ალუდა ღუდუშაური: ხშირად ამბობენ აკრძალვა, წნეხი და ა.შ. სინამდვილეში, ეს არის არც მეტი, არც ნაკლები ამ კონკრეტული პოლიტიკური ძალების, პარტიების კონსტიტუციურობასთან შესაბამისობის რევიზია

ხშირად ამბობენ აკრძალვა, წნეხი და ა.შ. სინამდვილეში, ეს არის არც მეტი, არც ნაკლები ამ კონკრეტული პოლიტიკური ძალების, პარტიების კონსტიტუციურობასთან შესაბამისობის რევიზია, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა.

ღუდუშაურის თქმით, ეს პოლიტიკური პარტიები პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდიან საქართველოს კონსტიტუციასთან, საერთოდ არ აღიარებენ კონსტიტუციურ ორგანოებს, არ სცემენ კონსტიტუციას პატივს.

„ჩვენი მოქალაქეებისთვის და საზოგადოებისთვის მკაფიოდ რომ იყოს გაგებული, თუ რასთან გვაქვს საქმე. ხშირად ამბობენ აკრძალვა, წნეხი და ა.შ. სინამდვილეში, ეს არის არც მეტი, არც ნაკლები ამ კონკრეტული პოლიტიკური ძალების, პარტიების კონსტიტუციურობასთან შესაბამისობის რევიზია.

ჩვენ, როგორც ამ სარჩელის ავტორებს მიგვაჩნია, რომ ჩამოთვლილი პოლიტიკური პარტიები ვერ აკმაყოფილებენ იმ სტანდარტს, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს კანონის ძალით შექმნილი პოლიტიკური პარტია, პოლიტიკური ძალა. ეს პოლიტიკური პარტიები პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდიან საქართველოს კონსტიტუციასთან. საერთოდ არ აღიარებენ კონსტიტუციურ ორგანოებს, არ სცემენ კონსტიტუციას პატივს. მეტიც, მიზანმიმართულად ეწინააღმდეგებიან.

ვხედავთ, რომ მათი მთავარი მიზანი ყოფილა ძალადობით ხელისუფლებაში მოსვლა, არეულობით. არა არჩევნებით, არა ქართველი ხალხის ნებით და შეჯიბრებითობის პრინციპით, არამედ, პირდაპირ ძალადობრივი გზითაც კი“, - აღნიშნა მან.

„ქართული ოცნება“ ახალი კონსტიტუციური სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოს დღეს მიმართავს. ასაკრძალ პარტიათა სია იზრდება. „ნაციონალურ მოძრაობას“, „ახალსა“ და „ლელოს“ „ფედერალისტებიც“ დაემატება.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1782501060

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი დუბროვნიკის ფორუმის მნიშვნელობაზე: კარგი შესაძლებლობაა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხების გასაჟღერებლად

საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, დუბროვნიკის ფორუმი ბოლო წლებში მნიშვნელოვან საერთაშორისო პლატფორმად ჩამოყალიბდა, რომელიც აერთიანებს მაღალი დონის წა...

მაკა ბოჭორიშვილი

1782498424

მსოფლიო

პეკინში მცირე ზომის თვითმფრინავი 109 სართულიან ცათამბჯენს შეეჯახა - გამოცხადდა ევაკუაცია

ჩინეთის დედაქალაქში, პეკინის ცენტრალურ ბიზნეს უბანში მდებარე 109-სართულიან ცათამბჯენს მცირე ზომის თვითმფრინავი შეეჯახა. აღნიშნულ ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს. სოციალურ ქსელებით გავრცელებულ კა...

მცირე ზომის თვითმფრინავი

1782496902

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა - აღინიშნა „შუა დერეფნის“ განვითარების პროცესში თანამშრომლობის გაძლიერება

2026 წლის 26 ივნისს დუბროვნიკის ფორუმის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ბახტიორ საიდოვს შეხვდა. საქართველ...

მაკა ბოჭორიშვილი

1782495430

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი – ნებისმიერი სუვერენული სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია, საკუთარი ქვეყანა უცხოური გავლენებისგან დაიცვას, სწორედ ამას აკეთებს აშშ

„საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნა არის გზა, თუ როგორ უნდა მოხდეს ამა თუ იმ საკითხის დარეგულირება, ამ შემთხვევაში უცხოური გავლენების, საქართველო სწორი ნაბიჯებით ახერხებს იმ გამოწვევის გამკლავებას“, – ამის შ...

მაკა ბოჭორიშვილი

1782494318

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი - ძალიან სამწუხაროა რაც მოხდა, საზოგადოებასთან ბოდიშს ვიხდით, არსებობს წითელი ხაზები, რის მერეც ქართველი კაცი ვერ მოითმენს - „ქართული ოცნების“ დიდი ნაწილი აშველებდა

„ძალიან სამწუხაროა, რაც მოხდა. საზოგადოებასთან ბოდიშს ვიხდით. უბრალოდ არსებობს წითელი ხაზები, რის მერეც ქართველი კაცი ვერ მოითმენს“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოად...

ლევან მაჭავარიანი