ნიკოლოზ სამხარაძე აცხადებს, რომ შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, საპარლამენტო დელეგაცია ბელგიასა და ლუქსემბურგს ეწვევა
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, საპარლამენტო დელეგაცია ბელგიასა და ლუქსემბურგს ეწვევა.
როგორც სამხარაძემ განაცხადა, გაიმართება შეხვედრები ევროპელ კოლეგებთან.
„გახსოვთ, რომ მე და ლევან მახაშვილი ბელგიასა და ლუქსემბურგში ვიზიტით ვიმყოფებოდით, საპარლამენტო ვიზიტი გვქონდა. ამ ვიზიტის დროს, ბელგიასა და ლუქსემბურგში პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი დაიგეგმა.
ჩვენთვის ეს კარგი შესაძლებლობაა, რომ როგორც ბელგიელ, ასევე ლუქსემბურგელ დეპუტატებს ვესაუბროთ იმ პრობლემებზე, რაც ჩვენ გვაქვს. ასევე, იმ წუხილებზე, რაც ევროკავშირთან მიმართებით გვაქვს. რა თქმა უნდა, მოვისმენთ გზავნილებს და ვისაუბრებთ იმ ხედვებზე, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს.
მიმაჩნია, რომ ასეთი ვიზიტი მნიშვნელოვანია და შესაძლებლობაა, ჩვენი ხმა და პოზიცია დავაფიქსიროთ ევროპელ კოლეგებთან. ეს არ არის კაია კალასი, რომელზეც მკითხეთ, რატომ არ გელაპარაკებიანო. მათ საქართველოს ხელისუფლება არ მოსწონთ. ჩვენ შევხვდებით ბელგიისა და ლუქსემბურგის ხელისუფლებებს“, - განაცხადა სამხარაძემ.
1788775182
ახალი ამბებილევან მახაშვილი „ნაცმოძრაობაზე“: სკამებისთვის და ძალაუფლებისთვის ბრძოლა მიმდინარეობს, თავის დროზე, საქართველო საკუთარი პირად ეგოებს და ინტერესებს გადააყოლეს
„რასაც ოპოზიციურ ფლანგზე ვაკვირდებით, არის მხილებასავით. გადის დღეები და შიგნით რა დინებებიც იყო, რა ცოდვებიც ჰქონდათ, სააშკარაოზე გამოაქვთ“, - ამის შესახებ ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევა...
1788775077
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე Columbia Group-ის პრეზიდენტს და აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე Columbia Group-ის პრეზიდენტს და აღმასრულებელ დირექტორს ანდრეას ჰაჯიპეტრუს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. საქართველოს საერთაშორისო ს...
1788773013
ახალი ამბებიკახა კალაძე დავით გარეჯის შესახებ ბრალდებებზე: აღნიშნულ საკითხს სერიოზულად არ უნდა შევხედოთ - სპეკულაციებია ხელისუფლების დაზიანების მიზნით
დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ბოლო დროს დავით გარეჯთან დაკავშირებით გავრცელებული ბრალდებები ეს არის სპეკულაციები საქართველოს ხელისუფლების დაზიანების მიზნით. როგორც კალაძემ დღეს ჟურნალისტე...
1788772133
ახალი ამბებიკახა კალაძე: დღეს, უბრალოდ ხელს კი არ ვაწერთ ხელშეკრულებას, არამედ ვიწყებთ ტრამვაის ხაზის პროექტს, რომელმაც თბილისის სატრანსპორტო ისტორიაში ახალი ფურცელი უნდა დაწეროს
დედაქალაქის საკრებულოში ტრამვაის ხაზის პროექტირება - მშენებლობის ხელშეკრულება ოფიციალურად გაფორმდა. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მხრიდან გენერალურმა დირექტორმა გიორგი შარკოვმა, ხოლო ერთობლივ საწარმ...
1788771628
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე: სტრასბურგის მიერ დადასტურებულია, რომ „ნაცმოძრაობას“ მწამებლური სისტემა ჰქონდა შექმნილი, ამ სისტემის წარმომადგენლები ახლა ადამიანების უფლებებზე საუბრობენ
„ნაციონალური მოძრაობა“ როცა გარდაცვლილ ადამიანებზე საუბრობს და ტრაგედიებით სპეკულირებს, ეს აჩვენებს, რომ „ნაცობა“ ამ ადამიანების მენტალური მდგომარეობაა. როგორც სვავი ვერ გადაეჩვება სისხლის სმას, ასე „...































