კახეთის პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით 4 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით, 4 პირი - 2001 წელს დაბადებული ქ.ა., 2002 წელს დაბადებული ე.კ., 1995 წელს დაბადებული ს.ჯ. და წარსულში ნასამართლევი, 1995 წელს დაბადებული შ.კ. დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში მცხოვრებ მამაკაცს, რომელიც მცირე სამეწარმეო საქმიანობას ეწევა, საზღვარგარეთ მცხოვრები კრიმინალური ავტორიტეტის სახელით დაუკავშირდნენ და
მას სიცოცხლის მოსპობის მუქარით 10 000 აშშ დოლარი გამოსძალეს.
კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,პოლიციამ ოთხივე მათგანი ბრალდებულის სახით დააკავა.
სამართალდამცველებმა ფული და მობილური ტელეფონები ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
1771137242
ახალი ამბებისაქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები დღეს ნიდერლანდებს დაუპირისპირდება
ბორჯღალოსნები რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე თამაშს სტუმრად ნიდერლანდებთან ჩაატარებენ. თამაში ამსტერდამში, თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება. შეხვედრას ტელეკომპანია „იმედი“ პირდაპირ ეთერში შემოგთა...
1771135738
ახალი ამბებილევან მახაშვილი: დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად, ხელისუფლებამ დაიწყო განათლების პრობლემის რეალურად მოგვარება, ღიად, საზოგადოებასთან თანამშრომლობით - დებატებმა კარგად აჩვენა, რომ პოლიტიკის გამო ზოგიერთი მზადაა, თეთრზე შავი ამტკიცოს
„დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად, ხელისუფლებამ დაიწყო ამ პრობლემის რეალურად მოგვარება - განათლების ყველა დონეზე მთავარი მიზეზების გარკვევა და მათი აღმოფხვრა. არა ჩაკეტილ ოთახში, არამედ ღიად, საზოგა...
1771102501
საზოგადოებამარიამ ლაშხი: დღევანდელი განათლების დებატები — მასტერკლასი vs. ფიასკო, სულ უფრო ნაკლებად გვხვდება ოპონირება, რომელიც არგუმენტს, ცოდნასა და ქვეყნის მომავალზე პასუხისმგებლობის განცდას ეფუძნება, ამის მაგალითი დღეს პირდაპირ ეთერში ვნახეთ
ერთ მხარეს — პრემიერ-მინისტრისა და განათლების მინისტრის უმაღლესი დონის, ფაქტებზე დაფუძნებული გამოსვლა. პრემიერმა კონკრეტული მაგალითებით — ნიდერლანდების, შვეიცარიისა და გერმანიის გამოცდილებით — აჩვენა,...
1771100953
საზოგადოებაქრისტიანული სამყარო მირქმის წმინდა დღესასწაულს აღნიშნავს
დღეს ქრისტიანული სამყარო მირქმის წმინდა დღესასწაულს აღნიშნავს. დღესასწაული აღდგენილი ძველი წესის - „ლამპრობის“ მიხედვით აღინიშნება, რომელიც სანთლების კურთხევასა და ანთებული სანთლებით ტაძრის გარშემოვლა...
1771100849
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: პრემიერის ინიციატივა ჯანსაღ დისკუსიასთან დაკავშირებით, ემსახურება იმას, რომ საზოგადოებამ მოისმინოს არგუმენტები ორივე მხარისგან - რადიკალები უპირისპირდებიან ხელისუფლების ნებისმიერ ინიციატივას უარგუმენტოდ
რადიკალები უპირისპირდებიან ხელისუფლების ნებისმიერ ინიციატივას, აბსოლუტურად უარგუმენტოდ, ცდილობენ აღქმების შექმნითა და იარლიყების მიწეპებით მოატყუონ საზოგადოება, - ასე ეხმიანება ფრაქცია „ქართული ოცნები...




























