისმა ზარი ბერლინიდან და ჩახსნეს

ბაქიბუქობენ სხვა პლატფორმებზე, აბა, თუ ბიჭები ხართ, დებატები იყოსო და შეთავაზებაც იყო, მათი მხრიდან თანხმობაც. გაისმა ზარი ბერლინიდან და ჩახსნეს [დებატებზე], - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდ...

შალვა პაპუაშვილი

1770192778

საზოგადოება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს შაიხა ნასერ ალ ნოვაისს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს შაიხა ნასერ ალ ნოვაისს შეხვდა, - ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. უწყების ცნობით,...

ირაკლი კობახიძე

1770191921

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: არსებობს მზაობა ჩვენი მხრიდან ურთიერთობის გადატვირთვასთან დაკავშირებით, რომ დავივიწყოთ ის მავნე პრაქტიკა, რომელსაც აშშ-ის წინა ადმინისტრაცია ქართველი ხალხის წინააღმდეგ აწარმოებდა

არსებობს მზაობა ჩვენი მხრიდან ურთიერთობის გადატვირთვასთან დაკავშირებით, რომ დავივიწყოთ ის მავნე პრაქტიკა, რომელსაც წინა ადმინისტრაცია ქართველი ხალხის წინააღმდეგ აწარმოებდა. მათ შორის ქართულ არჩევნებში...

შალვა პაპუაშვილი

1770191541

ახალი ამბები

ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების ჩაუბარებლობის შემთხვევაში, აღნიშნული გადაწყვეტილება გამოქვეყნდება, 30-ე დღეს კი ჩაბარებულად ჩაითვლება

თუ პირი ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს დადგენილი წესით, ეს გადაწყვეტილება გამოქვეყნდება მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და მისი გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს...

კახა კალაძე