კრწანისის რაიონში, ლომინაძის ხევში სანიაღვრე კოლექტორი ეწყობა

„კრწანისის რაიონში, ლომინაძის ხევში, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, სანიაღვრე კოლექტორი ეწყობა“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, წლების განმავლობაში აღნიშნული ტერიტორია მოსახლეობისთვის უხვი ნალექის დროს პრობლემას წარმოადგენდა.

„ლომინაძის ხევის გარკვეულ მონაკვეთზე სანიაღვრე კოლექტორი მოეწყობა. აღნიშნული მონაკვეთი წლების განმავლობაში წარმოადგენდა პრობლემურ ზონას - არსებობდა ღია ხევი, მოუწესრიგებელი სანიაღვრე სისტემა, უხვი ნალექის დროს კი წყალი უკონტროლოდ მიედინებოდა.

პროექტის ფარგლებში, 377 მეტრი სიგრძის ხევში მომდინარე წყლის ნაკადი 1 500 მმ დიამეტრის მილებში მოექცევა. სამუშაოები დაწყებულია. პირველ რიგში, სრულად მოწესრიგდება სანიაღვრე ინფრასტრუქტურა აღნიშნულ არეალში და უზრუნველყოფილი იქნება წყლის ნაკადის უსაფრთხო და ორგანიზებული გატარება. მნიშვნელოვანია, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ ტერიტორია იქნება უსაფრთხო“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, პროექტს კრწანისის რაიონის გამგეობა ახორციელებს, რისთვისაც, დაახლოებით, 1 500 000 ლარი დაიხარჯება. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1792563675

ახალი ამბები

მთავრობის ადმინისტრაცია კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვის ხარჯებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვის ხარჯებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართვე...

მთავრობის ადმინისტრაცია

1792562868

ახალი ამბები

საკონსტიტუციო სასამართლო 21 ოქტომბერს 5 პოლიტიკური პარტიისა და გაერთიანების აკრძალვის შესახებ სარჩელს განიხილავს

კონსტიტუციური სარჩელის არსებითი განხილვა იწყება. საკონსტიტუციო სასამართლო დღეს, 21 ოქტომბერს  5 პოლიტიკური პარტიისა და გაერთიანების აკრძალვის შესახებ სარჩელს განიხილავს. „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო...

საკონსტიტუციო სასამართლო

1792560970

ახალი ამბები

გია ვოლსკი ბრიუსელის ორმაგ სტანდარტზე: აშკარად გამოიკვეთა პოლიტიკური მიზანი - საქართველო ყოფილიყო მსხვერპლი ისეთი რევოლუციისა, როგორიც ახლა თავადვე მიიღეს გაასმაგებული მასშტაბით

ბრიუსელის მხრიდან ორმაგ სტანდარტზე კიდევ ერთხელ საუბრობს მმართველი გუნდი. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ევროპის ქალაქებში საჯარო შენობებზე თავდასხმები და პოლიციელებზე ძალადობა ევროკომისიამ მკაცრად...

გია ვოლსკი

1792558894

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი პარტიების აკრძალვაზე: სარჩელი გაჯერებულია არგუმენტებით, მტკიცებულებებით

პარლამენტის კონსტიტუციური სარჩელის განხილვა იწყება. 5 პოლიტიკური პარტიის საქმიანობის აკრძალვასთან დაკავშირებით, მოსამართლეთა კოლეგია პირველ სხდომას რამდენიმე საათში გამართავს. მმართველი გუნდის 88 დეპუ...

დავით მათიკაშვილი

1792557930

ახალი ამბები

როგორი ამინდია მოსალოდნელი 21 ოქტომბერს საქართველოში

21 ოქტომბერს ქუთაისში წვიმიან ამინდს ელოდებიან, დღისით +22 და ღამით +14 გრადუსია მოსალოდნელი. ნალექს ოზურგეთშიც ელოდებიან, დღისით +21 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15 გრადუსი იქნება. ბათუმშიც იწვიმე...

ამინდი, შემოდგომა, წვიმა