ანდრეი ერმაკს გირაოს ვუფარავ, სააკაშვილი ახლა თავისუფალი რომ იყოს, ზუსტად ასე მოიქცეოდა - სააკაშვილის პრესმდივანი

„ანდრეი ერმაკს გირაოს ვუფარავ, სააკაშვილი ახლა თავისუფალი რომ იყოს, ზუსტად ასე მოიქცეოდა“, - დარინა ჩიჟი მიხეილ სააკაშვილის ყოფილი პრესმდივანი, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ყოფილ ხელმძღვანელს ანდრეი ერმაკს გირაოს თანხას უფარავს, ამის შესახებ ჩიჟი სოციალურ ქსელში წერს.

ცნობისთვის, ერმაკს დანაშაულებრივ ჯგუფთან ერთად თანხის გათეთრება, სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენება და კორუფციული სქემების მფარველობა ედება ბრალად - ანტიკორუფციული ორგანოების არგუმენტები მოსამართლემ გაიზიარა და უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ყოფილი ხელმძღვანელი პატიმრობაში გაუშვა, თუმცა ერმაკი საპატიმროში არ გადაუყვანიათ - სასამართლომ მას გირაოს გადახდის შესაძლებლობა დაუტოვა.

„მკაფიოდ ვასხვავებ, სად არის მართლმსაჯულება და სად - მასში შეფუთული ანგარიშსწორება“, - ამ განცხადებით განმარტავს მიხეილ სააკაშვილის ყოფილი პრესმდივანი დარინა ჩიჟი გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მან, ანდრეი ერმაკის სახელით, სასამართლოში გირაო შეიტანა.

„მიხეილ სააკაშვილის ისტორიის შემდეგ, მე ძალიან მკაფიოდ ვასხვავებ ერთმანეთისგან, სად არის სამართალი და სად – მასში შეფუთული ანგარიშსწორება. ამიტომ, ანდრეი ერმაკს გირაოს ვუფარავ.

ვინაიდან ძალიან სახიფათოა პრაქტიკა, როდესაც საქმეების აღძვრა იწყება არა დანაშაულების, არამედ პრინციპული პოზიციის გამო. უკრაინის ინტერესების, დონბასის ან მთლიანად ქვეყნის ჩაბარებაზე უარის თქმის გამო და ეჭვიც არ მეპარება: სააკაშვილი ახლა თავისუფალი რომ იყოს, ზუსტად ასე მოიქცეოდა“, - წერს სააკაშვილის პრესმდივანი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1778918632

ახალი ამბები

ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, ქუთაისის აეროპორტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი 662 აბი მედიკამენტის შემოტანის ფაქტი აღიკვეთა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული საბაჟო პროცედურებისა და საგამოძ...

შემოსავლების სამასხური

1778916838

ახალი ამბები

შინაგან საქმეთა მინისტრი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სამმართველოებს ეწვია

შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სამმართველოებს ეწვია. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. შინაგან საქმეთა მინისტრი დეპარტამენტის ხელმძღ...

შინაგან საქმეთა მინისტრი

1778914987

ახალი ამბები

ქვემო ქართლის პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღები და ნარკოტიკული საშუალება ამოიღო - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თეთრი წყაროს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენ...

ცეცხლსასროლი იარაღები და ნარკოტიკული საშუალება

1778913783

ახალი ამბები

ბრალდებულმა დაზარალებულს 83 000 ლარი ეტაპობრივად გამოართვა, შეთანხმება არ შეასრულა და თანხა მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა - დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდე...

დაკავება, პოლიცია

1778877236

საზოგადოება

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: 2026 წლის 17 მაისი იქნება სახე, ღვაწლმოსილი პატრიარქის საქმეების გაგრძელებისა და მორწმუნე ხალხში მისი ცოცხალი ხსოვნის დემონსტრირებისა

„პირველად აღვნიშნავთ ოჯახის სიწმინდის დღეს მისი უწმინდესობის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარეშე“, - აღნიშნავს საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვან...

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე