ახლა დაგიწერთ მემუარებს, მოვიდნენ ახალგაზრდები, მე უკვე არა ვარ პატარა - ამირან გამყრელიძე
9 წლის განმავლობაში უცვლელი ეპიდემიოლოგი თანამდებობიდან მიდის. ამირან გამყრელიძე რამდენიმე საათის წინ საკუთარ თანამშრომლებს დაემშვიდობა. თუმცა, მანამდე გამყრელიძე მის შემცვლელ თამარ გაბუნიას დახურულ კარს მიღმა ორი საათის განმავლობაში ხვდებოდა.
ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგი დღეს მინისტრსაც შეხვდა, რომელმაც მისი გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ მიიღო. დღეს არ სახელდება არც ის, თუ ვინ შეცვლის ამირან გამყრელიძეს და არც სავარაუდო კანდიდატების შესახებ არის რაიმე ცნობილი.
ამ ეტაპზე უცნობია ისიც, შეინარჩუნებენ თუ არა თანამდებობებს გამყრელიძის მოადგილეები.
ამირან გამყრელიძემ გუნდში დაპირისპირების არსებობა გამორიცხა:
"დროა უკვე, 10 წელია ვარ. კოვიდ პანდემია თანდათან უკან იხევს, დღევანდელი მონაცემებიც დამამშვიდებელია. არავითარი დაპირისპირება არ არის, ახალი გუნდია, ძალიან კარგია, მოვიდნენ ახალგაზრდები, მე უკვე არა ვარ პატარა, დიდი ხანია ჯანდაცვის სისტემაში ვარ. ახლა დაგიწერთ მემუარებს თუ გამიშვებთ, რომ როგორმე 2 თვე ცოტა დავისვენო. მერე დავბრუნდები, რამდენიმე უნივერსიტეტი მთხოვს, რომ ლექციები წავიკითხო. მე მაქვს ჩემი ძალიან კარგი სამეცნიერო ჯგუფი იმ დარგში, რითაც მე დავიწყე საექიმო მოღვაწეობა, ეს არის - ალერგია, ასთმა და იმუნოლოგია, ძალიან კარგ ახალგაზრდებს ვზრდით იქ და მე მგონია, რომ საქმე ბევრი მექნება. რა თქმა უნდა, ნოსტალგია ბევრი მექნება, მაგრამ ასე ჯობია დღეს," - აცხადებს ამირან გამყრელიძე.
დაპირისპირებას გამორიცხავს თამარ გაბუნიაც:
"არანაირი დაპირისპირება არ არის, არასწორი ინფორმაციაა გავრცელებული. მუშაობა მიდის ჩვეულებრივ რეჟიმში. გადაწყვეტილება ბატონმა ამირანმა თავად მიიღო. ვიდრე ახალი დირექტორის გამოვლენა მოხდება დადგენილი წესით, მე დროებით შევასრულებ მოვალეობას,"- ამბობს თამარ გაბუნია.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵9 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის - რა გელოდებათ დღეს?
🔵საბერძნეთი: 41 წლის ქართველ კაცს 12 ტყვია ესროლეს, რამდენიმე ტყვია მას გულ-მკერდის არეში მოხვდა
🔵„საქართველოს ამერიკაზე უკეთესი მეგობარი არ ჰყავს და ეს არ შეიცვლება“ - კელი დეგნანი
1793635990
ახალი ამბებიაჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის გამარჯვებულ პედაგოგებს შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, რეგიონის განათლების და სპორტის მინისტრთან მაია ხაჯიშვილთან ერთად, მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის გამარჯვებულ პედაგოგებს - მზიური შავაძესა და მირან...
1793633174
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: 4 ოქტომბერს დაკავებულ ადამიანებს პოლიტიკური პატიმრები უწოდეს, მაშინ როცა ნახევარზე მეტმა დანაშაული აღიარა
„კარგია, რომ 4 ოქტომბრის მონაწილეებმა გამოძიებასთან ითანამშრომლეს და თავიანთი დანაშაული აღიარეს“,– ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან მაჭავარიანმა განაცხადა. მისივე თქმით, ამ ფონზე კი...
1793630936
ახალი ამბებინინო წილოსანი: ანტისახელმწიფოებრივი, ანტიკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიები უნდა აიკრძალოს, ეს ასეულობით შემთხვევაში აქვს გაკეთებული ევროპის სხვადასხვა ქვეყანას, მათ შორის უკრაინას და მოლდოვას
„ანტისახელმწიფოებრივი, ანტიკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიები უნდა აიკრძალოს. ეს ასეულობით შემთხვევაში აქვს გაკეთებული ევროპის სხვადასხვა ქვეყანას, მათ შორის უკრაინას და მოლდოვას, თუმცა ვხედავთ ევროპიდ...
1793630392
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: დიპლომატიას აზრი სწორედ მაშინ აქვს, როდესაც ის ქვეყნისთვის რეალურ შედეგს ქმნის
„გილოცავთ დიპლომატის დღეს. ეს დღე კარგი შესაძლებლობაა, მადლობა გადავუხადოთ ყველა ქართველ დიპლომატს, ვინც სხვადასხვა ეპოქაში და სხვადასხვა ქვეყანაში საქართველოს ინტერესებს ემსახურებოდა და დღესაც ემსახუ...
1793630102
ახალი ამბებინინო წილოსანი: ევრობიუროკრატებმა სამართლიანი და კანონზომიერი შედეგი მიიღეს - მათ ათასობით დაკავებული და დაპატიმრებული დემონსტრანტი ჰყავთ
„სამართლიანი და კანონზომიერი შედეგი მიიღეს ევრობიუროკრატებმა“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა. წილოსანის თქმით, იგი ფიქრობს, რომ ამ...































