ალიევი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე: მადლიერები ვართ ჩვენი ქართველი მეგობრების, რომ უზრუნველყოფენ ძალიან მნიშვნელოვან ტრანზიტს

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა კავკასიის რეგიონში საქართველოს როლი გამოყო.

კერძოდ, მან ყურადღება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის აღდგენასა და სამშვიდობო პროცესზე გაამახვილა და ქართველ მეგობრებს ამისთვის მადლობა გადაუხადა. საქმე ეხება საქართველოს მიერ სატრანზიტო დერეფნის უზრუნველყოფას, რომლის გავლითაც ტვირთები აზერბაიჯანიდან სომხეთს მიეწოდება.

„ჩვენ მოვხსენით აზერბაიჯანის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე ყველა შეზღუდვა. მადლიერები ვართ ჩვენი ქართველი მეგობრების, რომ უზრუნველყოფენ ძალიან მნიშვნელოვან ტრანზიტს, მას შემდეგ, რაც საქონელი საქართველოს გავლით აზერბაიჯანიდან სომხეთში ჩავა. ასევე, დავიწყეთ ნავთობპროდუქტების მიწოდება სომხეთისთვის, რაც მათთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი პროდუქტია და ამით პრაქტიკულად ორმხრივი ვაჭრობა დავიწყეთ.

დამაკავშირებელი პროექტები და დერეფნები კიდევ უფრო გაგვაერთიანებს, ურთიერთდამოკიდებულებს გაგვხდის, შექმნის სრულიად ახალ სიტუაციას სამხრეთ კავკასიაში, სადაც აზერბაიჯანი, საქართველო და სომხეთი საბოლოოდ დაიწყებენ სამმხრივ საფუძველზე თანამშრომლობას“, - აღნიშნა ალიევმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1771137242

ახალი ამბები

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები დღეს ნიდერლანდებს დაუპირისპირდება

ბორჯღალოსნები რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე თამაშს სტუმრად ნიდერლანდებთან ჩაატარებენ. თამაში ამსტერდამში, თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება. შეხვედრას ტელეკომპანია „იმედი“ პირდაპირ ეთერში შემოგთა...

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები დღეს ნიდერლანდებს დაუპირისპირდება

1771135738

ახალი ამბები

ლევან მახაშვილი: დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად, ხელისუფლებამ დაიწყო განათლების პრობლემის რეალურად მოგვარება, ღიად, საზოგადოებასთან თანამშრომლობით - დებატებმა კარგად აჩვენა, რომ პოლიტიკის გამო ზოგიერთი მზადაა, თეთრზე შავი ამტკიცოს

„დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად, ხელისუფლებამ დაიწყო ამ პრობლემის რეალურად მოგვარება - განათლების ყველა დონეზე მთავარი მიზეზების გარკვევა და მათი აღმოფხვრა. არა ჩაკეტილ ოთახში, არამედ ღიად, საზოგა...

ლევან მახაშვილი:

1771102501

საზოგადოება

მარიამ ლაშხი: დღევანდელი განათლების დებატები — მასტერკლასი vs. ფიასკო, სულ უფრო ნაკლებად გვხვდება ოპონირება, რომელიც არგუმენტს, ცოდნასა და ქვეყნის მომავალზე პასუხისმგებლობის განცდას ეფუძნება, ამის მაგალითი დღეს პირდაპირ ეთერში ვნახეთ

ერთ მხარეს — პრემიერ-მინისტრისა და განათლების მინისტრის უმაღლესი დონის, ფაქტებზე დაფუძნებული გამოსვლა. პრემიერმა კონკრეტული მაგალითებით — ნიდერლანდების, შვეიცარიისა და გერმანიის გამოცდილებით — აჩვენა,...

მარიამ ლაშხი

1771100953

საზოგადოება

ქრისტიანული სამყარო მირქმის წმინდა დღესასწაულს აღნიშნავს

დღეს ქრისტიანული სამყარო მირქმის წმინდა დღესასწაულს აღნიშნავს. დღესასწაული აღდგენილი ძველი წესის - „ლამპრობის“ მიხედვით აღინიშნება, რომელიც სანთლების კურთხევასა და ანთებული სანთლებით ტაძრის გარშემოვლა...

ეკლესია

1771100849

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: პრემიერის ინიციატივა ჯანსაღ დისკუსიასთან დაკავშირებით, ემსახურება იმას, რომ საზოგადოებამ მოისმინოს არგუმენტები ორივე მხარისგან - რადიკალები უპირისპირდებიან ხელისუფლების ნებისმიერ ინიციატივას უარგუმენტოდ

რადიკალები უპირისპირდებიან ხელისუფლების ნებისმიერ ინიციატივას, აბსოლუტურად უარგუმენტოდ, ცდილობენ აღქმების შექმნითა და იარლიყების მიწეპებით მოატყუონ საზოგადოება, - ასე ეხმიანება ფრაქცია „ქართული ოცნები...

ლევან მაჭავარიან