„აგვისტოს ომის შედეგებს დღემდე მწვავედ განიცდის როგორც ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილი, ისე გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა“ - ნინო ლომჯარია

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ 14 წელი გავიდა, თუმცა მის შედეგებს დღემდე მწვავედ განიცდის როგორც ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილი, ისე გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა, - ამის შესახებ განცხადებას საქართველოს სახალხო დამცველი აკეთებს.

ნინო ლომჯარიას თქმით, მძიმეა იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობაც, რომელთაც კვლავ არ ეძლევათ საკუთარ სახლებში დაბრუნების შესაძლებლობა.

„1990 წლებისა და 2008 წლის კონფლიქტების შედეგად, საქართველოში 289 925 იძულებით გადაადგილებული პირია რეგისტრირებული.   უფრო და უფრო მძიმდება ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის პირთა დაკავებების უკანონო პრაქტიკა. წინა წლებისგან განსხვავებით, როდესაც საოკუპაციო რეჟიმი დაკავებულებისათვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის დადგენითა და შესაბამისი ჯარიმის დაკისრებით შემოიფარგლებოდა, ბოლო პერიოდში გახშირდა გრძელვადიანი უკანონო პატიმრობის შემთხვევები. ამის ნათელი მაგალითია 2022 წლის 26 ივლისს საქართველოს მოქალაქის ქრისტინე თაკალანძის უკანონო დაკავების ფაქტი. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თაკალანძეს „საქართველოს სპეცსამსახურების სასარგებლოდ ჯაშუშობა“ ედება ბრალად. ასევე, აღსანიშნავია წინა წლებში ვაჟა გაფრინდაშვილის, გენადი ბესტაევის, ირაკლი ბებუას, ხვიჩა მღებრიშვილის, ზაზა გახელაძის, ვლადიმერ კანიაშვილის, კახაბერ ნათაძის, მამუკა ჩხიკვაძის, ზაზა მეგრელიშვილის, თამაზ გოგიჩაშვილის და ლაშა ხეთერელის და სხვათა დაკავების შემთხვევები. 

ოფიციალური მონაცემებით, 2009 წლიდან 2021 წლამდე საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის 3 285 ადამიანი დააკავა. მათგან, 1 325 ოკუპირებული აფხაზეთის, ხოლო 1 960 ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით.  მოქალაქეთა უკანონო დაკავებებთან ერთად, ხშირია ოკუპირებული ტერიტორიების დროებით დაკავების იზოლატორებსა თუ საპყრობილეებში პატიმართა ცემის, არასათანადო მოპყრობის და წამების ფაქტები; მაგალითად, როგორიცაა გენადი ბესტაევის, ანრი ატეიბას და ხვიჩა მღებრიშვილის შემთხვევები. 

ოკუპირებულ ტერიტორიებზე მძიმე ვითარებაა მშობლიურ ენაზე განათლების ხელმისაწვდომობის თვალსაზრისითაც. ოკუპირებული გალის დე ფაქტო განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, სრულად აიკრძალა ქართულ ენაზე სწავლება, მათ შორის, მე-11 კლასშიც და მშობლიური ენა უცხო ენისა და ლიტერატურის საგნად გადაკეთდა. რაც შეეხება ოკუპირებულ ახალგორს, 2021-2022 სასწავლო წელს, მოსწავლეების არ არსებობის გამო, 1 ქართული სკოლა დაიხურა. მოქმედი 6 ქართული სკოლიდან, 5-ში ქართულ ენაზე მხოლოდ 9-11 კლასებში ისწავლება. საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაწესებული ბარიერების გამო, წლიდან წლამდე მცირდება მოსწავლეების რაოდენობა ორივე ოკუპირებულ რეგიონში. განათლების უფლების რეალიზების კუთხით არსებულ გამოწვევებზე სახალხო დამცველი, წლებია თავის ყოველწლიურ ანგარიშებში დეტალურად საუბრობს.  საოკუპაციო რეჟიმის მიერ განხორციელებული მსგავსი უკანონო ქმედებები უხეშად არღვევს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის უფლებებსა და თავისუფლებებს.

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებითა და ჩართულობით გააძლიეროს ზეწოლა ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ადამიანების უფლებების დასაცავად, მათ შორის საქართველოს მოქალაქე, ქრისტინე თაკალანძის დროულად გასათავისუფლებლად.  საქართველოს არაკონტროლირებად ტერიტორიებზე ჩადენილი ადამიანის უფლებების დარღვევების გამო, საერთაშორისო სტანდარტებით, დე ფაქტო ხელისუფლებებთან ერთად, პასუხისმგებლობა ასევე ეკისრება რუსეთის ფედერაციას, როგორც ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ სახელმწიფოს. ცხინვალის რეგიონის და აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთის მიერ განგრძობადად ეფექტური კონტროლის განხორციელების ფაქტს და შესაბამისად, რუსეთის პასუხისმგებლობას ამ ტერიტორიებზე ჩადენილი ადამიანის უფლებების დარღვევების გამო, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოც ადასტურებს, თავისი 2021 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებით საქმეზე საქართველო რუსეთის წინააღმდეგ II.“ - წერია სახალხო დამცველის განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵 „გვახსოვს რუსული ჯარის საქართველოში შემოჭრა“ - აშშ-ს საელჩო რუსეთ-საქართველოს ომის 14 წლისთავთან დაკავშირებით ვიდეოს აქვეყნებს

🔵 ჩვენ გვახსოვს და ვგმობთ 2008 წელს საქართველოში რუსეთის ცინიკურ შეჭრას - ლატვიის საგარეო უწყება

🔵 უკრაინა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - უკრაინის საგარეო უწყება

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794727540

ახალი ამბები

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ს...

 დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

1794725695

ახალი ამბები

სამეგრელოს პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებისთვის ძებნილი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზია...

პოლიციამ განზრახ მკვლელობა

1794723411

ახალი ამბები

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: არ მჯერა, რომ ნარკოტიკის გამყიდველი უნდა იჯდეს ციხეში, რადგან, არ მგონია, რომ ის დამნაშავეა, ჩემი აზრით, სახელმწიფოს საქმე საერთოდ არ არის ეს

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის განცხადებით, ნარკოტიკების გამყიდველი ციხეში არ უნდა იჯდეს. ამის შესახებ მან YOUTUBE- გადაცემა „სიტყვის ფასში“ რუსუდან ჯაბანიშვილთან ინტერვიუში განაცხადა. „მე არ მჯერა, რომ ნარკოტ...

პოლიტიკოსი

1794723354

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: დამოუკიდებლობის მნიშვნელობა მხოლოდ იმაში არ არის, რომ რუკაზე ცალკე სახელით ვართ მონიშნული, მისი მთავარი ღირებულებაა, გარე ჩარევის გარეშე რომ შეგვიძლია, ვაწარმოოთ ხალხისთვის კონკრეტული სარგებლის მომტანი პოლიტიკა

საქართველო ეკონომიკური ზრდის ტემპით არა უბრალოდ უსწრებს ევროკავშირის ყველა წევრ და კანდიდატ ქვეყანას, არამედ უსწრებს რამდენჯერმე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აც...

შალვა პაპუაშვილ

1794722843

ახალი ამბები

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

15 ნოემბერს ქუთაისში წვიმიანი ამინდი იქნება, დღისით +24 და ღამით +14 გრადუსი დაფიქსირდება. ოზურგეთში მზიანი დღე იქნება. დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13 გრადუსი იქნება. ბათუმშიც მზიანი ამ...

ამინდი ამინდი