არჩილ გორდულაძე დანიის მოვლენებზე: დემონსტრანტების პოზიციის დასახშობად, სპეციალური საშუალებები, ხელკეტები და ძაღლები გამოიყენეს, ქართველ სამართალდამცველებს კი ლეგიტიმური საპასუხო ღონისძიებების გამო ესხმიან თავს
„სამწუხაროდ, შეჩვეულები ვართ, რომ ჩვენი ქვეყნის მიმართ ისმის უსამართლო ბრალდებები სხვადასხვა ევროპული ქვეყნის ხელისუფლების მხრიდან“, - ასე ეხმაურება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე დანიაში განვითარებულ მოვლენებს.
გორდულაძე ორმაგ სტანდარტებზე ამახვილებს ყურადღებას.
„დანიაში სამართალდამცველებმა გამოიყენეს სხვადასხვა სპეციალური საშუალება, ხელკეტები და ძაღლები, იმისთვის, რომ დემონსტრანტების პოზიცია დაეხშოთ. ხოლო ჩვენს ქვეყანაში, როდესაც საათების განმავლობაში ცდილობდნენ, ცოცხლად დაეწვათ სამართალდამცველები, შენობა-ნაგებობები, გაენადგურებინათ სახელმწიფო და კერძო საკუთრება და გადატრიალება მოეხდინათ, ამაზე ლეგიტიმური საპასუხო ღონისძიებები განახორციელა სამართალდამცავმა ორგანოებმა, თან - გაცილებით მაღალი სტანდარტით, ვიდრე ეს არის ევროპული და ამერიკული, ამაზე ჩვენ ვისმენთ შემოტევას, არათუ კრიტიკას, პირდაპირ თავდასხმას ქართველ სამართალდამცველებზე, ქართულ სახელმწიფოზე. ეს კიდევ ერთი მაგალითია პოლიტიკური ანგაჟირებისა“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
13 მაისს, დანიის პოლიციამ აქციის მონაწილეების მიმართ გადამეტებული ძალა გამოიყენა, 20-მდე მოქალაქე დააკავა, ათეულობით კი დაშავდა. ადგილობრივი მედიით გავრცელებულ კადრებში ჩანს, ხელკეტებითა და გაწვრთნილი ძაღლებით, როგორ გაუსწორდა პოლიცია აქტივისტებს, მათ შორის, პრესის წარმომადგენლებს. ამ დროს, დემონსტრანტები დანიის ხელისუფლების მხრიდან, ისრაელისთვის იარაღის გადაზიდვაში დახმარებას აპროტესტებდნენ.
1778918632
ახალი ამბებიერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, ქუთაისის აეროპორტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი 662 აბი მედიკამენტის შემოტანის ფაქტი აღიკვეთა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული საბაჟო პროცედურებისა და საგამოძ...
1778916838
ახალი ამბებიშინაგან საქმეთა მინისტრი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სამმართველოებს ეწვია
შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სამმართველოებს ეწვია. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. შინაგან საქმეთა მინისტრი დეპარტამენტის ხელმძღ...
1778914987
ახალი ამბებიქვემო ქართლის პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღები და ნარკოტიკული საშუალება ამოიღო - დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თეთრი წყაროს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენ...
1778913783
ახალი ამბებიბრალდებულმა დაზარალებულს 83 000 ლარი ეტაპობრივად გამოართვა, შეთანხმება არ შეასრულა და თანხა მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა - დაკავებულია 1 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდე...
1778877236
საზოგადოებადეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: 2026 წლის 17 მაისი იქნება სახე, ღვაწლმოსილი პატრიარქის საქმეების გაგრძელებისა და მორწმუნე ხალხში მისი ცოცხალი ხსოვნის დემონსტრირებისა
„პირველად აღვნიშნავთ ოჯახის სიწმინდის დღეს მისი უწმინდესობის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარეშე“, - აღნიშნავს საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვან...






























