სურსათის ეროვნული სააგენტო თბილისში კვების ობიექტებს ამოწმებს

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორები დედაქალაქში არსებულ საზოგადოებრივი კვების ობიექტებს ამოწმებენ.

როგორც სააგენტოს განცხადებაშია აღნიშნული, მიმდინარე კვირას სახელმწიფო კონტროლი განხორციელდა 13 კვების ობიექტის სამზარეულოში. სხვადასხვა სამართალდარღვევა გამოვლინდა 10 ობიექტში; 8 შემთხვევაში დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები, ძირითადად, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების, მიკვლევადობის და ეტიკეტირების წესის დარღვევა.

„ბიზნესოპერატორები კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმდნენ და საწარმოო პროცესი შეუჩერდათ.

ინსპექტირების პროცესში სააგენტოს ინსპექტორებმა ბიზნესოპერატორებს განუმარტეს კანონმდებლობით გათვალისწინებული სავალდებულო მოთხოვნები.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებლებს, დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, ინფორმაცია დატოვონ ცხელ ხაზზე - 15-01. ერთობლივი მონიტორინგი და მოსახლეობის აქტიური ჩართულობა სურსათის ეროვნულ სააგენტოს საშუალებას მისცემს, დროულად გამოავლინოს და აღმოფხვრას შეუსაბამობები“, - ნათქვამია განცხადებაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1770195931

საზოგადოება

მარიამ ქვრივიშვილი: მსოფლიო მთავრობათა სამიტში მონაწილეობა მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, რომ ღირსეულად წარვადგინოთ საქართველოს პოტენციალი, განსაკუთრებით საინვესტიციო მიმართულებით

საქართველოს მონაწილეობა მსოფლიო მთავრობათა სამიტში მორიგი მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, რომ ღირსეულად წარვადგინოთ ჩვენი ქვეყნის პოტენციალი, განსაკუთრებით საინვესტიციო მიმართულებით, - განაცხადა ეკონომიკ...

მარიამ ქვრივიშვილ

1770195228

ახალი ამბები

დავით ჩიხელიძე: ქართული ოპოზიციის ქმედებები გერმანული სტანდარტით დასჯადია, რადგან მათი საქმიანობა კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა - თუ ვამბობთ, რომ გვინდა ევროპული სახელმწიფო, მაშინ ევროპული პასუხისმგებლობაც უნდა მივიღოთ

გერმანია ხშირად მოიხსენიება, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტების დაცვის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მაგალითი. დემოკრატია არ ნიშნავს ქაოსს, სახელმწიფოს პარალიზებას, ან არჩეული ხელისუფლების მუდმივ დელეგიტიმ...

დავით ჩიხელიძე

1770194307

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: ჩვენ არ ვართ კლასში და ჯგუფხელები არ არიან არც შვედეთი, არც დანია, არც გერმანია, არც საფრანგეთი ადა არც არავინ. დიდ-პატარაობა არ არის წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგში

ჩვენ არ ვართ კლასში და ჯგუფხელები არ არიან არც შვედეთი, არც დანია, არც გერმანია, არც საფრანგეთი ადა არც არავინ. დიდ-პატარაობა არ არის წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგში, - განაცხადა საქართველოს...

შალვა პაპუაშვილი

1770193435

ახალი ამბები

პაპუაშვილი გახარიას პარტიაზე: ბაქიბუქობენ სხვა პლატფორმებზე, აბა, თუ ბიჭები ხართ, დებატები იყოსო და შეთავაზებაც იყო, მათი მხრიდან თანხმობაც, გაისმა ზარი ბერლინიდან და ჩახსნეს

ბაქიბუქობენ სხვა პლატფორმებზე, აბა, თუ ბიჭები ხართ, დებატები იყოსო და შეთავაზებაც იყო, მათი მხრიდან თანხმობაც. გაისმა ზარი ბერლინიდან და ჩახსნეს [დებატებზე], - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდ...

შალვა პაპუაშვილი

1770192778

საზოგადოება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს შაიხა ნასერ ალ ნოვაისს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს შაიხა ნასერ ალ ნოვაისს შეხვდა, - ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. უწყების ცნობით,...

ირაკლი კობახიძე