ანდრია ჯაღმაიძე: „ტვ პირველისა“ და „ფორმულას“ წარმომადგენლები, წლების განმავლობაში არაერთ დიდ საეკლესიო დღესასწაულზე ქმნიდნენ ღვთის მსახურებისთვის შეუფერებელ ვითარებას - შეზღუდვის მიზანი მომლოცველთა ინტერესების დაცვაა

„ხვალ, 14 ოქტომბერს, სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე დასასწრებად, თანხმობა, აკრედიტაცია არ მიეცათ ტელეკომპანიების - „ტვ პირველისა“ და „ფორმულას“ ჟურნალისტებს“, - წერს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, აღნიშნული ტელეკომპანიების წარმომადგენლები წლების განმავლობაში დიდ საეკლესიო დღესასწაულებზე არღვევდნენ ტაძრის ტერიტორიაზე მოქმედ შინაგანაწესს და ქმნიდნენ ღვთის მსახურებისთვის შეუფერებელ ვითარებას. ამის მაგალითად დეკანოზს გასულ წელს მომხდარი შემთხვევა მოჰყავს და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ შეზღუდვის მიზანია საეკლესიო დღესასწაულის მშვიდ გარემოში ჩატარება და არა მედიისთვის ხელის შეშლა.

„აღნიშნული გადაწყვეტილება განპირობებულია იმით, რომ ამ ტელეკომპანიების წარმომადგენლები, მიუხედავად მრავალგზის გაფრთხილებისა, წლების განმავლობაში არაერთ დიდ საეკლესიო დღესასწაულზე სისტემატურად არღვევდნენ ტაძრის ტერიტორიაზე მოქმედ შინაგანაწესს, თვითნებურად ტოვებდნენ მედიისთვის სპეციალურად გამოყოფილ სივრცეს და ქმნიდნენ ღვთის მსახურებისთვის შეუფერებელ ვითარებას. სამწუხაროდ, მრავალჯერ გავმხდარვართ იმის მოწმენი, თუ როგორ ცდილობენ ამ ტელეკომპანიების ჟურნალისტები, საზოგადოების ყურადღება დღესასწაულის არსიდან ხელოვნურად შექმნილ დაპირისპირებაზე გადაიტანონ. შედეგად, იჩრდილება დღესასწაულის სულიერი მნიშვნელობა და ფერმკრთალდება ის საზეიმო განწყობა, რომლის გასაზიარებლადაც ათასობით მორწმუნე იკრიბება. საზოგადოებას შევახსენებთ 2025 წლის 14 ოქტომბერს, სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე მომხდარ ერთ-ერთ შემთხვევას. თანდართული ვიდეოკადრები გადაღებულია თავად „ტვ პირველის“ მიერ და ნათლად ასახავს იმ გარემოებებს, რომლებიც ასევე გახდა აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ შეზღუდვის მიზანი არ არის მედიის საქმიანობის ხელშეშლა, არამედ საეკლესიო დღესასწაულის მშვიდ გარემოში ჩატარება, ლიტურგიკული წესრიგისა და მომლოცველთა ინტერესების დაცვა“,  - წერს ანდრია ჯაღმაიძე.

 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791901140

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე საეკლესიო დელეგაციების წარმომადგენლებს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საეკლესიო დელეგაციების წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო სიმპოზი...

ირაკლი კობახიძე საეკლესიო დელეგაციების წარმომადგენლებს შეხვდა

1791900196

ახალი ამბები

საპატრიარქო: 14 ოქტომბერს უწმინდესი და უნეტარესი შიო III წირვას სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში აღავლენს

ამა წლის 14 ოქტომბერს სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან და საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრ...

შიო მესამე:

1791898216

საზოგადოება

პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილება და 80 ხმით მხარი დაუჭირა. კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარი...

ირაკლი ხელაძ

1791896903

ახალი ამბები

ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 13 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5989 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5994 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რო...

ლარის კურსი

1791896373

ახალი ამბები

ნათია თურნავა და ლაშა ხუციშვილი სსფ-ის აღმასრულებელ დირექტორს და ალტერნატიულ დირექტორს შეხვდნენ

ტაილანდში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა და ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, დელეგაციასთან ერთად,...

ნათია თურნავა და ლაშა ხუციშვილი