სამართალდამცველებმა 14 წელს მიუღწეველი არასრულწლოვნების მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 14 წელს მიუღწეველი ორი გოგონას მიმართ განხორციელებული გარყვნილი ქმედების ბრალდებით 1994 წელს დაბადებული ს.ჭ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული 2015 და 2017 წელს დაბადებულ არასრულწლოვან გოგონებს ერთ-ერთი სოციალური ქსელის საშუალებით დაუკავშირდა და ინტიმური ხასიათის შეტყობინებებს უგზავნიდა.

კომუნიკაციის პერიოდში, ბრალდებულმა გოგონებს ინტიმური ხასიათის ვიდეო გაუგზავნა საკუთარ ფოტოსთან ერთად, ხოლო მათგან პასუხად ანალოგიური ხასიათის ფოტო-ვიდეო მასალის გადაგზავნა მოითხოვა.

ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა მომხდარიდან მალევე დაადგინეს დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა და ბრალდებულის სახით დააკავეს.

ნივთმტკიცების სახით ამოღებულია ბრალდებულის მობილური ტელეფონი, რითაც ის 14 წელს მიუღწეველ გოგონებს სოციალურ ქსელში ეკონტაქტებოდა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1771135738

ახალი ამბები

ლევან მახაშვილი: დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად, ხელისუფლებამ დაიწყო განათლების პრობლემის რეალურად მოგვარება, ღიად, საზოგადოებასთან თანამშრომლობით - დებატებმა კარგად აჩვენა, რომ პოლიტიკის გამო ზოგიერთი მზადაა, თეთრზე შავი ამტკიცოს

„დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად, ხელისუფლებამ დაიწყო ამ პრობლემის რეალურად მოგვარება - განათლების ყველა დონეზე მთავარი მიზეზების გარკვევა და მათი აღმოფხვრა. არა ჩაკეტილ ოთახში, არამედ ღიად, საზოგა...

ლევან მახაშვილი:

1771102501

საზოგადოება

მარიამ ლაშხი: დღევანდელი განათლების დებატები — მასტერკლასი vs. ფიასკო, სულ უფრო ნაკლებად გვხვდება ოპონირება, რომელიც არგუმენტს, ცოდნასა და ქვეყნის მომავალზე პასუხისმგებლობის განცდას ეფუძნება, ამის მაგალითი დღეს პირდაპირ ეთერში ვნახეთ

ერთ მხარეს — პრემიერ-მინისტრისა და განათლების მინისტრის უმაღლესი დონის, ფაქტებზე დაფუძნებული გამოსვლა. პრემიერმა კონკრეტული მაგალითებით — ნიდერლანდების, შვეიცარიისა და გერმანიის გამოცდილებით — აჩვენა,...

მარიამ ლაშხი

1771100953

საზოგადოება

ქრისტიანული სამყარო მირქმის წმინდა დღესასწაულს აღნიშნავს

დღეს ქრისტიანული სამყარო მირქმის წმინდა დღესასწაულს აღნიშნავს. დღესასწაული აღდგენილი ძველი წესის - „ლამპრობის“ მიხედვით აღინიშნება, რომელიც სანთლების კურთხევასა და ანთებული სანთლებით ტაძრის გარშემოვლა...

ეკლესია

1771100849

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: პრემიერის ინიციატივა ჯანსაღ დისკუსიასთან დაკავშირებით, ემსახურება იმას, რომ საზოგადოებამ მოისმინოს არგუმენტები ორივე მხარისგან - რადიკალები უპირისპირდებიან ხელისუფლების ნებისმიერ ინიციატივას უარგუმენტოდ

რადიკალები უპირისპირდებიან ხელისუფლების ნებისმიერ ინიციატივას, აბსოლუტურად უარგუმენტოდ, ცდილობენ აღქმების შექმნითა და იარლიყების მიწეპებით მოატყუონ საზოგადოება, - ასე ეხმიანება ფრაქცია „ქართული ოცნები...

ლევან მაჭავარიან

1771099036

საზოგადოება

ნინო წილოსანი დებატებზე: ნული არგუმენტი ოპონენტების მხრიდან. სწორედ ამიტომ არ სურდათ დებატებში მონაწილეობა, ხვდებოდნენ, რომ ასეთი გაცამტვერება ელოდათ წინ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ უმაღლესი განათლების რეფორმასთან დაკავშირებით გამართულ დისკუსიას სოციალურ ქსელში გამო...

ნინო წილოსანი