ლევან მახაშვილი: დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად, ხელისუფლებამ დაიწყო განათლების პრობლემის რეალურად მოგვარება, ღიად, საზოგადოებასთან თანამშრომლობით - დებატებმა კარგად აჩვენა, რომ პოლიტიკის გამო ზოგიერთი მზადაა, თეთრზე შავი ამტკიცოს

„დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად, ხელისუფლებამ დაიწყო ამ პრობლემის რეალურად მოგვარება - განათლების ყველა დონეზე მთავარი მიზეზების გარკვევა და მათი აღმოფხვრა. არა ჩაკეტილ ოთახში, არამედ ღიად, საზოგადოებასთან თანამშრომლობით და მათი ჩართულობით“, - ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი წერს სოციალურ ქსელში „იმედის“ ეთერში გამართულ დებატებთან დაკავშირებით.

მახაშვილის განცხადებით, დღევანდელმა დებატებმა ცხადი გახადა, რომ განათლების რეფორმა ბოლომდეა მისაყვანი და ასევე ისიც, რომ დებატებზე მყოფთა ნაწილი პოლიტიკის გამო მზადაა „თეთრზე შავი ამტკიცოს“.

„15 წელია, რაც სხვადასხვა უნივერსიტეტში ვასწავლი და ჩემი საკუთარი გამოცდილებით ვხედავ განათლების სისტემის ფუნდამენტურ პრობლემებს. რეალობა მწარეა. არავინაა კმაყოფილი განათლების ხარისხით - არც სტუდენტი, არც მშობელი, არც საგანმანათლებლო საზოგადოება და არც დამსაქმებელი. დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად, ხელისუფლებამ დაიწყო ამ პრობლემის რეალურად მოგვარება - განათლების ყველა დონეზე მთავარი მიზეზების გარკვევა და მათი აღმოფხვრა. არა ჩაკეტილ ოთახში, არამედ ღიად, საზოგადოებასთან თანამშრომლობით და მათი ჩართულობით. ამ დებატებმაც კარგად დაანახა საზოგადოებას, რომ განათლების რეფორმის ეს პროცესი ბოლომდეა მისაყვანი და რაც შეიძლება მალე. დებატებმა ისიც კარგად აჩვენა, რომ პოლიტიკის გამო ზოგიერთი მზადაა თეთრზე შავი ამტკიცოს. საზოგადოება ყველას და ყველაფერს თავის სახელს აუცილებლად დაარქმევს“, - წერს ლევან მახაშვილი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1771100849

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: პრემიერის ინიციატივა ჯანსაღ დისკუსიასთან დაკავშირებით, ემსახურება იმას, რომ საზოგადოებამ მოისმინოს არგუმენტები ორივე მხარისგან - რადიკალები უპირისპირდებიან ხელისუფლების ნებისმიერ ინიციატივას უარგუმენტოდ

რადიკალები უპირისპირდებიან ხელისუფლების ნებისმიერ ინიციატივას, აბსოლუტურად უარგუმენტოდ, ცდილობენ აღქმების შექმნითა და იარლიყების მიწეპებით მოატყუონ საზოგადოება, - ასე ეხმიანება ფრაქცია „ქართული ოცნები...

ლევან მაჭავარიან

1771099036

საზოგადოება

ნინო წილოსანი დებატებზე: ნული არგუმენტი ოპონენტების მხრიდან. სწორედ ამიტომ არ სურდათ დებატებში მონაწილეობა, ხვდებოდნენ, რომ ასეთი გაცამტვერება ელოდათ წინ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ უმაღლესი განათლების რეფორმასთან დაკავშირებით გამართულ დისკუსიას სოციალურ ქსელში გამო...

ნინო წილოსანი

1771097780

საზოგადოება

მაია ბითაძე „იმედზე“ გამართულ დებატებზე ხელისუფლების ოპონენტების გამოსვლაზე: ასე ხდება, როცა განათლებას პოლიტიკურ იარაღად იყენებ - დაპირებული არგუმენტები ქრება, განათლება პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტი არ არის - ეს ქვეყნის მომავალია

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, მაია ბითაძე, „იმედის“ ეთერში, განათლების საკითხზე გამართულ დებატებს ეხმიანება, რომელშიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს და განათლების მი...

მაია ბითაძე

1771097688

საზოგადოება

ირაკლი კირცხალია: კიდევ ერთი დებატი, ამჯერად განათლების რეფორმის ირგვლივ. ე.წ ექსპერტების სრული ფიასკო, მათი ამ თემის ირგვლივ სრული არაკომპეტენტურობის ლუსტრაცია, ნული არგუმენტი

ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში შემდგარ დებატებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალია სოციალურ ქსელში ეხმიანება. „კიდევ ერთი დებატი, ამჯერად განათლების...

 ირაკლი კირცხალია

1771094595

საზოგადოება

პრემიერი: ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებში რაოდენობები გადაგვენაწილებინა შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად, თუ აცხადებთ, რომ კონკრეტული მიმართულებით, საჭიროა არა 5-ის, არამედ 20-ის მიღება, მზად ვართ

ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებში რაოდენობები გადაგვენაწილებინა სწორედ შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ საქართველოს პრემიერ-...

ირაკლი კობახიძე