ალბანეთში სტუდენტების საპროტესტო აქცია პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა - დაკავებულია რამდენიმე დემონსტრანტი

„ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში სტუდენტების საპროტესტო აქციის დასაშლელად პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. დემონსტრანტებმა განათლების სამინისტროს შენობას ქვები და ბეტონის ნატეხები ესროლეს“, - ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, სტუდენტების მოთხოვნები უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის, უნივერსიტეტებში არსებული პირობებისა და ახალგაზრდებისთვის დასაქმების შესაძლებლობების გაუმჯობესებას უკავშირდება. სამართალდამცველებმა რამდენიმე მომიტინგე დააკავეს.

აქციის მონაწილეთა ნაწილი ასევე გამოხატავდა უკმაყოფილებას ქვეყანაში არსებული სოციალური უთანასწორობისა და პოლიტიკური ვითარების გამო. ერთ-ერთმა დემონსტრანტმა ლულჯეტა კოლამ, ქვეყანაში პოლიტიკური ცვლილებების აუცილებლობაზე ისაუბრა და მდიდრებსა და ღარიბებს შორის არსებული უთანასწორობა გააკრიტიკა.

„ალბანეთს რაც სჭირდება, არის რევოლუცია, ცვლილება, სისტემის სრული დამხობა, რადგან ასე გაგრძელება არ შეიძლება“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

ალბანეთის ვიცე-პრემიერმა ალბანა კოჩიუმ მომხდარი ძალადობა დაგმო. მისი განცხადებით, პოლიციასა და საჯარო დაწესებულებებზე თავდასხმა პროტესტის გამოხატვის მისაღები ფორმა არ არის. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791900196

ახალი ამბები

საპატრიარქო: 14 ოქტომბერს უწმინდესი და უნეტარესი შიო III წირვას სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში აღავლენს

ამა წლის 14 ოქტომბერს სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან და საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრ...

შიო მესამე:

1791898216

საზოგადოება

პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილება და 80 ხმით მხარი დაუჭირა. კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარი...

ირაკლი ხელაძ

1791896903

ახალი ამბები

ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 13 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5989 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5994 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რო...

ლარის კურსი

1791896373

ახალი ამბები

ნათია თურნავა და ლაშა ხუციშვილი სსფ-ის აღმასრულებელ დირექტორს და ალტერნატიულ დირექტორს შეხვდნენ

ტაილანდში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა და ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, დელეგაციასთან ერთად,...

ნათია თურნავა და ლაშა ხუციშვილი

1791895368

საზოგადოება

ირაკლი ქადაგიშვილი: გაფართოების პოლიტიკაში დაშვებული იქნა ისეთი უხეში შეცდომები, რომელიც დღეს ბრიუსელის ბიუროკრატიას საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში აყენებს

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, გაფართოების პოლიტიკაში დაშვებულ იქნა ისეთი უხეში შეცდომები, რომელიც დღეს ბრიუსელის ბიუროკრატიას საკმაოდ მძიმე მდ...

ირაკლი ქადაგიშვილი